როგორ დავგეგმოთ მაისის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

© REUTERS / Costas Baltasსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
მთვარის კალენდარი - ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია

გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რამე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ.

კომში ყვავილობისას - Sputnik საქართველო
მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1 მაისი: მზარდი მთვარე ლომის თანავარსკვლავედშია. ის ხელს უწყობს ყველა ენერგიულ წამოწყებას, რაც ნაყოფიერ გუნდურ მუშაობაზეა მიმართული. ბევრს გაუჩნდება ურთიერთობებისა და გართობის სურვილი, ასევე გაიღვიძებს აზარტული თამაშების ჟინი. მთვარე ლომის ნიშანში აძლიერებს ავანტიურისკენ მიდრეკილებას და ზრდის დაუფიქრებელ სარისკო ქმედებებს. ამიტომ ამ დღეს გადადეთ ყველა სერიოზული ფინანსური საქმე. ხელსაყრელი დღეა შემოქმედების, სიყვარულის, სულიერი ძიებებისთვის. დღე ვენერას ეგიდით ჩაივლის.

2, 3 მაისი: მზარდი მთვარე ქალწულის თანავარსკვლავედშია. ხელსაყრელი დროა ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც დაფიქრებასა და სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. ფინანსური საქმიანობა, სერიოზული დამოკიდებულების შემთხვევაში, შესაბამის მატერიალურ სარგებელს მოიტანს. წარმატებული იქნება საბანკო, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ. 2 მაისი სატურნის მფარველობით ჩაივლის, ხოლო 3 მაისი – მზის.

კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 27 აპრილი – 3 მაისის პერიოდში>>

4, 5 მაისი: მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. კარგი დროა დასვენებისთვის დაძაბული მუშაობის შემდეგ. სჯობს, რამე ახალი და გლობალური საქმის წამოწყებაზე უარი თქვათ და სწრაფად დაასრულოთ ადრე დაწყებული, დაგეგმილი საქმეები. საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდია საქმიანი თანამშრომლობისთვის. ნეგატიური მომენტია სირთულეები გადაწყვეტილებების მიღების დროს. აქედან გამომდინარე, სჯობს, გადაწყვეტილებები მომდევნო დღეებში მიიღოთ. 4 მაისს მფარველობს მთვარე, ხოლო 5 მაისს – მარსი.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

6, 7 მაისი: მზარდი მთვარე მორიელის თანავარსკვლავედშია. დადგა დრო, რომ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები მიიღოთ. გაძლიერდება გონებრივი საქმიანობა, პრობლემის არსზე კონცენტრირების უნარი, გაიზრდება თვითკრიტიკულობის დონე. შესაძლებელია ახალი წამოწყებები, ბიზნეს–გეგმების შედგენა, საკუთარ თავზე ვალდებულებების აღება. 7 მაისს სავსემთვარეობაა. 6 მაისი მერკურის ეგიდით ჩაივლის, ხოლო 7 მაისი – იუპიტერის.

„საკარანტინო“ ჰოროსკოპი: როგორ ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები თვითიზოლაციის პირობებში>>

8, 9, 10 მაისი: კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ეს თქვენს აზრობრივ პროცესებს რამდენადმე დააშორებს მიწიერ ლოგიკასა და კონკრეტიკას და აბსტრაქტული აზროვნების სფეროში გადაგიყვანთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, იდეალური პერიოდია იურისპრუდენციასთან, სამართლებრივ თემებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრისთვის. ნებისმიერი ბიუროკრატიული საკითხი ადვილად გვარდება. დაფიქრება გმართებთ მიწასთან ან მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 8 მაისი ჩაივლის ვენერას ეგიდით, 9 მაისი – სატურნის, ხოლო 10 მაისი – მზის.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური