19:16 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
470110

ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობის მიხედვით, თითოეული ჩვენგანი პირველად არ იბადება და კვდება. იცვლება მხოლოდ სხეული, მაგრამ სული - არა. ასტროლოგები დარწმუნებული არიან, ზოდიაქოს ნიშანს წარსულ ცხოვრებაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია.

გინახავთ სიზმარი, იმდენად ცხადი, რომ გჯერათ – ეს ყველაფერი რეალურად მოხდა.

იქნებ, შეგხვედრიათ ადამიანები, რომლებსაც, გგონიათ, რომ დიდი ხანია იცნობთ, თუმცა, მხოლოდ ახლა გაიცანით.

იქნებ, ეს ყველაფერი უკვე მოხდა ადრე, სხვა ცხოვრებაში...

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ>>

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ჩვენ ზოდიაქოს ნიშანს ჩვენზე ბევრი რამის თქმა შეუძლია.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.

პარალელური სამყაროები
© CC0 / Pixabay
პარალელური სამყაროები

ვერძი: მხედართმთავარი

გაქვთ ლიდერის თვისებები, სითამამე, ხართ გულადი და ჯიუტი, გაქვთ ნებისყოფა. დიდი ალბათობით, წინა ცხოვრებაში ჯარს სარდლობდით. რომ არა თქვენი იმპულსურობა და „ფეთქებადი“ ხასიათი, მსოფლიოს წინამძღოლი გახდებოდით.

ლიდერები არ იღებენ პასუხს „არა“, და ეს სწორედ რომ ვერძებს ახასიათებს. ყველაფერს გააკეთებთ, რომ სასურველს მიაღწიოთ იმისდა მიუხედავად, თუ რამდენათასიანი ჯარი დაგიხვდებათ წინ.

კურო: მხატვარი

წინა ცხოვრებაში ენერგიის დიდი მარაგი და შემოქმედებითი პოტენციალი გქონდათ. გიყვართ კომფორტი, ფუფუნება, სილამაზე და ხელოვნება, რომლებიც წარსულში (და ხშირად ახლაც) მიუწვდომელი იყო უბრალო ადამიანებისთვის.

ოქროს ხელები გაქვთ. მოგწონდათ, რომ შეგექმნათ რამე საღებავებისა და თიხის გამოყენებით. ესთეტიკაში შესანიშნავად ერკვევით და ეს მიუთითებს, რომ წინა ცხოვრებაში მხატვარი იყავით და ადამიანებს თქვენი ქმნილებებით შთააგონებდით.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ>>

ტყუპი: ცნობილი პიროვნება

ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები ხართ ზოდიაქოს ნიშნებს შორის. გაქვთ უნარი, ადამიანებს მოეწონოთ ისე, რომ ამისთვის არაფერი გააკეთოთ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ წინა ცხოვრებაში თქვენი ნიშა გქონდათ შოუ–ბიზნესში. შემოქმედებით, ენერგიულ და ჭკვიან ტყუპებს შეგიძლიათ ადამიანების მაგნიტივით მოზიდვა, ადვილად იხვეჭთ პოპულარობას. თქვენი სახელი, ალბათ, არაერთხელ ბრწყინავდა აფიშებზე, ხოლო თქვენი სიმღერებით აღფრთოვანებული რჩებოდნენ შეყვარებული წყვილები.

კირჩხიბი: მასწავლებელი

კირჩხიბები ცნობილი ხართ, როგორც უანგარო ადამიანები, სურვილი გაქვთ, სხვებს დაეხმაროთ. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ თვისების გამო წარსულ ცხოვრებაში მასწავლებელი იყავით.

ხართ ჭკუამახვილი, ტაქტიანი, მომთმენი, ადვილად ერგებით განსხვავებულ ცხოვრებას. ეს თვისებები იდეალურად მიესადაგება ბავშვებთან მუშაობას. ხანდახან ზედმეტად მგრნობიარე ხართ, რასაც თქვენთვის ტანჯვის მოყენება შეუძლია. მაგრამ თქვენ იყავით შესანიშნავი მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვარდათ.

ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>

ლომი: მწერალი

ლომები მუდამ შემოქმედებითი იდეებით ხართ აღსავსე, შეგიძლიათ საკუთარი ემოციების გამოხატვა როგორც პირადი უნრთიერთობებისას, ისე ქაღალდზე. წარსულ ცხოვრებაში აშკარად მწერალი იყავით.

ყოველთვის იცით, რას ლამობს თქვენი გული და იცით, როგორ მიიღოთ ეს. სიცოცხლის სიყვარული, შემოქმედებითი აზროვნება და საკუთარი ძალების რწმენა ყოველთვის შთაგაგონებდათ, რომ დიდი ნაწარმოებები შეგექმნათ.

ქალწული: მეცნიერი

ანალიზის, გამოთვლისა და ნებისმიერი წვრილმანის წინასწარ გათვალისწინების უნარის წყალობით, ქალწულები წინა ცხოვრებაში მეცნიერები იყავით.

