საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასეს

© Supreme Court of Georgiaსაქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოსამართლეების შერჩევის სისტემის კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე და კანდიდატების შერჩევის პროცესში დარღვევებზე მიუთითეს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ქვეყანაში მოქმედმა სოლიდურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ორშაბათს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეშვიდე, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს, ნათქვამია საიას ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო
სასამართლო რეფორმის ბედი: საქართველოში ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან

ორგანიზაციების ანგარიშში შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესისა და პრაქტიკის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებებით.

მონიტორინგის შედეგები

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის" სათანადოდ განხორციელება პრაქტიკაში. მათი თქმით, ამ ნოვაციამ არსებითად ვერ აღმოფხვრა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში თავად შეიტანა წვლილი მათ გაღრმავებაში.

არსებული ნორმატიული ჩარჩო არსებითად ხელს უწყობს და აძლიერებს მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს. მოსამართლეები თანამდებობაზე დაინიშნენ იმავე ხარვეზებით, რომელთა აღმოფხვრასაც რეფორმა ისახავდა მიზნად.

მრგვალი მაგიდაზე თემა „საქართველოში სასამართლო რეფორმები - Sputnik საქართველო
სასამართლო რეფორმა საქართველოში - იურისტი მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წინააღმდეგია

საბჭოს შემადგენლობაში რჩება აზრთა პლურალიზმის და კრიტიკული აზრის აშკარა მიუღებლობის პრობლემა, რაც ხელს უშლის საბჭოს სხდომებზე საგნობრივ მსჯელობას და გადაწყვეტილებების დასაბუთებას.

მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურია, რაც შეიცავს საფრთხეს მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის.

კანონმდებლობა ხასიათდება ისეთი ხარვეზებით, რაც საბჭოს დაუსაბუთებელი და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების ფართო შესაძლებლობას უტოვებს.

მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ხარვეზიანი კანონმდებლობა საბჭოს აძლევს შესაძლებლობას, პროცესი არაობიექტურად და გაუმჭვირვალედ წარმართოს. მოსამართლის დანიშვნის კენჭისყრის წესით გადაწყვეტა შესაძლებელს ხდის, რომ საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება შეფასების შედეგების გათვალისწინების გარეშე მიიღონ.

ამასთან, კანდიდატებისთვის, რომლებიც კენჭისყრის ეტაპზე არ დაიშვებიან, არ არის გათვალისწინებული გასაჩივრების მექანიზმი; არ არის დადგენილი მოსამართლეთა შეფასების დასაბუთების ვალდებულება; კანდიდატთან გასაუბრების პროცესი არ არის ფორმალიზებული, რაც გასაუბრების ეტაპზე იძლევა თვითნებობის ფართო შესაძლებლობას; პრობლემურია საბჭოს მიერ დადგენილი გასაუბრებების დახურულ ფორმატში ჩატარების წესი.

კონკურსი ინტერესთა კონფლიქტის პირობებში მიმდინარეობდა. კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, საბჭოს წევრები მონაწილეობენ კონკურენტი კანდიდატების გასაუბრების პროცესში, წვდომა აქვთ კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგად საბჭოში არსებულ კონფიდენციალურ დოკუმენტებთან. ეს კონკურსში მონაწილე საბჭოს წევრებს, დანარჩენ კანდიდატებთან მიმართებით, არასამართლიან და უთანასწორო პირობებში აყენებს.

სასამართლო - Sputnik საქართველო
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნაზე განმარტება გააკეთა

საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების უფლებამოსილება საბჭოს აძლევს შესაძლებლობას სრულად გააკონტროლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი.

საბჭო სასამართლოს/კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეებს შესაბამისი კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე, უმეტესად უკონკურენტო გარემოში ნიშნავს. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს ფორმალური ხასიათი აქვს და ტოვებს განცდას, რომ კონკრეტული კანდიდატების დანიშვნა წინასწარ იყო გადაწყვეტილი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის დაბალ ხარისხზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2018 წელს მოსამართლეობის 34-მა კანდიდატმა გასაუბრების ეტაპი დახურულ ფორმატში გაიარა.

ამ ყველაფერთან ერთად მეშვიდე წელია მონიტორინგის ჯგუფი მიუთითებს საბჭოს სხდომების საჯაროდ (მედიის საშუალებით) გაშუქების პრობლემაზე. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდშიც მედიასაშუალებები, ძირითადად, მხოლოდ სხდომის გახსნას იღებდნენ და არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, სრულად გადაეღოთ სხდომის მიმდინარეობა.

სასამართლო სკანდალი

საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღების ცენტრში მოექცა სკანდალის გამო, რომელიც 2018 წლის დეკემბერში აგორდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეების 10 კანდიდატისგან შემდგარი სია წარუდგინა დასამტკიცებლად. კანდიდატები არ მოეწონა როგორც ოპოზიციას, ისე მმართველი პარტიის ნაწილს. სიაში იმ კანდიდატების სახელები იყო, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ბესელიას ბრძოლა „სამართლიანობისთვის“ ახალ ეტაპზე გადადის

ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების საპროტესტო ტალღის შემდეგ პროცესი შეჩერდა. გადაწყდა, რომ შემუშავდებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები, რათა მისი დამოუკიდებლობა და ობიექტურობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო. სასამართლო სკანდალი თითქოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ „ქართულ ოცნებაში" ვნებათაღელვა არ ცხრებოდა.

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9 სექტემბერს დაარეგისტრირა მოსამართლეთა 20 კანდიდატი, რომლებიც ქვეყნის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უკმარისობაა. ამჟამად იქ მუშაობს 11 მოსამართლე, მაშინ, როდესაც, სულ მცირე, 28 მოსამართლე უნდა იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0