თბილისში მოზარდის სიკვდილმა ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა

© photo: Shecvale / FBთბილისში მოზარდის სიკვდილმა ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა
თბილისში მოზარდის სიკვდილმა ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება უსამძიმრებს 15 წლის მოსწავლის ოჯახს, რომელიც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაციების საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გვიან ღამემდე გაგრძელდა – მიზეზი 15 წლის მოზარდის სიკვდილი გახდა, რომელიც 12 დეკემბერს მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. ოპერაცია მოზარდს ქართველმა და ისრაელელმა ექიმებმა ჩაუტარეს. ინციდენტს წინ უძღოდა მოზარდის პოლიციაში დაკითხვა. გამოძიების ვერსიით, სწორედ მან შეაღწია ღამით "მწვანე სკოლაში", სადაც ადრე სწავლობდა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებში დატოვა წარწერები, მათ შორის – „ამ ცხოვრების დედაც!"

ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო
ლუკა სირაძის გარდაცვალებამ ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია

როგორც გარდაცვლილის დედამ განაცხადა, პოლიციამ მის შვილს დანაშაულის აღიარება აიძულა. დაკითხვას დედაც ესწრებოდა, თუმცა მოზარდი ორჯერ მცირე ხნით მაინც დარჩა მარტო პოლიციელების პირისპირ.

გასულ ღამეს საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. რამდენიმე ადგილზე იყო პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც აქციის მონაწილეებს უფლებას არ აძლევდა სახელმწიფო დაწესებულებებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეკეთებინათ წარწერები. თუმცა, ახალგაზრდებმა ჩანაფიქრი მაინც განახორციელეს. წარწერას „ამ ცხოვრების დედაც!" ქალაქებში უკვე ბევრგან შეიძლება შეხვდეთ.

მოზარდის გარდაცვალების ამბავმა სოციალური ქსელი ლამის ააფეთქა. ბევრმა ქართველმა Facebook-მომხმარებელმა აღნიშნული წარწერა როგორც ავატარი გამოიყენა, პოსტები მიუძღვნა მომხდარ ფაქტს და მომხდარში ყველა დამნაშავე პირის დასჯა მოითხოვა. სისხლის სამართლის საქმე, როგორც ცნობილია, „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით არის აღძრული.

თუმცა გუშინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოზარდის საქმეზე ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც დაკავების დროს შეუძლოდ გახდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოზარდს არცთუ დიდი ხნის წინ მამა გარდაეცვალა და ოჯახმა ვეღარ შეძლო კერძო სკოლაში სწავლის საფასურის გადახდა, რის გამოც სექტემბერში 15 წლის მოსწავლე №100 საჯარო სკოლაში გადავიდა. ამასთან, ვრცელდება ვერსიები იმის შესახებაც, რომ შეიძლება სწორედ ეს გახდა მოზარდის სტრესის მიზეზი.

ყველა ახალი ამბავი
0