კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 4–10 მაისის პერიოდში

© Pixabay / Pexelsმზის ჩასვლა ზღვაზე
მზის ჩასვლა ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგანი ცვლილებების დრო დგება. პლანეტები და ვარსკვლავები ისეთ განლაგებაში იქნებიან, რომ ხელს შეუწყობენ ადამიანების სულიერ ძიებებს, დასვენებას, რელაქსაციას, ახლობლებთან ურთიერთობებს...

იდეალური დროა საკუთარი აურის გასაწმენდად და მის გასაძლიერებლად. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ დავუპირისპირდეთ ნეგატივს, ცუდ ადამიანებს და ცუდ განწყობას.

ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები>>

ვერძი

იმის გამო, რომ ვარსკვლავები დაგვეხმარებიან საკუთარ თავსა და აზრებში ჩაღრმავებაში, ბევრ შემთხვევაში გამოვლინდება ნეგატიური პროგრამები. ამ მხრივ საყურადღებოა თქვენი ნიშანი – აუცილებელია ამ ნეგატიური პროგრამებისგან უკვე ორშაბათს გათავისუფლება. ამისთვის, უბრალოდ, უნდა გააცნობიეროთ, რა გიზიდავთ ცხოვრებაში ყველაზე მეტად და რა – გაღიზიანებთ.

სხვაგვარად რომ ვთაქვათ, დადგა დრო, როდესაც საჭიროა პრიორიტეტების სწორად განაწილება. მარტოხელა ვერძები ჯერ სამუშაო გაუგებრობებში უნდა გაერკვიოთ, ყურადღება მიაქციოთ ახლობელ ადამიანებს, მათ აზრებს. კარგი იქნება, თუ მათთან ამ კვირაში მეტ დროს გაატარებთ.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ მაისის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

კურო

კვირის ბოლოს სამუშაოზე გარკვეული არეულობაა მოსალოდნელი. ამასთან, ასტროლოგები გაფრთხილებენ არასასიამოვნო შეხვედრაზე. მთავარია, არ აჰყვეთ ნეგატივს, დეპრესიაში არ ჩავარდეთ და ამით იღბალი არ დააფრთხოთ. არ ღირს საკუთარი თავის წამება და ცუდზე ფიქრი.

ეს განსაკუთრებით კვირის პირველ ორ დღეს ეხება. მიუძღვენით ეს დღეები სულიერ სამუშაოს, ახლობლებთან ურთიერთობებს. ამ დღეებში ვარსკვლავები და პლანეტები საკმაოდ მშვიდი იქნებიან.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ტყუპი

ასტროლოგები გირჩევენ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ ყველაფერი, რასაც ირგვლივ მყოფნი თქვენზე ილაპარაკებენ. სწორი იქნება, თუ ნეგატიური ენერგეტიკის მქონე ადამიანებისგან თავს შორს დაიჭერთ. თუ ისინი თქვენი ახლობლები არიან, ამ შემთხვევაში, სჯობს, მათი კრიტიკა ან სკეპტიციზმის გამოვლენა ყურს მიღმა გაატაროთ.

მთლიანობაში, კვირა ძალიან კარგია იმ ტყუპებისთვის, ვინც მეცნიერულ მუშაობას ეწევა, ასევე, ექიმებისა და მასწავლებლებითვის. შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებისთვის რთული დღეები იქნება 7 და 8 მაისი, რადგან ვარსკვლავური ენერგია მძიმე და არახელსაყრელი იქნება. კვირის დასაწყისი, სჯობს, საოჯახო საქმეებს დაუთმოთ.

კომში ყვავილობისას - Sputnik საქართველო
მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კირჩხიბი

თქვენთვის ამ კვირაში უმთავრესი სასიყვარულო სფერო იქნება. ეს ყველას შეეხება, გამონაკლისის გარეშე. დაოჯახებულებმა დროებით უნდა დაივიწყოთ საქმეები და მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანზე, ბავშვებზე, ახლობლებზე გადაიტანოთ. მარტოხელებს კი მეორე ნახევრის ძებნაში ძალიან გაუმართლებს.

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ 4–10 მაისის პერიოდში ცხოვრებისეულ გზაზე შეიძლება ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს შეხვდეთ. ზოგიერთი მათგანი თქვენი მეგობარი გახდება, ზოგი დაგეხმარებათ საქმეებსა და ბიზნესში. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ზოგიერთ მოვლენას ძალიან არ ჩაუღრმავდეთ, რადგან ხანდახან ბევრი რამ უმიზეზოდ ხდება.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ლომი

ლომებისთვის ხელსაყრელი დროა სულიერი ძიებებისთვის, ძალზე მნიშვნელოვანი დღეებია, როდესაც, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი მოხდება, მაგრამ ეს ასე არაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შინაგანი იქნება. გელოდებათ ცნობიერების შეცვლა, პრიორიტეტების სხვაგვარი გადანაწილება. ზოგიერთისთვის ეს პროცესი შეუმჩნევლად წარიმართება, ზოგისთვის კი – საკმაოდ ინტენიურად.

სასურველია, ხვალინდელ დღეზე იფიქროთ და არ დაიწყოთ საკუთარი ქცევების ანალიზი, არ ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს. შესანიშნავი პერიოდია გეგმების დაწყობის, ახალი საქმეების დაწყებისთვის, მნიშვნელოვანი რამის შეძენის, ასევე, ახალი ნაცნობობისთვის.

მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში  - Sputnik საქართველო
„საკარანტინო“ ჰოროსკოპი: როგორ ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები თვითიზოლაციის პირობებში

ქალწული

კვირის დასაწყისში ვარსკვლავები და პლანეტები არცთუ ხელსაყრელ განლაგებაში იქნებიან. ასტროლოგები არ გამორიცხავენ უსიამოვნებებს ოჯახში, ურთიერთობებში, განსაკუთრებით იმ ქალწულებთან, ვისაც უჭირს ემოციების შეკავება. სასურველია, მოერიდოთ ახლობლების კრიტიკას, არავის წაუყენოთ პრეტენზიები, დაივიწყოთ „გესლიანი“ ხუმრობები.

უნდა გახსოვდეთ, რომ საეჭვო მშვიდობა ჯობია, ვიდრე ომი. საკუთარი სიამაყის გამო სატანჯველს ნუ გაიჩენთ. რაც შეეხება სამუშაოს, ასტროლოგები გირჩევენ, მარტივ და მონოტონურ საქმეებს დაუთმოთ დრო.

ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია>>

სასწორი

თქვენთვის კვირის დასაწყისში პლანეტები და ვარსკვლავები არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იქნებიან. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ნეგატიურ აზრებს, ეცადეთ, სხვა, ბევრად პოზიტიურ საკითხებზე მოახდინოთ კონცენტრირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია განვითარების დამუხრუჭება და თქვენში ეჭვების გამძაფრება.

დაგჭირდებათ მეტი ოპტიმიზმი. ასეთი მდგომარეობა მაგნიტივით იმოქმედებს პოზიტიურად განწყობილი ადამიანებისთვის. ამის წყალობით, უფრო იოლი იქნება პრობლემებში გარკვევა, მეტი ძალა გექნებათ წინსვლისთვის. ახლა მოტივაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ, სჯობს, ნაკლები ურთიერთობები გქონდეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენში ორჭოფობასა და ეჭვებს ბადებენ.

სამყარო - Sputnik საქართველო
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მორიელი

თქვენი მთავარი თემა ამ კვირაში ფინანსები იქნება. ძალზე პოზიტიური დროა დაგეგმვის, საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტისთვის. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტად გაუმართლებს წინდახედულ მორიელებს.

კვირის ბოლო კარგი დროა დასვენებისა და ფულის დახარჯვისთვის, მათ შორის, საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანებისთვის. სჯობს, ეს ინტერნეტის მეშვეობით გააკეთოთ. სასიყვარულო ფრონტს რაც შეეხება, ამ სფეროში ყველაფერი სტაბილურად იქნება, უსიამოვნო სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის. უქმეები დაუთმეთ ოჯახს, საყვარელ ადამიანს.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ძლიერი ხასიათის ადამიანები ხართ. ძალზე დაძაბულ ვითარებაშიც კი შეგიძლიათ გამარჯვების მიღწევა. ამ კვირაში აუცილებლად უნდა იყოთ ის, ვინც ხართ – არც მეტი და არც ნაკლები. მთავარია, არ მისცეთ ნოსტალგიურ აზრებს თქვენზე გამარჯვების უფლება.

წარსულზე ფიქრები ძალზე ნეგატიურად აისახება თქვენს მოტივაციაზე. წინ უნდა იყუროთ. გაგიმართლებთ სიყვარულშიცა და ფინანსურ საკითხებშიც. კარგი დროა დაგეგმვისთვის, მიზნისკენ მტკიცე სვლისთვის. უნდა მოიშოროთ შიშები და არ მოუსმინოთ ადამიანების მოსაზრებებს. დაეყრდენით ინტუიციას.

მისტიკა - Sputnik საქართველო
ასტროლოგია და კარანტინი – ზოგადი ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

თხის რქა

თხის რქებს გარშემომყოფების აკვიატებული იდეები არანაირად არ დაგეხმარებათ არც საქმეებში და არც სასიყვარულო სფეროში. სასურველია, საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და წინათგრძნობას დაეყრდნოთ. რაც უფრო მეტი ოპტიმისტური აზრი იტრიალებს თქვენს გონებაში, მით მეტი წარმატება გელოდებათ რეალურ ცხოვრებაში.

უარი თქვით სენტიმენტალობაზე, რათა საქმეები მინორულ ნოტზე არ დაამთავროთ და დეპრესიულ მდგომარეობაში არ ჩავარდეთ. სამუშაოზე წაგადგებათ მტაცებლის ფრთხილი ქცევა, დაკვირვება და იღბლიანი მომენტის დალოდება.

რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

მერწყული

შესანიშნავი კვირაა თვითანალიზის, განმარტოებისა და ინტელექტუალური მუშაობისთვის. მოერიდეთ გადაღლას, ზედმეტ დინამიკას.

საქმეებსა და სიყვარულში რაციონალური დამოკიდებულება, ცივი გონება დაგჭირდებათ. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს სიტყვებს, მოქმედებებს, რათა რეპუტაცია არ შეგელახოთ. ეს განსაკუთრებით ეხება თანამდებობის პირებს, ლიდერებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თევზები

ამ კვირაში ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე არაპროგნოზირებადი იქნებიან. ყველაფრის მიმართ ყურადღებიანი და ფრთხილი უნდა იყოთ.

კვირის დასაწყისი უნდა დაუთმოთ სახლისა და სამუშაო ადგილის მოწესრიგებას. გათავისუფლდით ძველმანებისგან. ეს ენერგეტიკის გაძლიერებაში დაგეხმარებათ, ასევე, თქვენს სამყოფელში პოზიტიური ნაკადები დაუბრკოლებლივ დაიწყებენ ცირკულირებას. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობებში ფრთხილად იყავით. ხშირად მოუსმინეთ შინაგან ხმას.

ყველა ახალი ამბავი
0