ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

როგორ ითვისებდა სსრკ–ის პირველი სერფერი სპორტის „კაპიტალისტურ“ სახეობას

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / ფოტობანკში გადასვლასერფინგი
სერფინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა ის თითქმის 80 წლისაა. სერფინგის ორი დაფა აგარაკზე, კარადის თავზე აქვს შემოდებული. თუმცა, დღემდე არ განელებია თითქმის ნახევარი საუკუნის წინანდელი შეგრძნება, როდესაც პირველად შედგა თვითნაკეთ სერფზე.

ახლა ის თითქმის 80 წლისაა. სერფინგის ორი დაფა აგარაკზე, კარადის თავზე აქვს შემოდებული. თუმცა, დღემდე არ განელებია თითქმის ნახევარი საუკუნის წინანდელი შეგრძნება, როდესაც პირველად შედგა თვითნაკეთ სერფზე.

1966 წლის აგვისტოა. სამდღიანი მოლოდინის შემდეგ იწყება მოქცევა ყირიმის თარხანკუტის კონცხის ქვიშიან სანაპიროზე. განთიადზე ნიკოლოზ პოპოვი მეგობრებთან ერთად იწყებს ამერიკული და ავსტრალიური ჟურნალების დახმარებით სერფინგისთვის გამოთლილი დაფების გამოცდას. 

იაკუტსკი, იაკუტია - Sputnik საქართველო
ყველაზე ჩრდილოელი აფრიკელი: ნიგერიელ-იაკუტიელი მარკ ბაბატუნდე

„დილით ტალღების ხმა გავიგონეთ თუ არა, მაშინვე ზღვის სანაპიროსკენ გავიქეცით. ტალღები ოკეანის ნამდვილ მოქცევას არ ჰგავდა, არამედ იყო თითქოს დანაწევრებული, არასისტემური და ქაფიანი. შეუჩვეველებს ამ აქაფებული წყლის ზოლის გადალახვა ძალიან გაგვიჭირდა - ნაპირზე გვაგდებდა, გვატრიალებდა“, - იგონებს ნიკოლოზი.

„როდესაც დაბრკოლება გადავლახე და მოვახერხე შესაფერისი ტალღის დაჭერა, დაფის დამორჩილება და როცა ვიგრძენი, როგორ ამიტაცა და ამიყოლია ტალღამ პირველად - ეს იყო შეუდარებელი განცდა! გრძნობ, რომ ტალღა გადმოგაგდებს, მაგრამ ამავე დროს მიყვები მას დაფასთან ერთად, ის გეცლება, მაგრამ შენ მაინც მისრიალებ. თითქოს ტალღას ერწყმი და მისი ენერგია შენზე გადმოდის. ექვსი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მაშინდელი შეგრძნება ჯერ კიდევ მახსოვს. მგონი საბჭოთა კავშირში სერფინგთან პირველი შეხება იყო“.

ჯეკ ლონდონი და თვითნაკეთი დაფა

ნიკოლოზს ამ ეგზოტიკური სპორტის მიმართ ინტერესი უფრო ადრე, 1961 წელს გაუჩნდა, როდესაც მას ჯეკ ლონდონის წიგნი „მოგზაურობა „სნარკით“ აჩუქეს. ნაწარმოებში აღწერილია ავტორის მოგზაურობა მეგობრებთან ერთად ჰავაისა და პოლინეზიის კუნძულებზე, სადაც პირველად დაინახა, როგორ სრიალებენ ადამიანები ტალღებზე დაფებით. 

ილგიზ ფაზულზიანოვი - Sputnik საქართველო
რუსული საიუველირო მარკები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან

„ამან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ვისწავლიდი სერფინგს. ნათელი იყო, რომ ამისთვის სადმე შორეულ სამხრეთის ქვეყანაში უნდა მოვხვედრილიყავი“, - ყვება ნიკოლოზი. თუმცა საბჭოთა კავშირიდან ბევრი ვერავინ ახერხებდა ავსტრალიაში, აშშ-სა თუ ახალ ზელანდიაში მოხვედრას, სადაც სერფინგი ვითარდებოდა - ამის შესაძლებლობა მხოლოდ დიპლომატებს ან საბჭოთა საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტებს თუ ჰქონდათ. და უცებ ნიკოლოზს შესაძლებლობა მიეცა, თავად დაეწყო მუშაობა საინფორმაციო სააგენტოში საერთაშორისო ჟურნალის „Soviet Life“ რედაქტორად. „მგონი 100 კოლეგა გამოვკითხე და გამოირკვა, რომ ზოგიერთს გაგონილი კი ჰქონდა სერფინგის შესახებ, მაგრამ ტალღებზე სრიალი არავის ჰქონდა ნაცადი. იმ შორეულ წარსულში საბჭოთა ადამიანებს მაინცდამაინც არ ურჩევდნენ მივლინებებში ეგზოტიკით

გატაცებას. დავასკვენი, რომ ბედმა დამაკისრა მისია - გავმხდარიყავი პირველი საბჭოთა სერფერი“.

