20 მარტი: გაზაფხულის ბუნიობა, რჩევები და ზოდიაქოს სამი ნიშანი

გამოწერა
20 მარტს იღვიძებს არა მხოლოდ ბუნება, არამედ ადამიანური ძალებიც. ასტროლოგების აზრით, მარტის ბუნიობის დღეს ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებზე მეტად სამ ნიშანს გაუმართლებს

გაზაფხულის ბუნიობა, ჩვეულებრივ, 20 მარტს უწევს, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არაა. გრეგორიანული კალენდრით რეკორდულად ადრე მარტის ბუნიობა 1696 წელს დადგა – 19 მარტს, ყველაზე გვიან – 1903 წლის 21 მარტს, ხოლო 21–ე საუკუნეში – 2007 წელს

მიჩნეულია, რომ გაზაფხულის ბუნიობის დღეს გაზაფხული საბოლოოდ იკრებს ძალას. ამ დღეს დღე და ღამე ხანგრძლივობით ერთმანეთს უტოლდება. ბუნიობის დღეს სხვაგვარად დღეღამტოლობა ეწოდება.

აყვავებული ნუშის ხე - Sputnik საქართველო
მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მეცნიერების თვალსაზრისით, გაზაფხულის ბუნიობის დღეს მზე კვეთს ეკვატორს და სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩრდილოეთში გადადის. დღე თანდათანობით დაიწყებს მომატებას, ხოლო ღამე უფრო ხანმოკლე გახდება, რაც ასტრონომიული გაზაფხულის დასაწყისად მიიჩნევა.

ბევრი ხალხი მიიჩნევდა, რომ ბუნიობის დღეს მაგიური ძალა აქვს – ეს არის დღე, როდესაც სინათლე ამარცხებს სიბნელეს და დედამიწაზე სითბო მოაქვს.

ბევრ ქვეყანაში ამ დღეს ახალი წლის დადგობას ზეიმობენ.

ბუნიობა 2020 წელს 20 მარტს თბილისის დროით 07:50 საათზე დადგება.

გაზაფხულის ბუნიობა ემთხვევა დღეს, როდესაც მზე თევზების ნიშნიდან ნაკლებად სტაბილური ვერძის თანავარსკვლავედში გადადის.

ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს>>

ასტროლოგიური ცვლილების გამო შეიძლება დაიწყოს კარიერული და პირადი ზრდის პროცესები, ამიტომ საჭიროა ყურადღების გამახვილება ამ სფეროებზე – ისინი სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, რის გამოც სამყარო შემდეგ უხვად დაგვასაჩუქრებს.

ასტროლოგიური გაზაფხულის დადგომის დღეს ბევრს მოეჩვენება, რომ მიწა ეცლება ფეხქვეშ, მაგრამ არ ღირს ნერვიულობა და შფოთვა. კარდინალური მეტამორფოზების გადალახვაში საკუთარ თავზე ფოკუსირება და გონების მოკრება, გარესამყაროსთან ერთიანობის განცდა დაგეხმარებათ.

გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ამ დღეს ძალზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რა მიზნები დაისახეთ, რადგან მომდევნო თვეები ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებისთვის იდეალური დრო იქნება. თუ ბოლო ხანებში ბევრი შემაკავებელი ფაქტორი იყო, ახლა ბევრი ბარიერი გაქრება, რაც საკუთარი თავის წამოწევაში დაგეხმარებათ.

ასტროლოგები გვირჩევენ, ამ დღეს შევეჭიდოთ ისეთ საქმეებს, რომლებიც აღმშენებლობით პროცესთან იქნება დაკავშირებული. მაგალითად, შემოქმედებას, სულიერ ძიებებს, სწავლას, ახალ პროექტებს. ყველაფერში წარმატებაა მოსალოდნელი.

