როგორ დავგეგმოთ თებერვლის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

CC0 / Pixabay / მთვარე
მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რაიმე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ

მთვარის კალენდარი - ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

1 თებერვალი: მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. დღე დაძაბულად განვითარდება. შესაძლებელია გაუგებრობები, მოტყუება, პროვოკაციები. ეს რომ არ მოხდეს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ლოგიკურად იაზროვნეთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები, რადგან, სავარაუდოდ, არასასურველი შედეგით დასრულდება. დაუთმეთ დრო ოჯახს, ბავშვებს, მოაწყვეთ სახლი.

2 თებერვალი: მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. კარგი დღეა სხვადასხვა წამოწყებისთვის. შემოქმედებითი გეგმები სრულად შესაძლებელია, რომ განხორციელდეს. სხეული გონების კარნახს ექვემდებარება. ფიზიკური დატვირთვა სულიერი წონასწორობის აღდგენას ეხმარება. კარგად ჩაივლის პაემნები, ხოლო ინტიმურ ურთიერთობას სამკურნალო ეფექტი ექნება.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც თებერვალში ზღაპრულად გაუმართლებს>>

3 თებერვალი: მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ძალიან კარგი და ჰარმონიული დღეა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთი მოქმედებები, რომელიც თუნდაც სულ მცირე ნგრევისკენ იქნება მიმართული. არასასურველია გლობალური გადაწყვეტილებების მიღება, ისინი ჯერ უნდა „მომწიფდეს". არ არის აკრძალული „სიზარმაცის დღის" მოწყობა, რადგან არასასურველია ფიზიკური ზედმეტი დატვირთვა.

2020 წლის კალენდარი - Sputnik საქართველო
გველოდება უნიკალური დღე – 02.02.2020: კარი, რომელიც მხოლოდ 1000 წელიწადში ერთხელ იხსნება

4 თებერვალი: მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანში. ამ დღეს შესაძლებელია საყვარელი საქმიანობა, გარდა ვაჭრობისა და აზარტული თამაშებისა. არის მშვიდი დღე, ეცადეთ, დატკბეთ თითოეული წუთით, მაქსიმალურად აითვისოთ დადებითი ენერგია კოსმოსიდან. სასურველია დაასაჩუქროთ ახლობლები, გაიღოთ მოწყალება.

5 თებერვალი: მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. კარგი დღეა მუშაობისთვის, მგზავრობისთვის და მოგზაურობის დაწყებისთვის, განსაკუთრებით საქმიანი მიზნით. საღამოს შეიძლება ნამდვილად ახლობელი ადამიანების წრეში პატარა დღესასწაულის მოწყობა.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

6 თებერვალი: მზარდი მთვარე კირჩხიბის თანავარსკვლავედშია. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, ახალი ადამიანების გაცნობისთვის. მაგრამ არ ღირს გეგმის მიხედვით მოქმედება - ცხოვრება აუცილებლად შეიტანს კორექტივებს ყველა დაწყობილ გეგმაში.

თრიმლის ფოთლები - Sputnik საქართველო
მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის თებერვალი

7 თებერვალი: მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ხელსაყრელი დღეა ფეხით სეირნობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. კარგი იქნება, თუ ძველ, უსარგებლო ნივთებს გადაყრით, განსაკუთრებით, თუ ისინი გატეხილია ან რამე დეფექტი აქვს.

8 თებერვალი: მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. იდეალური დღეა აურის გასაწმენდად. შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება იოგის ვარჯიშები. მაგრამ არ ღირს ახალი საქმეების წამოწყება. მთელი ძალები მიმართეთ მიმდინარე სამუშაოზე.

რა გველოდება თებერვალში: თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

9 თებერვალი: სავსე მთვარე ლომის თანავარსკვლავედშია. შესაძლებელია ენერგიისგან გამოფიტვა, ამიტომ დაზოგეთ ძალა და მას ფუჭად ნუ დახარჯავთ. მოერიდეთ კონფლიქტებს. თუ ვინმესთან იჩხუბებთ, მასთან შერიგებას მერე დიდი დრო დასჭირდება. არ ღირს გარისკვა. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ფინანსურ საკითხებში.

ყველა ახალი ამბავი
0