კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 3–9 თებერვლის პერიოდში

© Pixabay / manfredrichterყვავილი თოვლზე
ყვავილი თოვლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თებერვლის პირველი სრული კვირა ძალზე უჩვეულო და კაშკაშა იქნება. ის წარმატებას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობას. გაეცანით ასტროლოგების რჩევებს და იმოქმედეთ ამ რჩევების შესაბამისად. ეს გამარჯვებების მოპოვებაში დაგეხმარებათ

ამ კვირაში დასვენებისა და უმოქმედობის დრო, დიდი ალბათობით, არ გექნებათ, ყოველ შემთხვევაში, სამუშაო დღეებში. მნიშვნელოვანია, რომ ნეგატიურ აზრებს უფლება არ მისცეთ, თქვენს ცნობიერებაზე გაბატონდეს.

ამ კვირაში უმთავრესი ცხოვრებისეული სფეროები ფული და სამუშაო იქნება.

მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ თებერვლის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ვერძი

სამსახურში ხელმძღვანელები და კოლეგები, შესაძლოა, თქვენი მოქმედებებით უკმაყოფილო დარჩნენ, მოგიწევთ კრიტიკასთან შეგუება, ამასთან, არ უნდა აჰყვეთ პანიკას და არ უნდა გაბრაზდეთ. თუ მართლა დაუშვებთ შეცდომებს, ეცადეთ, მალევე გამოასწოროთ. ჩხუბსა და კონფლიქტს სამსახურში სერიოზული შედეგების გამოწვევა შეუძლია.

ფინანსური პრობლემების თავიდან არიდება თუ გინდათ, ფული ზომიერად, ეკონომიურად ხარჯეთ. საყვარელ ადამიანებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობებში გამოიჩინეთ გონივრულობა და სიფრთხილე. ასტროლოგები არ გირჩევენ მათთან ჩხუბსა და ურთიერთობების გამორკვევას. სულ მცირე უთანხმოებამაც კი, შესაძლოა, მთელი კვირა გაგიფუჭოთ განწყობა.

2020 წლის რომელი თვე იქნება თქვენთვის ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

კურო

კუროები უნდა მოერიდოთ ენერგეტიკულ ვაპირებსა და ტოქსიკურ ადამიანებს. დაგჭირდებათ ენერგეტიკული დაცვა. მთლიანობაში, კვირა მშვიდი და პროგნოზირებადი უნდა იყოს. თუ ადრე კარგად იშრომეთ, ახლა პირველი ნაყოფის მომკის დრო დგება.

გარშემომყოფი ადამიანებიდან ბევრი დაინტერესდება თქვენი მოსაზრებებით. არ უთხრათ ადამიანებს დახმარებაზე უარი, თუ ისინი ტოქსიკურთა ჯგუფს არ განეკუთვნებიან. სამუშაო დღეებში ძალები არ დაზოგოთ და იშრომეთ, ვარსკვლავები ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან, ხოლო კვირის ბოლოს დაისვენეთ, მიხედეთ პირად საქმეებს, დაივიწყეთ სამუშაო და მოდუნდით.

შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს სიყვარულში 2020 წლის თებერვალში

ტყუპი

ყველაფერს საკუთარ მხრებზე ნუ აიღებთ. ეს ეხება სამსახურსაცა და სახლსაც. ნებისმიერი პასუხისმგებლობა, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ,  გაანაწილეთ კოლეგებსა და ახლობლებზე. რა თქმა უნდა, ხანდახან სჯობს, ყველაფერი თვითონ გააკეთოთ, მაგრამ ამ კვირაში ყველაფერზე ძალა და დრო არ გეყოფათ. ინტელექტუალური პოტენციალის გახსნაში სუფთა ჰაერზე გასეირნება დაგეხმარებათ, ხოლო ფიზიკური ძალის აღდგენაში – სრული რელაქსაცია.

მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებს. თუ ასეთები გყავთ გარემოცვაში, სჯობს, არ მოახდინოთ მათი პროვოცირება და არ აჰყვეთ პროვოკაციებს მათი მხრიდან. ასევე, ამ კვირაში აუცილებლად გადახედეთ თქვენს დამოკიდებულებას ფულისადმი. შესაძლოა, დადგა დრო, დაიწყოთ თანხის ეკონომიური ხარჯვა.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2020 წელს დაწყვილდებიან>>

კირჩხიბი

ამ კვირაში განწყობის სპონტანური ცვლილებებია მოსალოდნელი. რთულ მომენტებში დაისვენეთ მეტი, არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო. თქვენს განწყობაზე და გუნების გამოკეთებაზე ჯადოსნურად იმოქმედებს ახალი სამოსის შეძენა, შოპინგი.

