სიმართლის საძებრად ქუჩაში: თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობა დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, რაზეც გამოძიება მიუთითებს, და საქმეში FBI-ს ჩართვას მოითხოვს.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით აღშფოთებულმა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა საქართველოს პროკურატურის შენობასთან შიმშილობა დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. გუშინ შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა.

„მე არ მჯერა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ისინი იტყუებიან. ახლა დარბიან და ღამეები არ სძინავთ იმაზე ფიქრში, კიდევ რა ამოქექონ, რომ თვითმკვლელობის ვერსია დაადასტურონ. ჩემი შვილის მკვლელობაში ისინი თავად არიან ჩართული. მე აქ მოვედი რომ გითხრათ, მივმართავ რადიკალურ ზომას და შიმშილობას ვიწყებ“, – განაცხადა თამაზაშვილმა. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
როდის შეხვდება პრემიერი ბაჩალიაშვილის ოჯახს: პრემიერმა დრო დაასახელა

მან ასევე მოთხოვა საქართველოს გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა, რომელიც შვილმკვდარ დედას შეხვედრაზე დათანხმდა.

გოგონას გარდაცვალების საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა – ვინმე ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც საკუთარ თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს.

როგორც მან განაცხადა, სხვა ახალგაზრდა მამაკაცის, ვინმე მიშო იაკობიძის Instagram-ის „სთორიში“ მიმოწერის სქრინი დაინახა, რომელშიც ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მას ურთიერთობის გაგრძელება აღარ სურს. გარდა ამისა, ლობჟანიძე ამტკიცებს, რომ იაკობიძე გოგონას მისი გაუჩინარების შემდეგ ეძებდა.

ბაჩალიაშვილის ოჯახს არ სჯერა, რომ ლობჟანიძე მათი ქალიშვილის შეყვარებული იყო და მას „შსს-სგან ჩანერგილი“ უწოდეს.

ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

ყველა ახალი ამბავი
0