„მაშინ მომივიდა აზრად, ძველი ამერიკული ჟურნალების მეშვეობით ჩემი ხელით გამეკეთებინა დაფა. რადგან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მყავდა ოკეანოლოგი მეგობრები და შევეცადე, ქვეყნის შიგნით სერფინგის შესაფერისი ადგილები მათი დახმარებით მომეძებნა“. 

Девушки фотографируются возле автомобиля ГАЗ-21 Волга - Sputnik საქართველო
„ჩაიკა“, „ვოლგა“ და სხვა - საბჭოთა პერიოდის რარიტეტული მანქანები

ბევრი განსჯის შემდეგ მეგობრებმა დაასკვნეს, რომ შესაფერისი ტალღები ევპატორიის რაიონში და კასპიის ზღვის სანაპიროზე, მაჰაჩყალას მახლობლად იყო. გადაწყდა ყირიმში ექსპედიციის მოწყობა და დაფის პენოპლასტისგან დამზადება. „მანქანით გავემგზავრეთ, ვიქირავეთ სახლი ზღვის პირას და დავიწყეთ დაფის დამზადება, - იგონებს პოპოვი, - სამ დღეში გამოვთალეთ შესაფერისი ფილები, შევაწებეთ ეპოქსიდის ფისით, გავაკეთეთ კილი - ყველაფერი ისე, როგორც ჟურნალებში იყო აღწერილი. დაფა, რასაკვირველია, არც ისე გამძლე აღმოჩნდა, მაგრამ თითქმის ერთი თვე გვემსახურა“.

აშშ-დან სსრკ-ში

მომდევნო ჯერზე ნიკოლოზს ბედმა გაუღიმა და 1970 წელს იგი გაგზავნეს აშშ-ში გამოფენაზე - „სსრკ: ქვეყანა და ადამიანები მხატვრულ ფოტოგრაფიაში“. გამოფენა მთელი წელი გრძელდებოდა და ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა. მათ შორის სან-ფრანცისკოა და ლოს-ანჯელესში, სადაც ნიკოლოზმა ადგილობრივი სერფერები გაიცნო და მთელი ერთი თვე სრიალებდა ამერიკის ცნობილ სანაპიროებზე - Half Moon Bay-ისა და Stinson Beach-ის ე.წ. „სერფსპოტებზე“ სან-ფრანცისკოს მახლობლად.

„იქ ნამდვილი მოქცევა იყო“, - იხსენებს ნიკოლოზი, - სხვანაირი ტალღებია, თანაბარი, ერთმანეთისგან დაშორებული... შეგიძლია შემობრუნდე, შესაფერის ტალღას დაელოდო. სრულიად განსხვავებული, ახლებური განცდა იყო, უფრო სასიამოვნო, საინტერესო და ამაღელვებელი. ზოგჯერ ძალიან ძლიერი ტალღა მოდიოდა, რომელსაც არ ვიცოდი, როგორ გავმკლავებოდი. თუმცა იქ იყვნენ ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ ეთქვათ, რა უნდა გამეკეთებინა“.

„ვარდნა და ამოტრიალება თავიდან - ჩვეულებრივი ამბავია“, - იგონებს ნიკოლოზი, - „რამდენი მარილიანი წყალი მიყლაპია! ერთი არასწორი მოძრაობა და ტალღამ შეიძლება დაფა გამოგაცალოს და თავში მოგარტყას. ასე ორი ნეკნი მაქვს დაზიანებული. თანაც ეს ხომ არ არის 15 წუთის საქმე - 2-3 საათი უნდა გქონდეს გამოყოფილი, ტალღას რომ დაელოდო და მზად იყო, ეს დრო ცივ წყალში გაატარო ჰიდროკოსტიუმის გარეშე, რომელიც სხვათა შორის მაშინ არ მქონდა“. 

