სკანდალი ამოწურულია? სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს ბოდიში მოუხადა

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanსომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საქართველოში COVID-19-ის სტატისტიკასთან დაკავშირებით სერიოზულად გაანაწყენა ჩენი ქვეყნის სამედიცინო თანასაზოგადოება

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დიპლომატიური არხებით გადასცა ოფიციალურ თბილისს თავისი წუხილი უწყების ხელმძღვანელის, არსენ ტოროსიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, იუწყება Sputnik-სომხეთი.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა შაბათს გამართულ საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე აღიარა, რომ საქართველოში მიღებული და დღემდე მოქმედი შეზღუდვები იყო უფრო ეფექტური, ძლიერი და მკაცრი. თუმცა მან ეჭვი შეიტანა ინფიცირებულთა დათვლის მეთოდოლოგიაში და აღნიშნა, რომ სომხეთში ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა უკეთესია, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში. ტოროსიანის სიტყვებმა საქართველოში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია, სამედიცინო საზოგადოებამ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

„ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში. მათ მაცნობეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ზარი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან საელჩოში. დარეკა ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით და მისი სახელით გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც, მათი განმარტებით, იყო არასწორად ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები და რომ ისინი ამასთან დაკავშირებით გამოთქვამენ საკუთარ წუხილს. მან საელჩოს სთხოვა, რომ ეს პოზიცია გადმოეცა თბილისისთვის“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
„ბოდიში უნდა მოიხადოს“ - თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ შეაშფოთა

ქართული საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მედიაში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება გავრცელდა, საელჩო მაშინვე დაუკავშირდა სომხურ მხარეს.

„რა თქმა უნდა, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტული იყო მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ, მათ შორის, ოფიციალური პირის მხრიდან, ისეთი მაღალი ოფიციალური პირის მხრიდან, როგორიც ჯანდაცვის მინისტრია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

შაბათს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მაღალჩინოსანი არ უნდა აკეთებდეს მსგავს უსაფუძვლო განცხადებებს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე და მან ამის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ხოლო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ საქართველო არ მალავს გამოვლენილი შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობას.

საქართველოში კორონავირუსით სომხეთის ორი მოქალაქე დაინფიცირდა >>

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 730 ადამიანს, აქედან 522 გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0