როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში

© Pixabay / StockSnapპატარა ბიჭუნა წიგნით
პატარა ბიჭუნა წიგნით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანის ბევრ თვისებასა და რეაქციას ცხოვრებისეულ ვითარებებზე ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს. ამ მხრივ გამონაკლისი არც სწავლა და ინფორმაციის აღქმაა.

გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, როგორ სწავლობენ ზოდიაქოს ნიშნები, რაში სჭირდება მათ დახმარება და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მშობლებმა და მასწავლებლებმა, რომ პატარებმა სწავლის სირთულეები დაძლიონ.

ვერძი

ვერძის პედაგოგებსა და მშობლებს მხედველობაში უნდა ჰქონდეთ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები დისციპლინას ადრეული ასაკიდან უნდა მიაჩვიონ. მათ დიდხანს ერთ ადგილზე ჯდომა არ შეუძლიათ, ამიტომ საჭიროა დროდადრო პაუზა ვარჯიშითა და მოძრავი თამაშებით. ასევე საჭიროა დავალების შესრულების მუდმივად გაკონტროლება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები

კურო

კურო მძიმედ ითვისებს ინფორმაციას, მაგრამ, სამაგიეროდ, სამუდამოდ ამახსოვრდება. სწორედ ამიტომ პატარა კუროებს საკმარისი დრო უნდა მისცეთ და შეუქმნათ მშვიდი გარემო. მათთვის ახლობელია ჰუმანიტარული და შემოქმედებითი დისციპლინები. და ერთიც გაითვალისწინეთ: ნუ ეცდებით, რამე ასწავლოთ კუროს, როცა ის მშიერია.

ტყუპი

ტყუპი კარგად ითვისებს, სწრაფად იწოვს ინფორმაციას. ამის გაკეთება შეუძლია ველოტრენაჟორზეც და მაშინაც, როცა თავდაყირა დგას. მოკლე დროში შეუძლია დიდი მოცულობის ინფორმაციის მიღება. მაგრამ რამდენადმე ზედაპირულია და ისევე სწრაფად ივიწყებს, როგორც ითვისებს. იმისთვის, რომ ტყუპმა კარგად ისწავლოს, ის საგნით უნდა დააინტერესოთ.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები

კირჩხიბი

კირჩხიბები ხშირად ტყუპებზე ნაკლებად გამჭრიახი არ არიან, მაგრამ მშვიდი, უფრო საოჯახო ატმოსფერო ურჩევნიათ. დედის ხელმძღვანელობით ყველაფერს შეისწავლიან, თუნდაც ჩინურ ენას. მათ წარმატებებზე მშობლების აზრს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მეტად უყვართ ლიტერატურა და ისტორია, ხოლო არ უყვართ – ფიზკულტურა.

ლომი

როგორც წესი, ლომები ნიჭიერნი არიან. იმისთვის, რომ ყველაზე საუკეთესონი იყვნენ, მზად არიან, საათობით ისხდნენ წიგნებთან და რვეულებთან. ლომები წარმატებების გამო აუცილებლად უნდა შეაქოთ, ხოლო კრიტიკას ისინი ძალზე მტკივნეულად განიცდიან. ბავშვობაში უყვართ სიმღერა და ცეკვა, უფროს კლასებში კი ნიჭს იჩენენ ლიტერატურის, უცხო ენებისა და ზუსტი მეცნიერებების მიმართ.

სიღნაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ლიდერი ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ქალწული

ზოდიაქოს ყველაზე დისციპლინირებული ნიშანია. ქალწულები სწავლობენ იმიტომ, რომ ასეა საჭირო. დავალებას ასრულებენ იმიტომ, რომ ასე დაავალეს. არ უყვართ სხების „დახმარება“ – ეს წესებს ეწინააღმდეგება. ისინი უპირობო ლიდერები არიან მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. უყვართ მუშაობა ლაბორატორიებში, ექსპერიმენტების ჩატარება, კოლექციების შეგროვება. უყვართ სიზუსტე, აკურატულობა და თანამიმდევრულობა.

