Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიასა და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 24 მაისისთვის

© AFP 2024 / Johannes Eiseleპარკი Domino ნიუ-იორკში
პარკი Domino ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმო-ს მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონს გადააჭარბა

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 24 მაისისთვის 5 105 811 ადამიანს შეადგენს, გარდაიცვალა სულ 333 448 ადამიანი, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
კორონავირუსის დადებითი მხარე: საქართველოში ჰაერი გაიწმინდა

ინფიცირების შემთხვევათა უმრავლესობა აშშ-შია რეგისტრირებული - 2 282 488. ერთ დღე-ღამეში მსოფლიოში ინფიცირების 109 536 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 663 ადამიანი.

ამავე დროს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც ცალკეული სახელმწიფოების ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, ასევე მედიის და სხვა წყაროების მონაცემებს აჯამებს, იუწყება 5 313 816 გამოვლენილი შემთხვევისა და 342 141 გარდაცვლილის შესახებ.

11 მარტს ჯანმო-მ COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

სიტუაცია აშშ-ში

აშშ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში ისევ პირველ ადგილზეა - დღეისათვის ამერიკაში 1,6 მილიონზე მეტი ინფიცირებულია და 96 ათასზე მეტი დაღუპულია. ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებშია დაფიქსირებული. გასულ 24 საათში ქვეყანაში დაინფიცირდა 23 790 პირი და 1277 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა სულ 350 ათასზე მეტი ადამიანი.

მაიკ პომპეო  - Sputnik საქართველო
აშშ ჩინეთისგან 9 ტრილიონი დოლარის გამოყოფას მოითხოვს

New York Times-მა საკვირაო ნომრის პირველი გვერდი დაუთმო აშშ-ში კორონავირუსის გარდაცვლილ ადამიანებს და ათასობით სახელის გრძელი სია დაბეჭდა.

სტატიის ქვესათაური ასეთი იყო: „ეს არ იყო უბრალო სახელები სიაში. ესენი ჩვენ ვიყავით“. გაზეთში მოყვანილია კორონავირუსით გარდაცვლილი ათასობით პაციენტის სახელები, გვარები, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და საქმიანობის სფერო.

სიტუაცია ბრაზილიაში

ეს ქვეყანა აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 347 398 შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 22 013 -მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 142 587 ადამიანი.

სიტუაცია იტალიაში

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 32 735 -ს აღწევს. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 229 327-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 138 840 პაციენტი.

იტალია - Sputnik საქართველო
ელჩი: იტალიიდან საქართველოში დაბრუნების მსურველთა რიცხვი შემცირდა

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 119 პაციენტი, დაფიქსირდა ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა, ეპიდემიის ეპიცენტრში კი, ლომბარდიაში - 441.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის გაზაფხულამდე არ შეიქმნება, განაცხადა სამკურნალო საშუალებათა იტალიის სააგენტოს (AIFA) გენერალურმა დირექტორმა  ნიკოლა მაგრინიმ.

სიტუაცია ესპანეთში

ამ ქვეყანაში კორონავირუსის 235 290 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 28 678 ადამიანი. გასულ დღე-ღამეში დაინფიცირდა 361 ადამიანი. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 48 ადამიანი, უკვე ზედიზედ მეშვიდე დღეა გარდაცვლილთა რაოდენობა ასზე ნაკლებია.

გარდაცვლილთა რიცხვით ესპანეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს (აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და იტალიის შემდეგ) და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მეხუთე ადგილს (აშშ-ის, ბრაზილიის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის შემდეგ).

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ესპანეთის მეფე საქართველოში მოიწვია

სიტუაცია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

კორონავირუსული ინფექციის სამი ახალი შემთხვევა და 36 ასიმპტომური მატარებელი გამოვლინდა ჩინეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში, გამოჯანმრთელებულია სამი პაციენტი, არ ყოფილა ლეტალური შედეგი, ნათქვამია ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებაში.

საერთო ჯამში ჩინეთში გამოვლინდა 82 974 შემთხვევა, კვლავ ავადაა 79 ადამიანი, მძიმე მდგომარეობაშია 10 კაცი, 78 261 გამოჯანმრთელდა, 4634 ადამიანი გარდაიცვალა.

სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ლოკალური შემთხვევა დაფიქსირდა ცზილინის პროვინციაში და ორი შემოტანილი - შანჰაიში და გუანდუნის პროვინციაში.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: აშშ გეგმავს ისეთ შურისძიებას, რომ ჩინეთს რუსეთისა შეშურდება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 282-ით გაიზარდა და  36 675-ს გაუტოლდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2959-ით 257 154-მდე გაიზარდა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილთა რაოდენობა 351-ით გაიზარდა, ახალი დადასტურებული შემთხვევების - 3 287-მდე.

საფრანგეთში კორონავირუსით ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი კვლავ მცირდება, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.

ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტმა კორონავირუსთან საქართველოს ბრძოლას მაღალი შეფასება მისცა

„საავადმყოფოებში კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 17 178 პაციენტი მკურნალობს (ერთი კვირის წინ ეს რიცხვი 19 432 ადამიანს შეადგენდა)“, - ნათქვამია კომუნიკეში.

ბოლო 24 საათში COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულია 233 ადამიანი.

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ერთ დღე-ღამეში გაიზარდა 431-ით, გარდაიცვალა 31 ადამიანი, იუწყება რობერტ კოხის ინსტიტუტი. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია 638 ახალი შემთხვევის და 42 ლეტალური შემთხვევის შესახებ.

ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში სულ რეგისტრირებულია დაავადების 178 281 შემთხვევა, გარდაიცვალა 8 247 პაციენტი,

კორონავირუსი საქართველოში

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი - Sputnik საქართველო
სკანდალი ამოწურულია? სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს ბოდიში მოუხადა

საქართველოში ახალი კორონავირუსი 730 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

გამოჯანმრთელდა 522 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 326 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეზღუდვები 23 მაისს 00:00 საათიდან გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0