ადამიანის ბიოველი და ენერგეტიკული პოტენციალი ამ ცხოვრებაში ბევრ რამეს წყვეტს. უნდა ეცადოთ, რომ 27 აპრილი – 3 მაისის პერიოდში ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ძალებისგან არ გამოიფიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ აქტიურობის შენარჩუნება.
ყველაზე მეტი საშიშროება ამ ორი თვის მიჯნაზე შეიძლება გარშემომყოფებმა მოიტანონ. ეცადეთ, ირგვლივ ბოროტი და ეგოისტი ადამიანები არ შემოიკრიბოთ. გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და მოერიდეთ კონფლიქტებს.
ვერძი
ვერძებს ხშირად მიგაკუთვნებენ ეგოისტ ადამიანთა რიცხვს. ამ კვირაში სწორედ რომ კარგი იქნება, პირველ რიგში, საკუთარ თავზე იფიქროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაკარგოთ პრობლემების სწრაფად გადაჭრის შესაძლებლობა. ეგოცენტრული დამოკიდებულება მთელი კვირა იმუშავებს, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ მხრივ პირად ურთიერთობებში არ გადააჭარბოთ და ფრთხილად იყოთ.
საყვარელ ადამიანთან საჭიროა ურთიერთობებში არსებული ზოგიერთი პრობლემის განხილვა, ამიტომ მეტი დრო დაუთმეთ მასთან ურთიერთობებს, ხოლო გართობა უქმეებისთვის გადადეთ. ამ კვირაში ორი კურდღლის გამოდევნება არაფერ სასიკეთოს არ მოიტანს.
კურო
საკმაოდ რთული კვირა გელოდებათ, მაგრამ შესაძლო სირთულეების მიუხედავად, მრავალი სასიამოვნო მომენტიც გექნებათ. მაგალითად, ასტროლოგები ამბობენ, რომ მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროში.
კვირის დასაწყისი ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებისთვის; კვირის ბოლო შეგიძლიათ უჩვეულო ამოცანების გადაწყვეტას მიუძღვნათ, თუმცა, არ დაგავიწყდეთ ყოველდღიური პრობლემების მოგვარება, მაგალითად, სახლის მოწესრიგება.
ტყუპი
აპრილი–მაისის გასაყარზე ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ, ვარსკვლავებისა და პლანეტების დროებითი დისჰარმონიის გამო, ხშირად გექნებათ ენერგიის ცვალებადობა. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ვარსკვლავებმა თქვენში ეჭვიანობის გრძნობის გამძაფრება გამოიწვიონ, ამიტომ ფრთხილად იყავით.
კვირის ბოლოს სიმხნევე მოგემატებათ. მომატებული ენერგია შეგიძლიათ სახლის საქმეებზე დახარჯოთ, გააკეთოთ მცირე რემონტი, გაემგზავროთ აგარაკზე. აუცილებელია პირად და საოჯახო საქმეებს შორის ბალანსის დაცვა. წაგადგებათ დროის ახლობლებთან გატარება.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>
კირჩხიბი
ამ კვირაში ენერგეტიკის ხშირი ცვალებადობაა მოსალოდნელი, რის გამოც, შესაძლოა, გარკვეულ გაუგებრობებსა და განწყობის ხშირ ცვლილებას წააწყდეთ. იღბალი ხან გეწვევათ და ხან მიგატოვებთ ისე, რომ ამის პროგნოზირება შეუძლებელი იქნება.
ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარი გეგმები გარშემომყოფებს არ გაუზიაროთ, არ უთხრათ მათ, თუ რის გაკეთებას აპირებთ. შეინახეთ ეს საიდუმლოდ, რათა არ მოახდინოთ უიღბლობისა და პრობლემების პროვოცირება. ეს შეეხება ცხოვრების ყველა სფეროს – ფინანსებს, სამუშაოსაცა და სიყვარულსაც. კვირის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
ლომი
ეს კვირა სიყვარულს უნდა მიუძღვნათ. ვისაც არ გყავთ საყვარელი ადამიანი, უნდა მოძებნოთ ის, ხოლო ვისაც გყავთ – განამტკიცოთ ურთიერთობები. განსაკუთრებით რომანტიკული დღეებია პარასკევი და შაბათი. პლანეტები და ვარსკვლავები ამ პერიოდში საუკეთესოდ იქნებიან განწყობილი ფლირტისა და სიყვარულის აღიარებისთვის.
მთლიანობაში, საკმაოდ იღბლიანი კვირაა, მაგრამ თქვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლია ზედმეტ თავდაჯერებულობას. არ ღირს ფიქრი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ყოველთვის გამოიძებნება რაღაც, რაც შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი გაქვთ. ასე რომ, უზრუნველობას ნუ მიეცემით, იყავით უფრო წინდახედული.
ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>
ქალწული
მეტი სიფრთხილე გმართებთ ორშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას. ვარსკვლავები საკმაოდ ნეგატიური იქნებიან, ამიტომ ზოგიერთი საქმე გაურკვეველი მიზეზების გამო შეიძლება ჩავარდეს. აქედან გამომდინარე, მეტი სიფრთხილე და სიფხიზლე გმართებთ ამ დღეებში.