სასწორი

არიან კომუნიკაბელური, ორიენტირებული გუნდზე, ადვილად სწალობენ, ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ თანაკლასელებს, მეგობრებს, როგორ აფასებენ ისინი მათ ცოდნასა და წარმატებებს სწავლაში. აქვთ შესანიშნავი მეხსიერება, ამიტომ სწრაფად სწავლობენ გამრავლების ტაბულასა და ლექსებს.

დედა თავის ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო
საუკეთესო მშობლების ტოპ-ხუთეული ზოდიაქოს ნიშნით

მორიელი

მორიელები ხშირად იმიტომ სწალობენ, რომ სხვებს ჩამორჩნენ – ეს მათ ღირსებას არ შეეფერება. მთლიანობაში, უპირატესობას ფიზიკურ სამუშაოს ანიჭებენ, ვიდრე გონებრივს. მათთვის უფრო იოლია ცოდნის მიღება ექსტრემალურ პირობებში და არა მშვიდ გარემოში. მორიელებისთვის აუცილებელია, რომ მეცადინეობის დრო შეუზღუდოთ, რათა ცაიტნოტი შექმნათ. მაშინ ისინი უფრო სწრაფად იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს. მორიელებს უნდა უხელმძღვანელოს მტკიცე ხასიათის ადამიანმა.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები იმიტომ სწავლობენ, რომ თანატოლებს შორის ავტორიტეტი მოიხვეჭონ. ამას გარდა, მათ იციან, რომ თუ თვითონ ისწავლიან რამეს, შეძლებენ, რომ ეს სხვებსაც ასწავლონ. მშვილდოსანი ბავშვები უფრო კარგად სწავლობენ, თუ უმცროსი და–ძმა ჰყავთ, რომ შემდეგ მათ მოუყვნენ, რა გაიგეს, ისწავლეს. საგნებიდან უპირატესობას ანიჭებენ მათემატიკასა და ენებს. უყვართ სპორტი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
საუკეთესო დედმამიშვილი – ზოდიაქოს ნიშნების ტოპ–სამეული

თხის რქა

თხის რქამ იცის, რომ კარგი ცოდნის გარეშე კარგ სამსახურს ვერ მიიღებს, ამის გარეშე კი კარგი პროფესიონალი ვერ გახდება. ამიტომ ის სწავლობს დამოუკიდებლად. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღალ შეფასებას აძლევდნენ. ცუდი ნიშანი – ეს კატასტროფაა. მაგრამ თანატოლებისა და ნათესავების მოსაზრებას იშვიათად აქვს მნიშვნელობა, თუ თხის რქამ მიზანი დაისახა. მიზნის დასახვა – სწორედ ესაა თხის რქის წარმატების გასაღები.

მერწყული

მერწყულები სხვადასხვანაირად სწავლობენ, არასტაბილურად. თუმცა, ძალზე ნიჭიერი არიან, აქვთ კარგი მეხსიერება და უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციაში კარგად ორიენტირებენ. ხანდახან სკოლაში არა ცოდნის მისაღებად, არამედ მეგობრების სანახავად მიდიან. დიდი სიამოვნებით ეხმარებიან სწავლაში სხვებს. არიან ინდივიდუალისტები, მაგრამ კარგად გრძნობენ კოლექტივს. არიან არაფორმალური ლიდერები.

ვარსკვლავები ცაზე - Sputnik საქართველო
რითია ზოდიაქოს თქვენი ნიშანი სხვა ნიშანზე უკეთესი

თევზები

ზუსტ მეცნიერებებში იშვიათად აქვთ ნიჭი. ინფორმაციის ათვისებას მაშინ იწყებენ, როდესაც მას მთლიანობაში ხედავენ. სამაგიეროდ, არიან მეგობრულები და კეთილები, ამის გამო ისინი ბევრს უყვარს, ბევრი აფასებს. თუ თევზებს ასწავლით, მზად იყავით, რომ დიდხანს შეიძლება იმუშაოთ და თან – უშედეგოდ. მაგრამ უკან არ დაიხიოთ. ერთხელად გაიგონებთ მსგავს ფრაზას: „გავიგე! მათემატიკა – ეს იგივეა, რაც ციფრებისგან შექმნილი მუსიკა“. და ყველაფერი კარგად წავა. სხვათა შორის, აქვთ მუსიკისა და ხატვის ნიჭი.

ყველა ახალი ამბავი
0