21:11 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
115220

ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლებს არ ესმით, როდის უნდა გაჩუმდნენ და საერთოდ არ გააღონ პირი. ისინი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რაზეც გაჩუმება ნამდვილად ღირს

ბევრი ნანობს მწარედ, რომ დროზე არ შეჩერდა და თქვა ის, რაზეც გაჩუმება სჯობდა. ვის შეიძლება გავუმხილოთ საიდუმლო და ვის არა - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.

ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ძალიან უყვართ ურთიერთობები, ისინი იშვიათად იტყუებიან და ეშმაკობენ. მშვილდოსნები ყველაფერს ყვებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, არის თემები, რომლებსაც ადამიანებთან ურთიერთობებისას საერთოდ არ უნდა შეეხონ. მაგრამ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ლაპარაკის დიდი სურვილის მოძალებისა და საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის, ყველაფრის წამოროშვა შეუძლიათ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს უყვართ, როდესაც ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით საკუთარ ავტორიტეტულ მოსაზრებას გამოთქვამენ. ხანდახან დგება მომენტი, როდესაც ნამდვილად დროა, შეწყვიტონ ნოტაციების კითხვა და მაღალი ჭეშმარიტებების მტკიცება, მაგრამ ეს მათთვის ადვილი არ არის. ეს ადამიანები მეტად თავშეკავებული ასაკის მატებასთან ერთად ხდებიან, როდესაც აგროვებენ გამოცდილებას, მათ შორის - მწარეს.

ლაქლაქი
© CC0 / Pixabay
ლაქლაქი

ტყუპი

ტყუპებზე ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ არ ესმით, როდის უნდა გაჩუმდნენ, მაგრამ როდესაც ამას ხვდებიან, უკვე გვიანია. ხშირად ისინი ამ თვისების გამო ძვირფას ადამიანებს ტკენენ გულს და შემდეგ მწარედ ნანობენ. მაგრამ, სამწუხაროდ, აქედან გაკვეთილი ვერ გამოაქვთ და შემდეგ ჯერზე იმავეს აკეთებენ.

მთავარი თემები