28–30 აპრილის პერიოდი კი ძალზე ხელსაყრელი დროა. ასტროლოგები გირჩევენ, დაგეგმოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, წარმატების შანსი საკმაოდ მაღალია. მძლავრი გახდება საინფორმაციო ნაკადები, ამიტომ კარგი იქნება, თუ სწავლას მიჰყოფთ ხელს.
სასწორი
სასწორებისთვის ძალზე მშვიდი კვირაა მოსალოდნელი. ეს ნიშნავს, რომ მოვიდა დრო სულიერი ძიებებისთვის, ზომიერი დასვენებისთვის. სამუშაოზე ეცადეთ, ნაკლები დრო დაუთმოთ იმ საქმეებს, რომლებიც ამ მომენტისთვის აქტუალური არ არის. ყურადღება გაამახვილეთ იმ საკითხებე, რომელთა გადადებაც უკვე აღარ შეიძლება.
ეცადეთ, ყოველდღიურად შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა, ეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატებების მიღწევაში და მეტი თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. სიყვარულსა და საქმეებში პრიორიტეტები სწორად უნდა გადაანაწილოთ.
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>
მორიელი
ასტროლოგები გირჩევენ, ამ კვირაში წინ არა ინერციით იაროთ, არამედ გაცნობიერებულად გაიკვალოთ საკუთარი გზა, თითოეული ნაბიჯი გადადგათ გააზრებით და ამასთან, ალღოზე და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
უქმეები საკმაოდ კაშკაშა და მოვლენებით დატვირთული გელოდებათ. ასეთივე კარგი დღეები იქნება სამშაბათი და ოთხშაბათი. დიდი ალბათობით, იქნება სასიამოვნო სიურპრიზები, წარმატებები სასიყვარულო სფეროში და ძალების მოზღვავება. არ არის გამორიცხული საბედისწერო შეხვედრები, რაც დიდ ბედნიერებასა და ემოციებს მოგიტანთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ამ კვირაში იღბალი სიყვარულში გაგიღიმებთ. მარტოხელები არსებითად წაიწევთ წინ მეორე ნახევრის ძებნაში, ხოლო ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი, ვარსვლავები მასთან ურთიერთგაგებისა და ჰარმონიის მიღწევაში დაეხმარებიან.
ეს კვირა ცუდი დროა საყიდლებისთვის, ამიტომ, სჯობს, მოერიდოთ არასაჭირო ხარჯებს. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, სამუშაოზე ძალიან არ გადაიღალოთ. მხოლოდ იმ საქმეებს დაუთმეთ დრო, რომელთა გადადებაც არ შეიძლება და იმ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. არ გაწყენთ სათადარიგო გეგმის მომზადებაც.
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>
თხის რქა
ეს კვირა ძალზე მშფოთვარე, ნერვოზული და ბევრ რამეში არაპროგნოზირებადი იქნება. ეს განსაკუთრებით აისახება ბიზნესსა და სამსახურზე. არც სიყვარულში იქნება ყველაფერი წესრიგში – შესაძლებელია უსიამოვნო საუბრები, ეჭვიანობის მოძალება, წყენა. გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და ამიტომ ეცადეთ, ზოგიერთ საკითხში ზედმეტი სიჯიუტე არ გამოავლინოთ.
უქმეები საკმაოდ ხელსაყრელი გელოდებათ, ვარსკვლავები და პლანეტები სრულ ჰარმონიაში იქნებიან, ამიტომ შეძლებთ კარგად დასვენებას. 2 და 3 მაისს სიმშვიდე და ზომიერება აუცილებელია.
მერწყული
კვირის ბოლოს ვარსკვლავები და პლანეტები თქვენს ქარიზმას მნიშვნელოვნად გააძლიერებენ, ამიტომ გაგიმართლებთ სიყვარულში. ასევე შეძლებთ, აჩვენოთ სამყაროს თქვენი მთავარი ღირსებები, გახდეთ უკეთესი მრავალ ასპექტში. ეს იქნება როგორც გარე, ისე შინაგანი გლობალური ცვლილებების კვირა.
ასტროლოგები არ გირჩევენ უქმად ყოფნასა და სასწაულის ლოდინს. აუცილებელია წინსვლა და ამასთან, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა. ნებისყოფა, სულიერი სიმტკიცე დაგეხმარებათ ყველა უსიამოვნების გადალახვაში, ნეგატიური განწყობის ნეიტრალიზებასა და იღბლის მოზიდვაში. მოქმედების დრო დადგა.
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები>>
თევზები
საკმაოდ ნერვული და არასტაბილური კვირა გელოდებათ, ამიტომ დაღლილობამ უკვე სამშაბათს შეიძლება იჩინოს თავი. ეს ნეგატიურად აისახება განწყობასა და ძილზე. ეცადეთ, უარყოფითი აზრებისგან გათავისუფლდეთ და პოზიტიურად დაიმუხტოთ.
ასტროლოგები გირჩევენ, მხოლოდ მარტივ საქმეებს მიხედოთ. ამბიციურ თევზებს მოგიწევთ მძლავრ წინააღმდეგობებთან და პრობლემებთან დაპირისპირება, ასე რომ, სჯობს, ენერგია ძირითადი საქმისკენ მიმართოთ. სასურველია, ყურადღება საოჯახო საქმეებსა და სიყვარულზე გაამახვილოთ.