თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული სიკვდილი: ექსპერტებმა გოგონას პირადი კომპიუტერი გახსნეს

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერის ეკრანი
კომპიუტერის ეკრანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
23 წლის თბილისელი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. ცხედარი მწყემსმა იპოვა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი გახსნეს და სკანირება დაიწყეს – პროცესს ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ესწრებოდა. 

თამარ ბაჩალიაშვილი - Sputnik საქართველო
„სოფლის გზაზე მიდიოდა...“ – გოგონა, რომელმაც თამარ ბაჩალეიშვილი გაუჩინარების შემდეგ ნახა

ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ბურუსით მოცული საქმეა. თბილისის გარეუბანში მცხოვრები გოგონა საკუთარი ავტომობილით 18 ივლისს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. იგი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თბილისიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ადვოკატის თქმით, სკანირება შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს, რის შემდეგაც მათ კომპიუტერში არსებულ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ. სავარაუდოდ, აღდგება წაშლილი ფაილებიც.

„დაიწყო სკანირება, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს. გამოყენებული იქნება ყველა ის მეთოდი და პროცედურა, რაც საჭირო იქნება აღდგენისთვის, თუ რამე წაშლილი იყო“, – განაცხადა რამიშვილმა ტელეკომპანია Rustavi 2-ზე.

ადვოკატი ასევე საუბრობს რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე, მათ შორის, თუ როგორ და რატომ გაქრა Facebook-ზე გარდაცვლილი გოგონას პირადი გვერდი, და ეჭვს გამოთქვამს, რომ შეიძლება კომპიუტერი მის გარეშე ვიღაცამ უკვე გახსნა.

„ჩემი ორდერი ჰქონდათ პოლიციაში და მათ ვუთხარი, რომ ჩემ გარეშე არ მოეხდინათ კომპიუტერის გახსნა. მშვიდად ვიქნები, როცა მეცოდინება, რომ კომპიუტერის წინასწარ გახსნა ან ამგვარი ქმედება ჩემ გარეშე არ მომხდარა“, – განაცხადა რამიშვილმა.

საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

23 წლის თბილისელი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. ცხედარი მწყემსმა იპოვა. წინასწარი მონაცემებით, გოგონა როცა იპოვეს, იგი მინიმუმ სამი დღის გარდაცვლილი იყო. 

შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
ბაჩალიაშვილის იდუმალებით მოცული გარდაცვალება: საქმეში შესაძლოა FBI ჩაერთოს

გაჩნდა ვერსია, რომ გოგონას ავტომობილი, სადაც იგი აღმოაჩინეს, ევაკუატორით მიიყვანეს, რადგანაც აღნიშნულ რაიონში ავტომობილს მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ და ვერ იპოვეს.

თავდაპირველად გოგონას გაუჩინარებაზე საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა შემდეგ კიდევ ერთი მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა დაემატა.

შესაძლო თვითმკვლელობაზე ვერსია იმიტომ გაჩნდა, რომ სხეულის წინასწარმა დათვალიერებამ ტრავმები და ჭრილობები არ გამოავლინა. ასევე ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ ავტომობილში ცხედრის ნივთებში ნაპოვნ წამლებს 20 აბი აკლია.

გოგონას ოჯახსა და ახლობლებს არ სჯერათ, რომ თამარს თავის მოკვლა შეეძლო. მათი აზრით, ის შეიძლება შეიტყუეს რაიონში, სადაც არასდროს ყოფილა და შემდეგ მოკლეს. მეორე ვერსიით, იგი აიძულეს თავი მოეკლა – სამუშაოს გამო.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზის ოფიციალურ დასკვნაზე მუშაობა ჯერ არ არის დასრულებული.

გარდაცვლილის ოჯახი ქვემო ქართლის რეგიონულ პოლიციას, რომელიც გამოძიებას აწარმოებს, უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ საქმის გამოძიება უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააგრძელოს და, ამასთან, გამოძიების პროცესში დაღუპულის კომპიუტერის შემოწმების პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს – FBI-ს ექსპერტები ჩაერთონ.

ყველა ახალი ამბავი
0