ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები

© rawpixel.comშეყვარებული ჭიამაიები
შეყვარებული ჭიამაიები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიყვარული ადამიანს თავს აკარგვინებს. ალბათ, ბევრი არ დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ გვიყვარდება კონკრეტული ადამიანი. ხშირ შემთხვევაში პარტნიორის შერჩევა ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული

შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რატომ გვიყვარდება ერთი კონკრეტული ადამიანი და არა სხვა, და რა კავშირშია ეს ზოდიაქოს ნიშანთან.

ვერძი

ვერძს უყვარდება ის, რომელსაც შეუძლია მის გვერდით მშვიდად ყოფნა და მისი „გამოხტომებისა" და ფეთქებადი ხასიათის ატანა. ეს უნდა იყოს არა მხოლოდ უბრალოდ საყვარელი ან კარგი ადამიანი, არამედ ასევე საიმედო პარტნიორი, რომელიც ვერძს პირველი სირთულეების გამოჩენისთანავე არ მიატოვებს.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა

კურო

კურო მუდმივობისა და სტაბილურობის ნიშანია, ამიტომ ის პარტნიორად ერთგულ ადამიანს ეძებს, რომელსაც შეუძლია მისი მხარდაჭერა და მისთვის უსაფრთხოების გრძნობის მინიჭება.

ტყუპი

ტყუპი სიყვარულით იმსჭვალება იდუმალებით მოცული ადამიანის მიმართ. ის აფასებს ადამიანში იდუმალებას, პატიოსნებასა და პირდაპირობას. მას სჭირდება ბრძენი პარტნიორი, რომელიც გაუგებს მას, შეავსებს, მოუსმენს და დროდადრო დააინტრიგებს.

ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით>>

კირჩხიბი

კირჩხიბს სურს სიყვარული, ყურადღება, ზრუნვა და ქათინაურები. ის ისწრაფვის იმ ადამიანისკენ, რომელიც არ აწყენინებს მას არც შემთხვევითა და არც განზრახ, მას მხოლოდ უპირობო სიყვარულისა სწამს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა

ლომი

ლომს გვერდით სურს ისეთი პარტნიორი იხილოს, რომელიც შეუძლია, სხვებს აჩვენოს და ამასთან ეს ადამიანი მისი ყველაზე ერთგული თაყვანისმცემელი იქნება. მას უყვარდება ერთგული და პატიოსანი ადამიანი, რომელიც ლომს განვითარებაში დაეხმარება. სჭირდება ისეთი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია სიყვარულიცა და პატიებაც.

ქალწული

ქალწული თავს მხოლოდ ჭკვიანი და გონიერი პარტნიორის გვერდით ხედავს, რომელიც ასევე მშვიდად გადაიტანს კრიტიკას. ის თავის გულს აჩუქებს იმას, ვინც ბედნიერად და დაცულად აგრძნობინებს თავს.

თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი>>

სასწორი

სასწორს, ძირითადად, უყვარდება ის, ვისთანაც კომფორტულად გრძნობს თავს, ვინც სიკეთეს ასხივებს და პირობას არ არღვევს. ასეთი ადამიანი სასწორს დაარწმუნებს, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა შეიძლება და მას საკუთარ ეჭვებში ჩაძირვის საშუალებას არ მისცემს.

გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი

მორიელს უყვარდება იდუმალი წარსულის მქონე ადამიანი. ისეთი ურთიერთობები მოსწონს, მხოლოდ რომანებში რომ გვხვდება. ის ეძებს შინაგანი ძალის მქონე ადამიანს, რომელიც იქნება ერთგული, პატიოსანი და არასდროს მიაყენებს მას ტკივილს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი თავგადასავლების მაძიებელია, ამიტომ თავის ცხოვრებას იმას უკავშირებს, ვინც ავანტიურისა და რისკისთვის არის მზად. მისთვის ასევე მნიშვნელობა აქვს საერთო მიზნებს - მათი მიზნები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. საუკეთესო ვარიანტია ადამიანი, რომელიც მშვილდოსანს დაუტოვებს თავისუფალი მოქმედებები შესაძლებლობას და აგრძნობინებს სიყვარულს.

ოთხი იდეალური, ერთმანეთისთვის შექმნილი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

თხის რქა

თხის რქა დაბადებით კარიერისტია. მას ძალიან უჭირს ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც იგივე მიზნები ამოძრავებს. ჩვეულებრივ, თხის რქას უყვარდება მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანი, რომელსაც მისთვის სამყაროს მეორე მხრიდან ჩვენება და მომენტით ტკბობის განცდის მოტანა შეუძლია.

კაირო - Sputnik საქართველო
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად

მერწყული

მერწყულის სიყვარული გონებაზე გადის და არა გულზე. მას პარტნიორთან მენტალური კავშირი სურს. ძალიან ხშირად უყვარდება ახლო მეგობარი, რადგან ეს კავშირი შეყვარებულობაზე ბევრად ძლიერია: აქ არის დამოუკიდებლობა, რაც იძლევა თავისუფლად დარჩენისა და ამასთან, მტკიცე ურთიერთობების საშუალებას.

თევზები

თევზები ეძებენ ქარიზმატულ, პოეტურ და ძალზე მგრძნობიარე ადამიანს. სჭირდებათ ის, რომელთანაც ყველაფერზე ილაპარაკებენ: დაწყებული იმით, თუ როგორ ჩაიარა დღემ  და დამთავრებული მათი ყველაზე სანუკვარი ოცნებითა და სურვილით.

ყველა ახალი ამბავი
0