11:52 25 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
11403 0 0

როგორც ასტროლოგები აცხადებენ, 2020 წელი სხვადასხვა მოვლენით იქნება დატვირთული. მთლიანობაში, ის გარდამტეხი წელი იქნება ბევრისთვის. რომელი თვე იქნება ხელსაყრელი თითოეული ნიშნისთვის - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

ეს ჰოროსკოპი დაგეხმარებათ, გაითვალისწინოთ, როდის უნდა იმოქმედოთ აქტიურად და როდის - მხოლოდ დამკვირვებლის ფუნქცია მოირგოთ, შეანელოთ სვლა და უფრო ხელსაყრელ პერიოდს დაელოდოთ.

ბედნიერების შეგრძნება
ბედნიერების შეგრძნება

ვერძი

ყველაზე წარმატებული თვეები თქვენთვის მაისი და ოქტომბერი იქნება, თუ გსურთ კარიერული წინსვლა, ახალ საქმიან პარტნიორებთან კავშირი და ბიზნესში წარმატება. ამ თვეებში დადებული კონტრაქტები ძალზე პერსპექტიული იქნება. მნიშვნელოვანი და საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება ივნისში სჯობს.

კურო

ამ წელიწადში თქვენთვის საბედისწერო თვე მაისი გახდება. ასტროლოგების თქმით, ამ თვეში ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროში გელოდებათ: შესაძლოა, იპოვოთ მეორე ნახევარი, მოძებნოთ ახალი სამსახური. თუ საკუთარი საქმის დაწყება გინდათ, ასევე ამისთვის საუკეთესო დრო მაისი იქნება. დასვენება სექტემბერში აჯობებს.

ტყუპი

ივნისში მოგეცემათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების უნიკალური შანსი. შესაძლოა, იპოვოთ შემოსავლის დამატებითი წყარო ან საკუთარი საქმის დაწყება გადაწყვიტოთ. ასევე იდეალური დრო მოგზაურობისთვის.

კირჩხიბი

აქტიური მოქმედებებისთვის ხელსაყრელი თვეებია იანვარი და ივლისი, მაგრამ ყველაზე მეტად აპრილში გაგიმართლებთ. ამ დროს მოსალოდნელია ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასრულება. იგრძნობთ ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას. გაჩნდება ახალი მომგებიანი კავშირები. მარტოხელები შეიძლება ღირსეულ პარტნიორს შეხვდნენ.

ლომი

წარმატებების ყველაზე დიდი შანსი ივლისში გაქვთ. ბედი უნიკალურ შესაძლებლობებს მოგცემთ, რომ ცხოვრებაში ხორცი ყველაზე თამამ იდეებს შეასხათ. გაუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა, გაჩნდება ახალი სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა. ამ პერიოდში მხოლოდ სოციალური აქტიურობა გესაჭიროებათ.

ქალწული

ივლისამდე, შესაძლოა, რამდენადმე რთული პერიოდი გქონდეთ თანდართული ფინანსური პრობლემებით. დაგთრგუნავთ ძველი სამსახური, ასევე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობები. უნდა ეცადოთ, რომ უფრო გულგახსნილი იყოთ სიახლეებისადმი და წარსულს არ ჩაებღაუჭოთ. ივლისში კარიერის 180 გრადუსით შეცვლას შეძლებთ, ხოლო აგვისტოში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სასწორი

გაზაფხულზე მოერიდეთ ფულის უაზრო ფლანგვას, ხოლო აგვისტოში უკვე თამამად შეძლებთ თანხის ხარჯვას. საყიდლები იღბლიანი იქნება. ასევე, სწორედ ზაფხულის ბოლო თვეშია მოსალოდნელი კარიერული წინსვლაც.

მორიელი

ზაფხულის ბოლომდე თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის: ყველაფერი სტაბილური იქნება, განსაკუთრებული აღმასვლებისა და ვარდნების გარეშე. სექტემბრიდან კი პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი, გაჩნდება ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები. საქმიანი პარტნიორები მომგებიან პროექტებს შემოგთავაზებენ. შესაძლებელია საზღვარგარეთ გამგზავრება, ზოგადად, მოგზაურობა ძალზე წარმატებული იქნება. სრულებით შესაძლებელია, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ.

მშვილდოსანი

თქვენთვის უმნიშვნელოვანესი თვე ოქტომბერი იქნება. შესაძლოა, გახდეთ მშობელი, ბებია ან ბაბუა. გაჩნდება შემოსავლების დამატებითი წყარო. წლის ბოლო კი ყველაზე იღბლიანი დრო იქნება გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის.

ბედნიერება
© CC0 / Pixabay
ბედნიერება

თხის რქა

საუკეთესო თვე თქვენთვის იანვარია. ზოგადად, ყველაზე გრანდიოზული გეგმების განხორციელება წლის პირველ კვარტალში ჯობია. 2020 წლის მეორე ნახევარში, შესაძლოა, უძრაობის ხანა დაგიდგეთ, ამიტომ ახლა უნდა იაქტიუროთ. სექტემბერში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ.

მერწყული

თუ დიდი ხანია, დაწინაურებაზე ოცნებობთ, ამის თაობაზე უფროსს, სჯობს, თებერვალში დაელაპარაკოთ. კარიერის მხრივ ეს ყველაზე მომგებიანი და იღბლიანი თვეა.

თევზები

სექტემბერსა და ოქტომბერში ძალზე მომგებიანი წინადადებები გელოდებათ მეგობრებისა და პარტნიორებისგან, ასევე შესაძლებელია მატება ოჯახში. ზოგადად, წლის მეორე ნახევარი უფრო იღბლიანი იქნება თქვენთვის, ვიდრე პირველი.

მთავარი თემები