UNICEF: ბავშვთა უფლებები ყველა დონეზე უნდა იყოს დაცული

© Sputnik / STRINGERმრავალშვილიანი ოჯახი
მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, შექმნას მხარდაჭერის ისეთი მექანიზმები, რომლებიც ოჯახს ბავშვების გარდატეხის ასაკის პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმარება

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ბავშვთა კოდექსი ყველა უწყებას ავალდებულებს, დაიცვას ბავშვების უფლებები ყველა დონეზე, განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ხასან ხალილმა, რომელმაც მწუხარება გამოთქვა 15 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით.

და კვლავ „მწვანე სკოლა" - მოსწავლე გოგონამ თვითდაზიანებები მიიყენა>>

ლუკა სირაძე გუშინ სუიციდის მცდელობის შემდეგ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ინციდენტს ბავშვის პოლიციაში დაკითხვა უძღოდა წინ. გამოძიების ვერსიით, ის ღამით თავის ყოფილ „მწვანე სკოლაში" შეიპარა და სამასწავლებლო და სხვა კაბინეტებში უხამსი შინაარსის წარწერები დატოვა. მოზარდის დედის განცხადებით, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა, მასზე, აღიარებითი ჩვენების მისაღებად, ზეწოლა განახორციელეს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერმა თბილისში მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარი გააკეთა

„გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, ვისი ბრალია გამოკვეთილი, თუმცა ყველა უწყების მხრიდან ბავშვის უფლებები უნდა იყოს დაცული. მწამს, რომ ყველა გავიგებთ, კონკრეტულად სად მოხდა შეცდომის დაშვება და ჩავარდნა", - განაცხადა ხალილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების როლის გაძლიერება, რათა თითოეულმა ოჯახმა შეძლოს საჭირო მხარდაჭერისა და დახმარების მიღება, როდესაც ბავშვი რთულ ასაკს მიაღწევს. მოზარდებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარისხიანი ფსიქოლოგიური დახმარება. სამართალდამცველებმა სწორად უნდა გამოიყენონ არასრულწლოვანების მართლმსაჯულება და ამ კოდექსით იხელმძღვანელონ, აღნიშნა ხალილმა.

კალაძე:  ლუკას გარდაცვალებაში მთელი საზოგადოება ვართ დამნაშავე>>

უფრო ადრე UNICEF-მა გაავრცელა განცხადება ოჯახის, საზოგადოებისა და სკოლის დონეზე მხარდამჭერი მექანიზმების შექმნის აუცილებლობის შესახებ, რომლებიც მოზარდებს რთული გარდატეხის ასაკის უმტკივნეულოდ გადალახვაში დაეხმარება.

„20 სექტემბერს მიღებული „ბავშვთა კოდექსი" ამას მკაფიოდ განსაზღვრავს და ყველა უწყებას ავალდებულებს, რომ ასეთი მექანიზმები შეიქმნას, რათა ბავშვის უფლებები დაცული იყოს ყველა დონეზე", - აღნიშნა ხალილმა.

თბილისში მოზარდის სიკვდილმა ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა - Sputnik საქართველო
თბილისში მოზარდის სიკვდილმა ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა

ხალილი ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს შეხვდა და მასთან მოზარდის გარდაცვალების საკითხზე იმსჯელა.

მოზარდის დაღუპვამ თბილისსა და სხვა ქალაქების ქუჩებში სამოქალაქო ახალგაზრდული მოძრაობები გამოიყვანა.

საპროტესტო აქციები გუშინ რამით გაიმართა თბილისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. ზოგჯერ ადგილი ჰქონდა პოლიციასთან შეტაკებებსაც. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სახელმწიფო დაწესებულებებისა და მიმდებარე ტერიტორიებზე შენობების კედლებზე წარწერების საშუალებას არ აძლევდნენ. ახალგაზრდობამ მაინც გაიტანა თავისი. ლუკა სირაძის ერთ-ერთ წარწერას „ამ ცხოვრების დედაც" ახლა ქალაქებში სხვადასხვა ადგილას წააწყდებით.

მოზარდის დაღუპვის შესახებ ინფორმაციამ სოციალური ქსელები „ააფეთქა". ბევრმა მომხმარებელმა ზემოთ ნახსენები წარწერა თავის ავატარად გამოიყენა. ისინი მომხდარში დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. როგორც ცნობილია, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით.

„სწავლის საფასურის გადახდა ვეღარ შეძლო...“ – ლუკა სირაძეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი>>

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ გუშინ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი მოზარდისთვის ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა. დაკავების დროს ის ცუდად გახდა და სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის შენობიდან ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0