7 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 7 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1-10 თებერვალი

ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან - 21 იანვარი - 19 თებერვალი.

1-10 თებერვლის პერიოდი მერწყულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

© FB/ Zodiac Signsმერწყული
7 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
მერწყული

ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების ხასიათს მერკური მართავს, ანიჭებს მათ სინაზეს, ემოციურობას, ჭკუასა და წინასწარმეტყველების უნარს. და ეს მათ მრავალი განსაცდელის თავიდან არიდებაში ეხმარება.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 42, 50, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა - ფითრი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება

ესენი არიან მომხიბლავი ადამიანები განსაკუთრებული შარმით. არიან შესანიშნავი, ვნებებით აღსავსე საყვარლები. იციან რა საკუთარი მომხიბლაობა, თავიანთ საუკეთესო თვისებებს ოსტატურად წარმოაჩენენ და იყენებენ ცხოვრებაში.

7 თებერვალს დაბადებულები

7 თებერვალს იღბლიანი ადამიანები იბადებიან. დროთა განმავლობაში მათი ყველა საუკეთესო თვისება კიდევ უფრო ძლიერდება. დიდების, წარმატების მიღწევაში მათ ევოლუციური გზა, ძალებისა და სულის თვითსრულყოფის უნარი დაეხმარება. საკუთარი თავის რეალიზება ბევრ სფეროში შეუძლიათ, ამიტომ შემოსავალსა და პოპულარობას ნებისმიერი საქმე მოუტანს. განსაკუთრებული მაგნეტიზმით სხვებზე ზემოქმედების უნარსა და შესანიშნავ ინტუიციას ისინი სწორი გზით მიჰყავს და საშიში და სირთულეებით აღსავსე გზიდან გადახვევაში ეხმარება. არიან დიდი სტრატეგები და შეცდომებს იშვიათად უშვებენ. კეთილდღეობასთან მხოლოდ სიკეთის გზა მიიყვანს, ხოლო ბოროტება - უფსკრულისკენ უბიძგებს.

2020 წლის რომელი თვე იქნება თქვენთვის ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

7 იანვარს დაბადებულების სული სოციალური მისწრაფებებით ივსება; ბუნებით იდეალისტები არიან, მაგრამ გარედან უხეშ, პრაქტიკულ და ხანდახან ცინიკურ ადამიანებად ჩანან მათთვის, ვისთვისაც ამ დღეს დაბადებულების შეხედულებები მიუღებელია. მკაცრად აკრიტიკებენ რა ცხოვრების არსებულ წესრიგს, წარმოდგენაც კი არა აქვთ, როგორ უნდა იყოს სამყარო მოწყობილი. ისინი სასოწარკვეთილი ისწრაფვიან, რომ მისდიონ საკუთარ იდეალებს იმის იმედით, რომ გარშემომყოფნი ერთხელაც ირწმუნებენ მას. მაგრამ ამის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ნაკლებად კრიტიკულად განწყობილი პიროვნებები მიამიტები არიან, ეს მათ ბუნებრიობასა და გრძნობების ყმაწვილური გამოხატვის მანერას ჰარმონიულად ერწყმის.

ჩანჩქერი ანხელი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მერწყული

ყველაზე მეტად ამ დღეს დაბადებულები გულწრფელობას აფასებენ. ისინი დარწმუნებული არიან ბუნებისა და სამყაროს ფასეულობებში, რომელთა გაღმერთებაც შეიძლება. 7 თებერვალს დაბადებულები გამჭრიახი და ყურადღებიანი არიან, ისინი სწავლობენ ადამიანის ბუნებას, ხასიათს, მოტივებს. მეგობრების შერჩევაში მკაცრი და უკომპრომისო არიან.

ქორწინების უღელს თუ დაიდგამენ და შვილებს გააჩენენ, ურთიერთობებში ყოველთვის სამართლიანობა და გაგება იქნება გამეფებული, ყოველ შემთხვევაში, ისინი უსმენენ ბავშვებს. 7 თებერვალს დაბადებულები მიიჩნევენ, რომ ბავშვებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რაც უფროსებსაც გამოადგებათ ცხოვრებაში. ამიტომ თავიანთი შვილების უზრუნველი ცხოვრებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ისინი ვერ იტანენ სისასტიკეს, განსაკუთრებით დაუცველებისა და სუსტების მიმართ. არიან პაციფისტები და გამოდიან ნებისმიერი მანიაკალური ჩვევისა და რეაქციული ტენდენციის წინააღმდეგ.

2020 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის>>

ამ დღეს დაბადებულებს უჭირთ სხვების საკუთარ სიმართლეში დამტკიცება. ისინი, ჩვეულებრივ, უსიამოვნებებს უფრო გავლენიანი და პრაქტიკული ადამიანების მხრიდან აწყდებიან. მათში თავისუფლებისმოყვარე სულია ჩაბუდებული, თუმცა, შეუძლიათ თავი შეიზღუდონ, კარტი ბოლომდე არ გახსნან და პრობლემის გადაჭრა სხვას შესთავაზონ. 7 თებერვალს დაბადებულთაგან ბევრს ესმის, რომ არ შეიძლება, საკუთარი პოზიცია მოახვიონ გარშემომყოფებს, რადგან მათი მხრიდან შესაძლებელია აგრესია წამოვიდეს. ამ დღეს დაბადებულებზე ცუდად მოქმედებს ტანჯვა და ამის გადატანა მათთვის ძალზე რთულია. როგორც წესი, დახმარების ხელს მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე უწოდებენ, ასევე მცირე სოციალური შესაძლებლობების გამო, მაგრამ პრინციპში, სხვისი უბედურება მათ „აფრთხობს“.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა

7 თებერვალს დაბადებულები ვერ იტანენ ზეწოლას - ისინი ამის გამო შეშლილი ხდებიან და მნიშვნელობა არა აქვს, ვისგან მოდის ეს - ახლობლებისგან თუ საზოგადოებისგან. გაჩუმება აზრადაც არ მოუვათ თავში, როდესაც მუქარა მათი საყვარელი ადამიანების მიმართ გაისმის. ეს ადამიანები აფასებენ უშუალობას, ცდილობენ, გულწრფელობა და პატიოსნება დაინახონ გარშემომყოფებში - თავიანთ ოპონენტებშიც კი.

ჯანმრთელობა

7 თებერვალს დაბადებული თანამედროვე მედიცინას ფეხდაფეხ მიჰყვებიან. იმის გაცნობიერებით, რომ ავადმყოფობა ძვირი ჯდება, ისინი ყურადღებას იჩენენ ჯანმრთელობის მიმართ. განტვირთვასა და მოდუნებაში მათ ეხმარება იოგა, მედიტაცია, უშუ, მასაჟი. თავი უნდა აარიდონ გასახდომ დიეტებს. მათ ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ახალი ბოსტნეული, ხილი, იოგურტი, კაკალი. მათთვის ზედგამოჭრილია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა - სირბილი დილაობით ან ცურვა.

ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს>>

რჩევა:

თუ შესაძლებლობა გაქვთ, რამე შეცვალოთ უკეთესობისკენ, გვერდს ნუ აუვლით მას, ასე საკუთარ პიროვნებას გაამდიდრებთ. სისუსტეებზე უნდა იმუშაოთ, რომ დაძლიოთ. იყავით სამაგალითო, გულღია და ოპტიმისტი, თუნდაც მსხვერპლის როლის თამაშმა მოგიწიოთ.

ყველა ახალი ამბავი
0