ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

რატომ არის რუსეთი ასეთი დიდი ტერიტორიულად?

© photo: Sputnik / Mikhael Klimentiev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის გერბი
რუსეთის გერბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს რუსეთის აზიური ნაწილის ტერიტორია მთელი მისი ტერიტორიის 77%-ს შეადგენს. სწორედ ციმბირის ათვისებამ აქცია რუსეთი მსოფლიოს ყველაზე დიდ სახელმწიფოდ.

რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანაა, რომელიც 17,1 მლნ. კმ2 ფართობზეა გადაჭიმული. მაგალითისთვის, მის ტერიტორიაზე 25 საფრანგეთი ან 47 გერმანია მოთავსდებოდა. ასეთი უზარმაზარი ზომების საიდუმლო ქვეყნის ისტორიულ წარსულს უკავშირდება.

XV-XVI საუკუნეების ჩათვლით, რუსეთის მრავალრიცხოვანი სამთავროები ერთმანეთთან ქიშპით იყვნენ დაკავებული. ბოლოს მოსკოვმა გაიმარჯვა. მან მოწინააღმდეგეების დამარცხება და ყველა იმ ტერიტორიის გაერთიანება მოახერხა, სადაც რუსები ცხოვრობდნენ. 

ილგიზ ფაზულზიანოვი - Sputnik საქართველო
რუსული საიუველირო მარკები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან

მივდივართ აღმოსავლეთისკენ

ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო. უკვე ივანე IV მრისხანეს (1533 – 1584) დროს რუსი კაზაკები დაიძრნენ ურალის მთების გადაღმა — ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის მიწების ასათვისებლად.

დღეს რუსეთის აზიური ნაწილის ტერიტორია მთელი მისი ტერიტორიის 77%-ს შეადგენს. სწორედ ციმბირის ათვისებამ აქცია რუსეთი მსოფლიოს ყველაზე დიდ სახელმწიფოდ.

მოსკოვი აღმოსავლეთ ტერიტორიებს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე იერთებდა. უკვე 1645 წელს რუსები წყნარი ოკეანის ნაპირებს მიუახლოვდნენ. ვლადიმერ კოლოსოვი, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი, ასახელებს ორ ძირითად მიზეზს, რის გამოც ექსპანსიას ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ შეხვედრია.

ჯერ ერთი, უზარმაზარ და ცივ მიწებზე ცოტა ხალხი ცხოვრობდა.

„დღესაც კი მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ მეტრზე 2 კაცს შეადგენს, XVII საუკუნეში კი ამაზე გაცილებით ნაკლები იყო“, — ამბობს კოლოსოვი.

მეორეც, ტომების უმეტესობა, რომელთაც რატომღაც მოაფიქრდათ ციმბირში დასახლება, რუსეთთან მიერთებაში პრობლემას ვერ ხედავდნენ. 

ლენინისა და სტალინის ორეულები - Sputnik საქართველო
რატომ დადიან სტალინი და ლენინი დღემდე წითელ მოედანზე

გიგანტური იმპერია

„რუსები არ ცდილობდნენ ადგილობრივი ტომების განადგურებას. მათ, ძირითადად, აინტერესებდათ ბეწვეული - ევროპელებთან ვაჭრობის ფასეული საქონელი“, - განმარტავს ექსპერტი.

ადგილობრივ ტომებს თავისუფლად შეეძლოთ ჩვეული წესით ცხოვრების გაგრძელება, რუსეთი კი ხარკის სანაცვლოდ მათ უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა. კოლოსოვის თქმით, ამგვარი ვითარება ყველასთვის ხელსაყრელი იყო. ამიტომ ციმბირის ათვისებას, ძირითადად, მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა.

ამავე დროს, დასავლეთსა და სამხრეთში რუსეთი გაცილებით ნელა აფართოებდა საზღვრებს — ტერიტორიებისთვის ის ებრძოდა პოლონეთს, თურქეთსა და სხვა გავლენიან სახელმწიფოებს. ამის მიუხედავად, რუსეთის იმპერიამ გიგანტურ ზომებს მიაღწია, იმაზე მეტს, ვიდრე თანამედროვე რუსეთია — 21,8 მლნ კმ2.

როგორც რუსი ჩინოვნიკი ალექსანდრ პოლოვცოვი ჯერ კიდევ 1865 წელს ამბობდა, რუსეთი ისეთი დიდი იყო, რომ მისი მართვა სერიოზულ სირთულეებს უკავშირდებოდა — ზოგჯერ იმის გაგებაც რთულია, რა ხდება საზღვრებზე:

„დღეს მოვიდა შეტყობინება, რომ გენერალმა ჩერნიაევმა ტაშკენტი დაიპყრო. არავინ იცის — რატომ და რისთვის. და მაინც არის რაღაც ეროტიკული ჩვენი იმპერიის საზღვრებზე მიმდინარე მოვლენებში...“ 

ალექსანდრ კუხტა - Sputnik საქართველო
როგორ იყენებს სასულიერო პირი YouTube-ს სექსზე საუბრისა და ქრისტიანობის ქადაგებისთვის

დიდი ტერიტორიები, მცირერიცხოვანი მოსახლეობა

რუსეთის იმპერიის უფლებამონაცვლე საბჭოთა კავშირი კიდევ უფრო გაფართოვდა: მისი ტერიტორია შეადგენდა 22,4 მლნ. კმ2-ს. თანამედროვე სახით რუსეთი მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც საბჭოთა კავშირი 15 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიშალა.

უზარმაზარი ტერიტორიების მიუხედავად, რუსეთი მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მსოფლიოში მხოლოდ მე-9 ადგილზეა (146 მლნ. ადამიანი) და სულ რაღაც 10 მლნ. მოსახლით უსწრებს იაპონიას, რომლის ტერიტორიაც რუსეთის ტერიტორიაზე 45-ჯერ პატარაა.

ვლადიმერ კოლოსოვი ამბობს, რომ ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით, ჩრდილოეთი - მკაცრი კლიმატის აუთვისებელი ტერიტორიაა, სადაც ადამიანს დღემდე უჭირს არსებობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0