სასამართლო რეფორმა საქართველოში - იურისტი მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წინააღმდეგია

© Sputnik / Levan Avlabreliმრგვალი მაგიდაზე თემა „საქართველოში სასამართლო რეფორმები"
მრგვალი მაგიდაზე თემა „საქართველოში სასამართლო რეფორმები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მოსამართლეები უვადოდ არ უნდა დაინიშნონ, განაცხადა სამართლის დოქტორმა, პროფესორმა, ადვოკატმა შალვა ქურდაძემ მრგვალ მაგიდაზე თემაზე „საქართველოში სასამართლო რეფორმები", რომელიც „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში გაიმართა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნება" აქტიურად შეუდგა სასამართლო სისტემის რეფორმირებას. სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა 2013 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების თაობაზე მიღებული ცვლილებები გახდა. მაშინ პრეზიდენტისა და პარლამენტის კვოტები შეამცირეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ექვსი დამოუკიდებელი კანდიდატი შევიდა, რომლებიც მოსამართლის თანამდებობას არ იკავებენ და ექვსი მოსამართლე, რომლებსაც მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს. რეფორმის მეორე ტალღას მოსამართლეთა უვადო დანიშვნა წარმოადგენს.

„მოსამართლემ საკუთარი კვალიფიკაცია გამუდმებით უნდა აამაღლოს. ერთი სიტყვით, წიგნთან იმუშაოს. პირდაპირ გეტყვით, მოსამართლის კვალიფიკაციას შევაფასებდი იმით, როგორი ბიბლიოთეკა აქვს სახლში. სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობა წიგნებს მოწყვეტილია, მათ უამრავი საქმე აქვთ. შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ მოსამართლე, რომელსაც ასობით საქმე აქვს განსახილველი, რამენაირად განვითარდეს, აამაღლოს თავისი კვალიფიკაცია. ვის ვნიშნავთ მუდმივ მოსამართლეებად? ეს ადამიანები წლიდან წლამდე პროფესიულ დეგრადაციას განიცდიან. ვფიქრობ, რომ მოსამართლეების მუდმივ საფუძველზე განაწილება მცდარ ნაბიჯს წარმოადგენს“, — განაცხადა ქუდაძემ. 

© Sputnik / Levan Avlabreliმრგვალი მაგიდაზე თემა „საქართველოში სასამართლო რეფორმები"
Круглый стол : Проблемы судебной реформы в Грузии пресс-центр - Sputnik საქართველო
მრგვალი მაგიდაზე თემა „საქართველოში სასამართლო რეფორმები"

თებერვლის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ 44 მოსამართლე დანიშნა. მათ შორისაა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე, რომელმაც 2005 წელს კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარე სულხან მოლაშვილს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 2014 წელს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ ის წამების მსხვერპლად აღიარა.

ამ დანიშვნამ ქართულ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მომხდარით იყო აღშფოთებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომელმაც სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ რამდენიმე მოსამართლის უვადოდ დანიშვნა კითხვებს აჩენს როგორც საზოგადოებაში, ისე ხელისუფლებაში.

© Sputnik / Levan Avlabreliმრგვალი მაგიდაზე თემა „საქართველოში სასამართლო რეფორმები"
Круглый стол : Проблемы судебной реформы в Грузии пресс-центр - Sputnik საქართველო
მრგვალი მაგიდაზე თემა „საქართველოში სასამართლო რეფორმები"

პრემიერის პოზიციასა და საზოგადოების რეაქციას იზიარებს მრგვალი მაგიდის მეორე მონაწილეც, ცნობილი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. იურისტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეები, რომელთა მიერ გამოტანილი განაჩენები 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადაიხედა, რეფორმის დროს არ უნდა დარჩენილიყვნენ სასამართლო ხელისუფლებაში, საჭირო იყო მათი დათხოვნა, მაგრამ პირიქით მოხდა.

„როდესაც ამ რეჟიმს [ერთიან ნაციონალურ მოძრაობას] ვებრძოდით, ვფიქრობდით, რომ სასამართლო სისტემა შეიცვალა. იმედი გვქონდა, რომ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ოჯახების წევრების სიცოცხლის, სამსახურისა და უსაფრთხოების ფასად გმირულ წინააღმდეგობას უწევდნენ და სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებდნენ, დაწინაურდებოდნენ, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ამ ბნელ საქმეებში იყვნენ ჩართულნი და, ფაქტობრივად, ჯალათების როლს ასრულებდნენ, როგორც მინიმუმ, სასამართლო სისტემიდან გათავისუფლდებოდნენ“, — განაცხადა ხაჭაპურიძემ.

© Sputnik / Levan Avlabreliმრგვალი მაგიდაზე თემა „საქართველოში სასამართლო რეფორმები"
Круглый стол : Проблемы судебной реформы в Грузии пресс-центр - Sputnik საქართველო
მრგვალი მაგიდაზე თემა „საქართველოში სასამართლო რეფორმები"

თავის მხრივ, სამართლის დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლეთა უვადოდ უსამართლო დანიშვნა ქვეყნისათვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.

„რაც შეეეხბა იმას, რა შედეგები მოყვება ამას [მოსამართლეთა უვადო დანიშვნას]… ამას კატასტროფული შედეგები მოყვება. ეს მოსამართლეები, რომლებიც ძველი ხელისუფლების შეკვეთებს ასრულებდნენ, ამჟამინდელი ხელისდუფლების შეკვეთებსაც შეასრულებენ, მერე კი, თუ ახალი ხელისუფლება მოვა, მის შეკვეთებსაც შეასრულებენ, რადგან უვადოდ არიან დანიშნული“, — განაცხადა ბენიძემ.

© Sputnik / Levan Avlabreliმრგვალი მაგიდაზე თემა „საქართველოში სასამართლო რეფორმები"
Круглый стол : Проблемы судебной реформы в Грузии пресс-центр - Sputnik საქართველო
მრგვალი მაგიდაზე თემა „საქართველოში სასამართლო რეფორმები"

ამასთან, ბენიძეს ეჭვი ეპარება, რომ სიტუაციის გამოსწორება შეიძლება, რადგან მოსამართლეები უვადოდ უკვე დანიშნეს, და ამ გადაწყვეტილების გაუქმება აღარ შეიძლება.


ყველა ახალი ამბავი
0