მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

CC BY 2.0 / Lizbeth*King / quinceკომში ყვავილობისას
კომში ყვავილობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გააფხულის ბოლო თვე თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. ბუნება იღვიძებს და ჩვენს ცხოვრებას უფრო ენერგიულს ხდის. ასტროლოგების რჩევები დაგეხმარებათ, რომ დინებას კი არ მიჰყვეთ, არამედ საკუთარი ბედი თვითონ განკარგოთ

პირველი და უმთავრესი რჩევა ასტროლოგებისგან მაისში: ისწავლეთ საკუთარი ემოციების მართვა. თუ ამას არ გააკეთებთ, მათ ვარსკვლავები და პლანეტები გააკონტროლებენ, რომლებიც ძალზე აქტიური იქნებიან თვის დასაწყისში. ამან, შესაძლოა, ცხოვრების ყველა სფეროში გაუთვალისწინებელი პრობლემების პროვოცირება გამოიწვიოს.

ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია>>

ვერძი

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი ფარული ნიჭი აქვს. მაისში ვარსკვლავები და პლანეტები ამ შესაძლებლობების გახსნაში დაგეხმარებიან. გახდებით უფრო პროდუქტიული ცხოვრების ყველა სფეროში – სიყვარულში, საქმიანობაში. მაგრამ თუ არაფერს მოიმოქმედებთ, არც არაფერი გამოვა. საჭიროა აქტიურობა, მოქმედება და საკუთარ თავში ახალი ნიჭის აღმოჩენა.

მაისი შესანიშნავი თვეა სწავლისთვის, ახალი მეგობრები მოძებნისთვის, ურთიერთობებისთვის. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა. ასევე კარგი თვეა ურთიერთობების მოგვარებისთვის. მაისი თქვენთვის იღბლიანი თვე იქნება.

მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში  - Sputnik საქართველო
„საკარანტინო“ ჰოროსკოპი: როგორ ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები თვითიზოლაციის პირობებში

კურო

ჩვენს ცხოვრებას, უმეტეს შემთხვევებში, ანგრევს არა შემთხვევითობები, ვარსკვლავები ან პლანეტები, არამედ ჩვენი მავნე ჩვევები. თქვენთვის დადგა დრო, რომ ეს მავნე ჩვევები გააანალიზოთ, დაიწყოთ გაწმენდა ყველაფრისგან, რაც წინსვლაში გიშლით ხელს. მაისში საჭირო იქნება სადავეების ხელში აღება და არავითარ შემთხვევაში – ყველაფრის თავის ნებაზე მიშვება. ყველა საქმე უნდა დაგეგმოთ.

სწორად რომ დაგეგმოთ, ამისთვის პრიორიტეტები უნდა განსაზღვროთ წინასწარ. უნდა შეარჩიოთ ცხოვრების გზა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. სჯობს, თვის პირველ დღეებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, ასევე, არ შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები, გადადოთ მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები. მაისი, მთლიანობაში, თქვენთვის სიყვარულში დიდი და სასიამოვნო სიურპრიზების თვე იქნება.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

ტყუპი

მარტოხელა ტყუპებს თვის დასაწყისში მონათესავე სულთან შეხვედრა გელოდებათ. მაისის მეორე ნახევარი კი უფრო ხელსაყრელი იქნება დაოჯახებული ტყუპებისთვის და მათთვის, ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი. თავისუფლად შეგიძლიათ ესაუბროთ პარტნიორს თქვენი სურვილების შესახებ. მარტოხელებიც ასევე მეტად გულღია და პატიოსანი უნდა იყოთ.

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ მაისში გააქტიურდებიან მანიპულატორები, ტოქსიკური ადამიანები. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. მათთან გამკლავებაში ცხოვრების კანონები დაგეხმარებათ. ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს, რომ პრობლემები არ გაჩნდეს.

