გველოდება უნიკალური დღე – 02.02.2020: კარი, რომელიც მხოლოდ 1000 წელიწადში ერთხელ იხსნება

CC0 / Pixabay / 2020 წლის კალენდარი
2020 წლის კალენდარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2 თებერვალს - 02.02.2020 - საოცარი სარკისებრი თარიღი გველოდება - ნამდვილად მაგიური დღე. ნუმეროლოგების განცხადებით, ციფრების ასეთი შერწყმა ათას წელიწადში მხოლოდ ერთხელ დგება

შემდეგი ასეთი მოვლენა იქნება 2121 წელს, 12 დეკემბერს - 12.12.2121. სწორედ მისი იშვიათობა განსაზღვრავს მის ძალას.

ორიანი ნიშნავს, რომ ეს დღე უნდა დავუთმოთ საკუთარი თავის ძიებას, ახალ გატაცებებს, ნაცნობობას.

ტყე ზამთარში - Sputnik საქართველო
რა გველოდება თებერვალში: თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

არ გაუშვათ შანსი ხელიდან, რომ გამოიყენოთ ციფრების მაგია და შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ.

2 თებერვალი გაჯერებული იქნება იუპიტერის ენერგიით. ეს ძლიერი დღეა როგორც მამაკაცების, ისე ქალებისთვის, მაგრამ სწორედ ქალებს მიეცემათ ამ დღეს საოცრებების მოხდენის უნარი. მთავარია, ისარგებლოთ მომენტით და ეს დრო სწორად გაატაროთ.

თუნდაც ახლა აპათია დაგეუფლათ, ხოლო ძალა ნულის დონეზეა, მალე ყველაფერი შეიცვლება. არ შეუშინდეთ ცვლილებებს.

ახლა დგება დრო, როდესაც მამაკაცური ენერგიის ჩანაცვლებას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო გაბატონებული, ქალური ენერგია დაიწყებს, სამყარო იქით იმოძრავებს, საითაც ქალს მოესურვება.

ყველა ახალი ამბავი
0