21:20 31 მარტი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6363
  • 100 RUB4.1226
  • USD3.2845
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
2831640

ვის შეიძლება შეხვდეს, მაგალითად, ვერძი? რომელ ნიშანთან გაუმართლებს მას ყველაზე მეტად? ან რომელი ნიშანი შეეფერება კუროს, მშვილდოსანსა თუ თხის რქას? შეიტყვეთ ამის თაობაზე ჩვენი ჰოროსკოპიდან

2020, ლითონის ვირთხის წელი ზოდიაქოს ნიშნებს მრავალ სიურპრიზს უმზადებს. ზოდიაქოს ნიშნების წყვილებს ეძლევათ შანსი, რომ ბედნიერება იპოვონ

ვერძი: მგზნებარე და ვნებიან ვერძს უყვარს ექსპერიმენტები ინტიმურ სფეროში და განა ვინ შეიძლება იყოს მისი მეწყვილე, თუ არა ტყუპი? ტყუპის კეკლუცი ნატურა და უწყვეტი მოძრაობა ვერძის სწრაფ ტემპს მშვენივრად შეესატყვისება. ვერძს მუდმივ აზარტულ განწყობას შეუქმნის ტყუპის გამჭრიახი ინტელექტი და ენამახვილური ოხუნჯობა. ამასთან, ეს გაგრძელდება საწყისი ვნებათაღელვის შემდეგაც, ამიტომ ამ დუეტს ხანგრძლივი ახლო ურთიერთობები ელოდება.

კურო: როგორც ამბობენ, ურთიერთსაწინააღმდეგო ერთმანეთს იზიდავს, ხოლო კუროსა და მორიელის შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო არა მხოლოდ იზიდავს ერთმანეთს, არამედ ისინი ერთმანეთით „ვერ ძღებიან" კიდეც. მგრძნობიარე და მიწიერ კუროს მაგნიტივით იზიდავს მორიელის მგზნებარე, ვნებიანი და იდუმალებით მოცული ნატურა. მორიელის პიროვნების მრავალი ასპექტი კუროს „ანკესზე" აგებს, როდესაც მუდმივად მორიელის ჭეშმარიტ არსს ეძებს. ამ ორ ნიშანს შორის არსებული „ქიმია" ისეთ ძალას წარმოშობს, რომ ეს შემთხვევითი დამკვირვებლისთვისაც კი აშკარაა.

ტყუპი: ცნობისმოყვარე, ენაწყლიან, ლაქლაქა და მხიარულ ტყუპს უყვარს ექსპერიმენტები, ამასთან, მალ-მალე მოიწყენს ხოლმე. ვერძის ნოვატორული სული ტყუპს საშუალებას აძლევს, ყურადღების ცენტრში და ზრუნვის საგანი იყოს. ორივე ნიშანი ერთად სწრაფად მოძრაობს და საინტერესო განცდები აქვს. საერთო ენთუზიაზმი და რამდენადმე უტიფარი სული ამ დუეტს ერთად დიდხანს ყოფნას უწინასწარმეტყველებს.

კირჩხიბი: ვნებიანი, ცვალებადი ნიშანია. თხის რქა მას სტაბილურობითა და მტკიცე კავშირით უზრუნველყოფს. ეს კირჩხიბს სრულად მოდუნების საშუალებას აძლევს. ამ ნიშნების ურთიერთსაწინააღმდეგო ნატურა მათ შორის იდუმალებასა და სექსუალურ დაძაბულობას ქმნის, რის შესახებაც მხოლოდ მათ ეცოდინებათ. თხის რქის თავშეკავებული ბუნება კირჩხიბში შინაგანი „მხეცის" დამშვიდების სურვილს ავლენს.

ლომი: სურს ისიამოვნოს, დატკბეს პარტნიორის მხრიდან აღიარებითა და ყურადღებით როგორც საწოლში, ისე გარეთ. მომხიბლავმა სასწორმა კი იცის, რა და როგორ თქვას, რომ წარმოაჩინოს ყველაზე საუკეთესო ლომში, წაახალისოს ის, რომელთან კონკურენცია ბევრს არ ძალუძს. სასწორის უნარს, უწყვეტად შექმნას რომანტიკული ფონი მგზნებარე სიყვარულისთვის, კვებავს ლომის მისწრაფებას დრამატიზმისკენ და იძლევა გარანტიას, რომ ლომის „ბრდღვინვა" სულ მალე გადაიქცევა კმაყოფილ „კრუსუნში". როდესაც ლომი დუნდება, ამით ყველა იგებს, განსაკუთრებით - პარტნიორი.

ქალწული: როგორ გაექცეს ყველაზე კარგად ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალს ქალწული და უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე გადაერთოს, ეს ყველაზე უკეთ თევზმა იცის. თევზი ეხმარება ქალწულს, გათავისუფლდეს შებოჭილობისგან და გაიხსნას. ქალწული დაინტრიგებულია თევზის მიდგომით, „მიჰყვეს დინებას" და უყვარს მისი დახმარება, რომ მიაღწიოს სიამოვნებისა და ნეტარების ახალ-ახალ სიმაღლეებს.

სასწორი: დიპლომატიური და არტისტული - ეს სასწორია. ლომს შეუძლია, სასწორის ყველაზე ჩვეულებრივი მოვლენა დღესასწაულად აქციოს. ლომი მას აძლევს რომანტიკულ ურთიერთობებს, სასწორს კი ეს უნდა ახსოვდეს, შექმნას დრამატიზმით, და მღელვარებით სავსე ინტენსიური რომანტიკული შეხვედრები. სასწორს უყვარს ლომის სიყვარულისადმი ექსპანსიური დამოკიდებულება და მისი მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ წონასწორობის ნიშანს ასიამოვნოს.

მორიელი: ძნელია, მის მაგნიტურ ძალას შეეწინააღმდეგო, ხოლო მის სექსუალურ მიმზიდველობაზე ლეგენდები დადის - ეს ყველაფერი მორიელზე ითქმის, მაგრამ კუროს მიწიერ ბუნებას შეუძლია, მორიელს სწორეს ის განსაცდელი მოუტანოს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს ამ წყლის ნიშანს. კურო - მშვიდი, სტაბილური, კმაყოფილი - ეს სიმშვიდის ოაზისია, რომელიც ელოდება, როდის გააღვიძებენ. მორიელი ძალიან არის დაინტრიგებული კუროს „რქისებრი" ბუნებით და ყველაფერს გააკეთებს მისი სიამოვნებისთვის.

მშვილდოსანი: მხიარულების მოყვარული, რისკის მოყვარული - ყოველთვის ყველაფრისთვის მზადაა. მერწყულის კრეატიული ბუნება სულ ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს ასევე კრეატიულ მშვილდოსანს, რაც ქმნის უჩვეულო გატაცებას, შეხვედრებს, რაზეც ვერავინ სხვა ვერც კი იოცნებებს. მშვილდოსანი ხანდახან თავის ქერქში ვერ გრძნობს თავს და აღგზნებულია მერწყულის უჩვეულო მიდგომებით სიყვარულისა და სიახლოვის მიმართ. ამ წყვილს უდიდესი მუხტის შექმნა შეუძლია, როცა მარტო რჩება.

თხის რქა: დამოკიდებულება მგრძნობიარე, ისევე, როგორც ნებისმიერი საკითხის მიმართ ცხოვრებაში, ძალზე სერიოზული და გათვლილია - ეს თხის რქას შეეხება. თხის ნიშანს ძალიან უნდა, რომ წყლის სტიქიის კირჩხიბისთვის პატარა „ბეკეკა" გახდეს. კირჩხიბს თხის რქასთან შეხვედრებში ემოციური ელფერი შეაქვს, ეხმარება მას წინსვლასა და მეტი ინტენსიურობით მოქმედებაში. იმდენად ცეცხლოვანი შეხვედრები აქვთ, რომ ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშანს დაუვიწყარი მოგონებების შექმნა შეუძლია.

მერწყული: ცოტა „შერეკილი", უყვარს ახლითა და უჩვეულო ხერხებით ინტიმური ურთიერთობები, აქტიური და უზრუნველი - ეს მერწყულია. მშვილდოსანი კი მასზე მოქმედებს, როგორც მეგზური უცნობი რამის გამოკვლევისთვის. მშვილდოსანი კმაყოფილების მიღების მრავალფეროვან ტექნიკას ფლობს და უყვარს, როცა ამას „მოურჯულებელ" მერწყულს უზიარებს. ეს უკანასკნელი კი ყოველთვის მზადაა, გამოწვევა მიიღოს. ეს დუეტი ერთად ახალ და „ფეხდაუდგმელ" ტერიტორიაზე მიემგზავრება და მზად არის, ყველაფერი გამოსცადოს, რასაც ცხოვრება შესთავაზებს.

თევზები: ამ ნიშნის ცხოვრება სავსეა მოგონებებით, საინტერესო შეხვედრებითა და ვითარებებით. თევზი - ფანტაზიორია. როდესაც ქალწული ჩნდება მის ცხოვრებაში, რათა დაეხმაროს წარმოსახვის რეალობად ქცევაში, ირგვლივ ყველაფერი „თუხთუხს" იწყებს და მათ შორის სიახლოვე სრულიად ახალ რეალობას ქმნის. თევზს უყვარს ქალწულის უნარი, ნებისმიერი დეტალი შეამჩნიოს. რამდენადაც ეს ორი ნიშანი ფანტაზიასა და რეალობას შორის არსებულ ფაქიზ ზღვარს იკვლევს, წყვილი უნიკალურ, მხოლოდ მათთვის ერთობლივ ენერგიას ქმნის.

მთავარი თემები