რუსეთის გერბი - Sputnik საქართველო
რატომ არის რუსეთი ასეთი დიდი ტერიტორიულად?

ხანმოკლე შესვენების შემდეგ ნიკოლოზი კვლავ გაემგზავრა ამერიკაში სამუშაოდ, ამჯერად ორი წლით ჟურნალ „Soviet Life“-ის რედაქციაში. იგი ყოველ სეზონზე, ნოემბრის ბოლომდე, განუწყვეტლივ ვარჯიშობდა სერფით სრიალში. საკუთარი ჰიდროკოსტიუმი და დაფაც შეიძინა ნაცნობი სერფერებისგან 50 დოლარად.

1975 წელს სამშობლოში დაბრუნებისას პირველმა საბჭოთა სერფერმა მიზნად დაისახა მშობლიური „სერფსპოტების“ (სრიალისთვის შესაფერისი ადგილები) ათვისება. რამდენჯერმე დალაშქრა სულაკის ნახევარკუნძული მაჰაჩყალასთან ახლოს, ისრიალა რიგის ზღვისპირეთში, ლიტვის პალანგაში და ევპატორიასთან.

სსრკ-ში სპორტის ახალი სახეობის განვითარებას მხარი დაუჭირეს მეცნიერებათა აკადემიის სპორტულმა კლუბმა და ჟურნალმა „Техника молодежи“.

„მოწაფეები არ მყავდა, ზოგჯერ ჩემს დაფას ვაძლევდი საცდელად. ადამიანებს სერფინგი აინტერესებდათ, მაგრამ სრიალს ვარჯიში სჭირდება, პირველივე ცდაზე არ გამოდის. საერთო ჯამში, ცერად არავის შემოუხედავს - ყველა, ხელისუფლებაც და კომკავშირიც კი, ჩემს გატაცებას პატივისცემითა და მოწონებით უდგებოდნენ“, - ყვება ნიკოლოზი.

სერფინგის განვითარებაში შეტანილი წვლილი

1970-იანი წლების შუა პერიოდში ჟურნალმა „Техника молодежи“ სერფინგზე პოპოვის ავტორობით ორი სტატია გამოაქვეყნა. წერილს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები იწერებოდნენ თავიანთ მცდელობაზე, გაეკეთებინათ სერფი და ესრიალათ. „ერთადერთი, რასაც უჩიოდნენ, მეტისმეტად ცივი წყალი იყო, ჰიდროკოსტიუმის გარეშე შესვლა მუხლამდე წყალშიც შეუძლებელი იყო“, - ამბობს პოპოვი.

პუბლიკაციების წყალობით ნიკოლოზ პოპოვს დაუკავშრდნენ ფეოდოსიის გემთმშენებელი ქარხნიდან, რომელიც აპროექტებდა დაფებს ვინდსერფინგისთვის. „მათ უნდოდათ მძიმე სამმეტრიანი დაფის ისე დამზადება, რომ მისი დაშლა და სერფინგის მოკლე დაფად გადაკეთება ყოფილიყო შესაძლებელი. მე მათ კონსულტაციებს ვაძლევდი და ვეხმარებოდი

ცდების ჩატარებაში“, - იხსენებს ნიკოლოზი. შედეგად დაფა რთულად სამართავი გამოვიდა, სქელი და სერფინგისთვის არცთუ ისე შესაფერისი, მაგრამ ამის მიუხედავად, ის იყო სსრკ-ში სერფების პროექტირების ერთ-ერთი პირველი მცდელობა“.

რუსეთში სერფინგის აქტიურად განვითარება XXI საუკუნეში დაიწყო. 2000-იან წლებში რუსებმა სერფინგში ვარჯიში საზღვარგარეთ დაიწყეს. საუკუნის მეორე დეკადაში კი მშობლიური „სერფსპოტებიც“ აითვისეს. 2015 წელს რუსეთში სერფინგი სპორტის ოფიციალურ სახეობად იქნა აღიარებული, 2016-ში კი ოლიმპიურ პროგრამაში შევიდა.

ნიკოლოზ პოპოვი, რომელმაც კარიერა ჟურნალისტიკას და სოციოლოგიას მიუძღვნა, სერფზე ბოლოს 1987 წელს იდგა. მას შემდეგ სერფინგის აშშ-ში შეძენილი ორი დაფა აგარაკზე აქვს შენახული. „ახლა თუ ვისრიალებდი? ალბათ კი, მაგრამ მხოლოდ პატარა ტალღაზე“, - ღიმილით ამბობს იგი.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური