რატომ არ აძლევენ იუსტიციის სახლში დაბადების მოწმობებს სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებს

გამოწერა
კუკუნაშვილი იუსტიციის სახლში უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და  სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებთან ერთად მივიდა.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი იუსტიციის სახლისგან სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებისთვის დაბადების მოწმობის გაცემას ითხოვს, იუწყება პირველი არხი.

კუკუნაშვილი იუსტიციის სახლში უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და  სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებთან ერთად მივიდა. მისი განცხადებით, მოთხოვნის შესრულებამდე ისინი იუსტიციის სახლს არ დატოვებენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბავშვები სამშობლოში ვერ მიჰყავთ, რადგან მათთვის ბავშვის დაბადების მოწმობის აღებას ვერ ახერხებენ, აცხადებს ის.

მისივე თქმით, ამის მიზეზი კანონის ახლებური ინტერპრეტაცია გახდა.

„ინ ვიტრო განაყოფიერებითა და სუროგაციით გაჩენილ ბავშვებზე დაბადების მოწმობის გაცემა ყოველთვის ერთი დღის ვადაში ხდებოდა, იგივე უწერია იუსტიციის სახლს ვებგვერდზე. რატომღაც აგვისტოს დასაწყისში გადაწყვიტეს ინ ვიტრო განაყოფიერების ახლებური ინტერპრეტაცია. ჩათვალეს, რომ ეს არის მხოლოდ ემბრიონის შექმნა და არა გადატანა, რამაც გაყინული ემბრიონებით გაჩენილი ბავშვების რეგისტრაცია გახადა შეუძლებელი. კვირას კი გამოიცა ახალი ბრძანება, რომ ყველა ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა კუკულაშვილმა.

ექოსკოპიის შედეგები - Sputnik საქართველო
ქართველი ქალები ხშირად ხდებიან უცხოელი წყვილებისათვის სუროგატი დედები

მისი თქმით, ტელევიზიის გამოჩენის შემდეგ იუსტიციის სახლმა ექვსი დაბადების მოწმობა გასცა, 15 ბავშვი კი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეა, ისევ ელოდება მოწმობას.

შეფერხების მიზეზად კუკულაშვილი ასახელებს კომუნიკაციის ნაკლებობას სამინისტროსა და იუსტიციის სახლს შორის, სადაც, მისი თქმით, ახალი ბრძანების შესახებ არაფერი იციან.

კუკუნაშვილის თქმით, აგვისტოს თვეში სუროგაციით დაბადებულ მხოლოდ რამდენიმე ბავშვზე გაიცა დაბადების მოწმობა, დანარჩენმა კი ვერ შეძლეს მოწმობების აღება.

„რა ლოგიკას ექვემდებარება, ვერ ვხვდები. პირველ აგვისტომდე მოწმობის აღება ხდებოდა რამდენიმე საათში“, – აღნიშნა კუკუნაშვილმა.

კუკუნაშვილის განცხადებით, თუ იუსტიციის სახლი მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ის ადგილზე კარვებს გაშლის.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სახლში შეხვედრა გამართეს.

როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, 9 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე რვა სხვადასხვა კლინიკაში დაბადებულ 26 ბავშვზე გაიცა დაბადების მოწმობა.

უკრაინის პოლიცია - Sputnik საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული: „იულია სუსლიაკზე გამოძიება უკრაინაშიც მიმდინარეობს“

სპერმისა და კვერცხუჯრედის დონაცია, ასევე სუროგაცია საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია 1997 წლიდან. ამ კანონის შესაბამისად, სუროგატი დედა ან დონორი არ შეიძლება ჩაითვალონ დაბადებული ბავშვის მშობლებად. 

სუროგაციის კუთხით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე იაფ ბაზრად ითვლება, ამიტომ ამ ქვეყანას ხშირად მიმართავენ უცხოელი წყვილები. 

სუროგატი დედობის მსურველისათვის კიდევ ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ოჯახის წევრების მხარდაჭერა და თანხმობა. სუროგატი დედები საქართველოში შეიძლება გახდნენ ჯანმრთელი ქალები 20-დან 35 წლამდე. 

საქართველოში სუროგატი დედებისაგან შვილის გაჩენა, მშობიარობისა და გამოკვლევების ჩათვლით 25-30 ათასი დოლარი ღირს. აქედან სუროგატი დედა 15 ათას დოლარს იღებს. 

ყველა ახალი ამბავი
0