ქალი და სამყარო - Sputnik საქართველო
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კირჩხიბი

კირჩხიბები არ უნდა შეუშინდეთ საყვარელ ადამიანთან ან საუკეთესო მეგობართან თქვენს საიდუმლოზე საუბარს. თქვენს ყველა წუხილსა და ჩივილს ისინი სწორად გაიგებენ. თვის პირველი ნახევარი შესანიშნავად მიესადაგება გუნდურ მუშაობას, ურთიერთობებს, ახალ ნაცნობობას. 20 მაისიდან კი მხოლოდ საუთარი თავის იმედი იქონიეთ.

მაისი შესანიშნავი თვეა დასვენებისთვის, ოჯახთან და ნათესავებთან დროის გატარებისთვის. წაგადგებათ სულიერი ძიებები. ოღონდ იფრთხილეთ, რომ ეს საკუთარ თავში ძალიან ჩაღრმავების მცდელობაში არ გადაიზარდოს.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

ლომი

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი ცხოვრებისეული პრინციპები აქვს. ლომებმა მაისში თქვენი პრინციპების შესახებ უნდა გაიხსენოთ. შესაძლოა, ცოტა ჩამოშორდით თქვენს საყვარელ ცხოვრებისეულ ფორმულას. ამ თვეში საჭიროა, რომ ეს დაიბრუნოთ, ან, ახალი წესები დაადგინოოთ. ვარსკვლავები და პლანეტები ქაოსსა და გაურკვევლობას ვერ შეგუებიან.

არ არის გამორიცხული, რომ მაისში მოგიწიოთ ურთიერთობები, მნიშვნელოვან თემებზე შეთანხმებები, საქმეებში საკუთარ თავზე ინიციატივის აღება. ეს გარშემომყოფების თვალში თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. ასევე კარგი იქნება, თუ შეიცვლით იმიჯს, განაახლებთ გარდერობს.

სამყარო - Sputnik საქართველო
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ქალწული

მაისში უსაქმურობა და აპათიაში ყოფნა არას გარგებთ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა სუფთა ჰაერზე სეირნობა, აქტიურობა, თუნდაც რამე ფიზიკური ვარჯიშების გაკეთება. აქტიური დასვენება და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობები მელანქოლიისა და აპათიისგან გიხსნით.

ასევე მნიშვნელოვანია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. ატროლოგები არ გამორიცხავენ, რომ თვის ბოლოს, შესაძლოა, თავი შეგახსენოთ არასასიამოვნო პიროვნებამ წარსულიდან. ასევე სიფრთხილე გმართებთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.

ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები>>

სასწორი

თვის დასაწყისში შეიძლება ტოქსიკურ და თქვენ მიმართ მტრულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწიოთ. 13 მაისიდან მათი რიცხვი თქვენ გარშემო შემცირდება. ეცადეთ, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობების შემდეგ ენერგია აღიდგინოთ.

ასტროლოგები გირჩევენ, დრო ტყუილუბრალოდ არ დაკარგოთ. მნიშვნელოვანია ვალდებულებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულება. არ ღირს სიზარმაცე და ნეგატიურ ტალღაზე აწყობა. ყველაფერი გამოვა, თუ გადაწყვეტილებებს ცივი გონებით მიიღებთ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას: ისეირნეთ მეტი, ნაკლებად ინერვიულეთ, მიიღეთ ჯანსაღი საკვები, მეტი იმოძრავეთ.

მისტიკა - Sputnik საქართველო
ასტროლოგია და კარანტინი – ზოგადი ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მორიელი

ეს თვე მშვენივრად მიესადაგება სახლში რამის განახლებას. შეიძლება ავეჯის, ყვავილების ყიდვა, შინაური ცხოველის მიყვანა, რემონტის დაწყება ან, უბრალოდ, ავეჯის გადაადგილება. მშობლიური კედლები თქვენთვის ციხესიმაგრედ იქცევა

დაახლოებით 21 მაისიდან შეიძლება ფინანსური მიზნებისკენ და სამუშაოზე გაურკვევლობების მოწესრიგებისკენ აქტიური ნაბიჯების გადადგმა. ამისთვის ასტროლოგები გირჩევენ, უფრო პასუხისმგებლიანი გახდეთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. ეს თვისებები დაგეხმარებათ ასევე სიყვარულში. მაისში არ ივარგებს განმარტოებით ყოფნა.

ენერგეტიკული სარკე, ვამპირი, ტკიპა...>>

მშვილდოსანი
დროა, შეწყვიტოთ საუთარ თავში ჩაღრმავება და მზერა სწორი მიმართულებით მიაპყროთ. მთავარი თქვენთვის ფინანსური სფერო გახდება. ვარსკვლავები და პლანეტები უკვე თვის დასაწყისიდან ძალზე ჰარმონიული იქნებიან. საჭიროა მეტი მუშაობა. არ გადადოთ სამომავლოდ მნიშვნელოვანი საქმეები. სირთულეებს ფილოსოფიურად შეხედეთ.

მაისში არ ღირს ინტუიციაზე მინდობა. ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ჯანსაღი აზრი, ცივი გონება, გასაკუთრებით, სასიყვარულო საქმეებში. არ „ჩაიციკლოთ“ წყენაზე და ნეგატიურ ემოციებზე. ისწავლეთ ადამიანების პატიება.

საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც არანაირი კრიზისი არ აშინებს

თხის რქა

წარმატებების მისაღწევად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იყოთ მომთმენი. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ თავს, განსაკუთრებით, თვის დასაწყისში, როდესაც მოსალოდნელია ენერგეტიკული ვამპირების, მანიპულატორების გააქტიურება. თვის ბოლოს შეიძლება რთულ საქმეებთან შეჭიდება.

დაახლოებით 17–18 მაისიდან არ არის გამორიცხული, რომ ახალი ოჯახური პრობლემები და საქმეები გაჩნდეს. უსიამოვნო სიტუაციებში ეცადეთ, ზედმეტად არ გაღიზიანდეთ. არ ღირს პრეტენზიების წაყენება საყვარელი ადამიანის, ბავშვებისა და თუ მშობლების მიმართ. არასასურველია გარშემომყოფების ზედმეტი გაკრიტიკება. იფრთხლეთ უცნობებთან ურთიერთობებისას.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მერწყული

მაისის მესამე დეკადაში დიდი ფინანსური წარმატება გელოდებათ. მთლიანობაში, ამ თვეში მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ჰობისა და მეორეხარისხოვან გატაცებებს. შემოქმედებითი ნატურები მოახერხებთ შთაგონების პოვნას მუშაობისა და პიროვნული განვითარებისთვის.

ასტროლოგები ასევე მიიჩნევენ, რომ მაისი კარგი პერიოდია ახალი გატაცებებისა და ჰობის მოძიებისთვის, გარემოს გამოცვლისთვის, ახალი მეგობრების პოვნისთვის. მარტოხელებმა, შესაძლოა, საყვარელი ადამიანიც იპოვოთ. თანხის მიღების შემთხვევაში უცბად არ დახარჯოთ ფული, საჭიროა ბიუჯეტის სწორი დაგეგმვა. სახლში ენერგეტიკული ნაკადების სტაბილიზებისთვის თვის დასაწყისში სახლი საფუძვლიანად დაალაგეთ.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში

თევზები

იდეალური თვეა ფინანსური საქმეებისთვის, მუშაობისთვის. დაახლოებით 10 მაისამდე ბევრად მოტივირებული იქნებით, ბედი ყველა სფეროში გაგიღიმებთ. მთავარია, შეადგინოთ თვის მკაფიო გეგმა, რათა მნიშვნელოვანი საქმეები არ გამოგრჩეთ.
გახსოვდეთ, რომ ძუნწი ორმაგს იხდის. თუ რამე მნიშვნელოვანის შეძენას აპირებთ, არ დათანხმდეთ საეჭვო წინადადებას. სჯობს, კარგი და ხარისხიანი ნივთი იყიდოთ, ვიდრე უვარგისი და შემდეგ თავიდან მოგიწიოთ ყიდვა. ასევე, ასტროლოგები არ გირჩევენ ეკონომიას საკვებზე – იკვებეთ ხარისხიანად.

ყველა ახალი ამბავი
0