დაღუპული გოგონას ოჯახმა შიმშილობა გადაიფიქრა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურის შენობის ფასადი
საქართველოს პროკურატურის შენობის ფასადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე არ იმუშავებს, განაცხადა გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატმა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა შიმშილობა შეწყვეტა მას შემდეგ, რაც ოჯახის ადვოკატთან ერთად საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდა. ამის შესახებ გოგონას დედამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სიმართლის საძებრად ქუჩაში: თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობა დაიწყო>>

ბაჩალიაშვილი ძებნიდან ხუთი დღის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის თბილისში ცხოვრეობდა. სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის სამსახურს უკავშირებს – ის პროგრამისტად მუშაობდა, და გამოძიებაში FBI-ს (აშშ-ის ძიების ფედერალური ბიურო) სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს.

უსადენო კლავიატურა - Sputnik საქართველო
სუიციდის შესახებ ინფორმაციას ეძებდა: ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მათ იმედისმომცემი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს გენერალური პროკურორისგან, რომელიც მიიჩნევს, რომ გამოძიებამ მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე არ უნდა იმუშაოს.

ამავე დროს, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ამ საქმეში და ექსპერტიზაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის FBI.

„თუ გავიხსენებთ, თავიდანვე იყო უნდობლობა გამოძიების მიმართ და მოვითხოვდით, საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩართულიყო და ექსპერტიზებში მიეღო მონაწილეობა, საელჩოსაც მივმართეთ, რაზეც გვეუბნებოდნენ, რომ მზაობა იყო, მაგრამ ოფიციალურად ელოდებოდნენ საქმის განხორციელებას“, – განაცხადა რამიშვილმა.

ბაჩალიაშვილის საქმე: შსს მზადაა ამერიკელ სპეციალისტებთან თანამშრომლობისთვის>>

შსს-მ მორიგი ექსპერტიზის პასუხები გაასაჯაროვა

დღეს საქართველოს შსს-მ გამოაქვეყნა განცხადება გოგონას ცხედრის გვერდით ნაპოვნი წერილის ექსპერტიზის შედეგების შესახებ.

„2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
როდის შეხვდება პრემიერი ბაჩალიაშვილის ოჯახს: პრემიერმა დრო დაასახელა

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასევე შემოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ანგარიშზე გოგონას სახელზე 75 ათასი ლარი იყო ჩარიცხული.

„შემთხვევის ადგილზე ნანახი თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით“, – იუწყება შსს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, ტარდება ექსპერტიზები და ოჯახის წევრებთან უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ.

თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული სიკვდილი: ექსპერტებმა გოგონას პირადი კომპიუტერი გახსნეს>>

გოგონას გარდაცვალების საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა – ვინმე ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც საკუთარ თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს. ბაჩალიაშვილის ოჯახს არ სჯერა, რომ ლობჟანიძე მათი ქალიშვილის შეყვარებული იყო და მას „შსს-სგან ჩანერგილი“ უწოდეს.

ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

ყველა ახალი ამბავი
0