ძალიან ნუ „ჩაიციკლებით“ სამუშაოზე ან არეულობებზე ოჯახში. ასტროლოგები გირჩევენ, ამ კვირაში გააკეთოთ ის, რაც თქვენს გულსა და სულს უნდა, დაისვენოთ, გახვიდეთ ქალაქიდან, მოინახულოთ ნათესავები და ახლობლები. მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს. ახლა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ.

თოვლიანი ტყე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც თებერვალში ზღაპრულად გაუმართლებს

ლომი

ლომებისთვის ძალზე კაშკაშა და პოზიტიური კვირაა. ვარსკვლავები და პლანეტები მაქსიმალურ ჰარმონიაში იმყოფებიან, განსაკუთრებით სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით პერიოდში. 4–8 თებერვალს თქვენი განწყობა და ჯანმრთელობა მაღალ დონეზე იქნება.

ორშაბათსა და კვირას, სჯობს, შეამციროთ ხარჯები და ფული უფრო გონივრულად დახარჯოთ. სხვა დღეებში კი თავისუფლად შეგიძლიათ გაერთოთ, შეიძინოთ სასარგებლო ნივთები, მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა. საღამოობით შეგიძლიათ დრო მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად გაატაროთ. ამ კვირაში ასევე შესაძლებელია მნიშვნელოვანი და საბედისწერო შეხვედრები.

ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება>>

ქალწული

სულის სიმტკიცე გჭირდებათ. თუ გვერდით გყავთ ასეთი ადამიანები, მაგალითი მათგან აიღეთ. მოერიდეთ ზედმეტ სიმორცხვეს, მოკრძალებას. აჩვენეთ ადამიანებს საკუთარი ღირსებები. ეს დაგეხმარებათ წარმატებების მიღწევაში საქმეებშიცა და სიყვარულშიც.

შესანიშნავი კვირაა, რომ სახლში მოაწყოთ გენერალური დასუფთავების დღე, გადააადგილოთ ავეჯი, ასევე, სახლში მიიყვანოთ შინაური ცხოველი. უქმეებზე შეგიძლიათ სამოგზაუროდ წასვლა, გარემოს გამოცვლა. ყურადღება გამოიჩინეთ ახლობლებისა და ნათესავების მიმართ.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა

სასწორი

სასწორებს უსაქმურობა „შემოგიტევთ“, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ყველაფერი მიატოვოთ. საჭიროა ამ განწყობასთან ბრძოლა, უნდა გაანეიტრალოთ პლანეტებისა და ვარსკვლავების ნეგატიური გავლენა. ასევე უნდა დაძლიოთ შინაგანი ეგოიზმი და ის ჩაანაცვლოთ ახლობლების დახმარებისა და მათზე მზრუნველობის სურვილით. ახალ დაწყებულ სასიყვარულო ურთიერთობებში და ფლირტში ნუ იქნებით ძალზე დაჟინებული.

ვისაც უკვე დიდი ხანია, პარტნიორი ჰყავს, საკუთარ თავზე ზეწოლის განცდა მოუწევს. არ ღირს ჩხუბი და ერთმანეთის პროვოცირება. გამოიჩინეთ გულისხმიერება და სიკეთე საყვარელი ადამიანის მიმართ. ასევე ყველაფერი რიგზე არ იქნება სამსახურშიც. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ პრობლემას გუნდთან ერთად გადაწყვეტთ.

2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

მორიელი

ამ კვირაში ცხოვრებაში არაფრის შეცვლა არ ღირს. იარეთ სამსახურში ჩვეული გრაფიკით, გზებითა და ტრანსპორტით, იკვებეთ ჩვეულებრივ და ა.შ. ასტროლოგები ასევე გირჩევენ, მიხედოთ იმ მნიშვნელოვან საქმეებს, რომლებიც ადრე გვერდზე გადადეთ. ახალი წამოწყებების დრო ჯერ არ დამდგარა.

ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ექნება ყველაფერი ზედმეტისგან გათავისუფლებას, მაგალითად, ძველი, გამოუსადეგარი ტანსაცმლის, ნივთებისგან. ამ კვირაში ძალიან გაუმართლებს შემოქმედებით მორიელებს, ასევე მათ, ვინც სპორტს მისდევს, ისვენებს აქტიურად.

ქალი მეწამულ ფონზე  - Sputnik საქართველო
ასტრომოდა 2020: მოდური ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მშვილდოსანი

შეწყვიტეთ ბრაზი და გათავისუფლდით წყენებისგან. ეს აუცილებელია თქვენთვის, რადგან ასეთი გრძნობები უაღრესად ნეგატიურად მოქმედებს თქვენს მომხიბვლელობაზე, ანგრევს გეგმებს და მთლიანობაში, ცხოვრებას გიფუჭებთ. ამ კვირაში და განსაკუთრებით, 3, 4 და 5 თებერვალს გადაწყვეტილებები სწრაფად და თავდაჯერებულად უნდა მიიღოთ. ნეგატივი შეამცირებს თქვენს ინტელექტუალურ პროდუქტიულობას და ენთუზიაზმით წინსვლის სურვილს.

ასტროლოგები გირჩევენ, გააკონტროლოთ საკუთარი მოქმედებები, უთხრათ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს სიმართლე. ეს შესანიშნავად აისახება კარიერულ წინსვლაზე, სიყვარულის ძებნასა და უკვე არსებული ურთიერთობების გამტკიცებაზე. დიდი წარმატება ელოდება მათ, ვისაც მუდამ უწევს აქეთ–იქით მგზავრობა, ან საჭესთან ჯდომა. ასტროლოგები ასევე გირჩევენ, ძალიან არ გადაიღალოთ და გამონახოთ დრო დასვენებისთვის.

როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში>>

თხის რქა

უნდა ისწავლოთ ბედის ნიშნების ამოცნობა. ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე ჰარმონიულ მდგომარეობაში იქნებიან, ამიტომ თქვენს სწორ გზაზე დაყენებას სხვადასხვა მარტივი მინიშნების მეშვეობით შეეცდებიან. ხშირად მოგიწევთ ინტუიციაზე დაყრდნობა, დამოუკიდებლად მოქმედება. იმისთვის, რომ ყველაფერი მოასწროთ და დასვენებისთვისა და პირადი ცხოვრებისთვისაც გამონახოთ დრო, ყველაფრის ერთდროულად გაკეთება მოგიწევთ.

დრო უძვირფასესი რესურსია, რომელსაც ბევრი არ აფასებს. გულმოდგინება და ძალისხმევა დაგეხმარებათ წარმატებების მიღწევაში სამუშაოზე, სიყვარულის გამტკიცებაში, გართობაში და ყოველივე ამისთვის შესაბამისი ანაზღაურების მიღებაში. ეს კვირა არასასურველია საქმიანობის შეცვლის ან ახალი ცოდნის მიღებისთვის. ახლა უნდა გამოიყენოთ ის უნარები და ცოდნა, რაც უკვე გაგაჩნიათ.

მამაკაცი ღამით - Sputnik საქართველო
ვინ არის თქვენი დამცველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მერწყული

მერწყულები უფრო შემოქმედებითი და აქტიური გახდებით ამ კვირაში, განსაკუთრებით, 4 თებერვლის მერე, როდესაც ვარსკვლავები აღმშენებლობით ენერგეტიკას გამოაგზავნიან. არ გაგიჭირდებათ არანაირი რთული ამოცანის გადაჭრა. ასევე გაგიღიმებთ სიყვარულში. შეგიძლიათ, დრო დაუთმოთ სასიყვარულო თავგადასავლებს, ოჯახს, ახლობლებს. მთავარია, არ ჩაებათ არანაირ ავანტიურაში.

რთულ მომენტებში, უბრალოდ, მოდუნდით და დამკვირვებლის ფუნქცია მოირგეთ. მიუხედავად ძალის დიდი მარაგისა, მაინც არ გარისკოთ. ადამიანებთან ურთიერთობებში იყავით გულგახსნილი, მაგრამ არა უხეში. გადაუშალეთ გული მეგობრებსა და ახლობლებს.

საუკეთესო მშობლების ტოპ-ხუთეული ზოდიაქოს ნიშნით>>

თევზები

მოერიდეთ არაკეთილმოსურნეებს, რომლებიც, შესაძლოა, კვირის დასაწყისში გააქტიურდნენ. ასევე, ამ კვირაში სამუშაოზე საგრძნობ შედეგებს მოიტანს თქვენი გულმოდგინება და ყურადღება. კვირის მეორე ნახევარი შეგიძლიათ, სწავლას დაუთმოთ.

შინაგანი ჰარმონიის მოპოვებასა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთგაგების მიღწევას უფრო უქმეებზე შეძლებთ. პარასკევამდე, სჯობს, არ იკამათოთ და არ ეცადოთ საუთარი აზრის გატანას. სიყვარულშიცა და საქმეებშიც უფრო კრეატიული გახდებით, თქვენში გაიღვიძებს არასტანდარტული აზროვნება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხოვრების ყველა სფეროში.

ყველა ახალი ამბავი
0