გაზაფხულის ბუნიობის გავლენა

ბუნიობა ძალის აკუმულირებას ახდენს, ზამთრის გაზაფხულთან შეჯახების დროს ბევრი გრძნობს ძალების მოზღვავებას. მძაფრდება ინტუიცია, რომელიც ადამიანებს სამყაროსგან მაქსიმალურის მიღებისკენ უბიძგებს. მოზღვავებული ძალები მიმართული უნდა იყოს მხოლოდ კეთილი საქმეებისკენ.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება გამდიდრება 2020 წელს>>

ამ დღეს მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ წერტილი დაუსვათ ყველაზე რთულ საქმეს, წარმატებას მიაღწიოთ არჩეულ სფეროში, შეურიგდეთ ახლობლებს, იპოვოთ საკუთარი ადგილი ამ სამყაროში. რომ არაფერი გამოგეპაროთ, მოემზადეთ ამისთვისთვის და ჩაინიშნეთ მოქმედებების გეგმა.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

ბიოენერგეტიკის სპეციალისტები არ გირჩევენ უქმად ჯდომას. ძალამ აუცილებლად უნდა იპოვოს გარეთ გამოსავალი გზა და ეს აუცილებლად მშვდობიანი გზა უნდა იყოს.

რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა გაზაფხულის ბუნიობის დღეს

უძველეს დროში მიაჩნდათ, რომ ამ, როგორც აღვნიშნეთ, მაგიურ დღეს, ადამიანის ბედზე მისი ფიქრებიც კი ახდენს გავლენას, ამიტომ უნდა იფიქროთ მხოლოდ კარგზე, დადებითზე. პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ბრაზის, აგრესიისა და რისხვის გამოვლენამ. ასევე არარეკომენდებულია სევდიანი განწყობა, მოწყენილობა. გაზაფხულს უნდა შეხვდეთ მხიარულად.

ბუნიობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სწორედ აქედან იწყება ნამდვილი გაზაფხული. ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის არის თავისი მომენტები დროით სივრცეში, როდესაც მათ ჯადოსნურად უმართლებს ცხოვრების ყველა სფეროში. 20 მარტს იღვიძებს არა მხოლოდ ბუნება, არამედ ადამიანური ძალებიც მიზნების მისაღწევად.

ცეცხლოვანი შოუ ბათუმში საახალწლო ნაძვისხესთან - Sputnik საქართველო
რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ასტროლოგების აზრით, 20 მარტს ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებზე მეტად სამ ნიშანს გაუმართლებს. ესენია ლომი, თხის რქა და ქალწული.

ლომები სწორედ ამ დღეს მიხვდებით, რა არის იღბალი და წარმატება. გაგიმართლებთ ყველაფერში, მათ შორის, აზარტულ თამაშებშიც. გელოდებათ საოცარი ცვლილებები და მიიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე ელოდებოდით – ხელფასის მომატება, პრემია, საზოგადოებრივი აღიარება, ნამდვილ სიყვარულთან შეხვედრა...

თხის რქებს უნიკალური შანსი გეძლევათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ოღონდ ციდან ჩამოცვენილ კანფეტებს ნუ დაელოდებით. მაგრამ იმედი გქონდეთ ახალი თანამდებობისა და ფინანსური აღმასვლის. თუმცა, თქვენგან სიმტკიცე მოითხოვება, ბედი ხომ შანსს გაძლევთ, და თქვენ ამას უნდა დათანხმდეთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში წამოვა იღბლიანი მოვლენების რიგი, რომლებიც სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ.

2020 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის>>

ქალწულები 20 მარტს ენერგიისა და იდეების საოცარ მოზღვავებას იგრძნობთ. გექნებათ შეგრძნება, თითქოს მხოლოდ ამ დღისთვის ცხოვრობდით. წარმატება ცხოვრების ყველა სფეროშია გარანტირებული. გელოდებათ საბედისწერო შეხვედრა, რომლის წყალობითაც დაიწყებთ საკუთარ საქმეს, რაც კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ენდეთ ინტუიციას, არ შეუშინდეთ რისკს.

ყველა ახალი ამბავი
0