ახალ–ახალ მეცნიერულ აღმოჩენებში გეხმარებოდათ თქვენი აზრები, იდეები და სხვადასხვა მოსაზრების გაგების უნარი. ყოველთვის აქცევთ ყურადღებას დეტალებს, ყველაფერს ყურადღებით აანალიზებთ. ცხადია, რომ მეცნიერი იყავით და გსურდათ, დახმარებოდით ადამიანებს ცხოვრების შემსუბუქებაში.

ზოდიაქოს ლიდერი ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>

სასწორი: მოსამართლე

სასწორებს სამართლიანობის, წონასწორობისა და ჰარმონიის გრძნობა დაბადებიდან მოგყვებათ. წინა ცხოვრებაში მოსამართლეები იყავით, რადგან ეს პროფესია იდეალურად შეგეფერებათ.

მშვიდობისა და ჰარმონიის შესანარჩუნებლად მზად ხართ, საკუთარ საჭიროებებზე უარი თქვათ, ზოგადად, გიყვართ ადამიანები. გაქვთ უნარი, სწორად განსაჯოთ, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ თვითონ არ დაგირღვევიათ კანონი, ან, თუ დაარღვიეთ, მხოლოდ და მხოლოდ გარშემომყოფების სასიკეთოდ.

მორიელი: ქილერი

მორიელს – გულდახურულს, დიპლომატიურს, სხვების მანიპულირების უნარის მქონეს – შეუძლია, იყოს მშვიდი, გონებამოკრებილი, მაგრამ ყველამ იცის, რა იმალება ამ ნიღბის უკან.

თუ პროვოცირებას მოგიწყობენ, შეიძლება სასტიკი და საშიში იყოთ, დანდობა არ იცით. როდესაც გიხდიდნენ ბინძური სამუშაოსთვის, ყოველთვის ასრულებდით მას, არასდროს ცდებოდით.

ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

მშვილდოსანი: მეომარი

თქვენთვის თავისუფლება უდიდესი რამაა, და მონობის, ომიანობისა თუ სიღარიბის დროს ყოველთვის მეომარი იყავით, რომელიც ბოროტებასთან ბრძოლაში ძალ–ღონეს არ იშურებდა.

ერთ ადგილას გაჩერება დიდხანს არ შეგიძლიათ, ყოველთვის თავგადასავალი გწყურიათ. წარსულ ცხოვრებაში გქონდათ მიზანი, რომლისთვისაც იბრძოდით. გარდა ფიზიკური ბრძოლისა, შეგეძლოთ ყოფილიყავით მეომარი ან მებრძოლი ინტელექტუალურ სამყაროში, დაგეცვათ თუნდაც რამე იდეა.

თხის რქა: ბოსი

ზოდიაქოს ვერც ერთი ნიშანი ვერ შეედრება თხის რქას შრომისმოყვარეობაში. თქვენი ცხოვრება მთლიანად სამუშაოს, მიზნის მიღწევას, კავშირების გაბმასა და გარიგებების დადებას ეძღვნება.

ლოგიკური, რაციონალური, ყოველთვის მშვიდი – ეს თქვენი მახასიათებლებია. ყოველთვის იცით, როგორ მიიყვანოთ საქმე ბოლომდე, არ ნებდებით, სანამ საკუთარ მიზანს არ მიაღწევთ. თქვენ ხელმძღვანელი იყავით წინა ცხოვრებაში, რადგან ყოველთვის ეს იყო თქვენი ცხოვრების მიზანი.

რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი>>

მერწყული: ექიმი

წინა ცხოვრებაში იყავით ადამიანი, რომელსაც გადარჩენისთვის უამრავი ადამიანი მიმართავდა. თქვენი გულუხვობა და ჰუმანური დამოკიდებულება გეხმარებოდათ სხვებზე ზრუნვაში, განსაკუთრებით, როდესაც მათ განკურნება ესაჭიროებოდათ.

ხართ პროგრესულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი. ყოველთვის გიყვარდათ სწავლა, გაინტერესებდათ, როგორაა მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი, რომ თითოეულის პრობლემაში კარგად გარკვეულიყავით. შეგწევთ უნარი, 10 წლით წინ გაიხედოთ და ამ თვისების წყალობით გახდით წარმატებული, ისწავლეთ დიაგნოზის დასმა და ადამიანების მკურნალობა.

თევზები: ფილოსოფოსი

მუდამ ღრუბლებში ცურავდით, წამოიდგენდით ფანტასტიკურ სამყაროს და სხვა რეალობას. გიყვართ სწავლა და გაქვთ კარგად განვითარებული ინტუიცია. ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ ცხოვრება ფილოსოფიისთვის მიგეძღვნათ.

წინა ცხოვრებაში მუდამ გაწუხებდათ კითხვები: ვინ ვართ, რა არის ჩვენი ცხოვრების მიზანი, რა არის სიკეთე და რა – ბოროტება. საკმაოდ მარტოხელა ცხოვრება გქონდათ, რათა გეპოვათ ამ კითხვებზე პასუხები. გსურდათ, სამყარო უკეთესობისკენ შეგეცვალათ, ისწრაფვოდით ცოდნის მიღებისკენ, რომელიც სიბრძნის მოპოვებაში დაგეხმარებოდათ.

მთავარი თემები