00:54 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1130)
313 0 0

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალისტების ჩართვას ითხოვს

თბილისი, 4 აგვისტო ― Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა, ითანამშრომლოს აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით, იუწყება მედია შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გარდაცვლილის მშობლებმა საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვა მოითხოვეს.  

„სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა", — აღნიშნეს უწყებაში.

მანამდე ბაჩალიაშვილების ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ოჯახს ამერიკელი სპეციალისტების საქმეში ჩართვა გარდაცვლილი გოგონას კომპიტერის შესასწავლად ესაჭიროებათ. ამ მოთხოვნით მათ აქციაც კი გამართეს აშშ-ის საელჩოს წინ.

როგორც რამიშვილი აცხადებს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სამშაბათს დასრულებული ექსპერტიზის შედეგებით, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში არ აღმოჩნდა სოციალური ქსელები ― „ფეისბუქი“ თუ „ინსტაგრამი“, თუმცა მასში 193 ათასი ფოტო და 448 ვიდეო ინახებოდა.

„რაც მთავარია, არანაირი სხვა ფაილები არ არსებობს. იცით როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? ეს არა თუ პროგრამისტისა და კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპია, არამედ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანისა. არაფერი საინტერესო იქ არაა“, ― განმარტა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ: 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს გარდაცვლილი. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და წინასწარი ვერსიის – თვითმკვლელობისა არ სჯერა. 

თავდაპირველად გოგონას გაუჩინარებაზე საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა შემდეგ კიდევ ერთი მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა დაემატა. შესაძლო თვითმკვლელობის ვერსიას გამოძიება იმ ფაქტის გათვალისწინებით განიხილავს, რომ სხეულის წინასწარმა დათვალიერებამ ტრავმები და ჭრილობები არ გამოავლინა. ასევე ეჭვს იწვევს ის, რომ ავტომობილში ცხედრის ნივთებში ნაპოვნ წამლებს 20 აბი აკლია. მანქანაში იპოვეს ჩანაწერიც „თანხა ანგარიშზეა, გამოიყენეთ“.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1130)

მთავარი თემები