ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

როგორ იყენებს სასულიერო პირი YouTube-ს სექსზე საუბრისა და ქრისტიანობის ქადაგებისთვის

© photo: Alexander Kukhta / FB ალექსანდრ კუხტა
ალექსანდრ კუხტა - Sputnik საქართველო
გამოწერა

უნდა საუბრობდეს თუ არა YouTube-ზე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარი სექსსა და სვირინგებზე, ან ამხელდეს სხვა მღვდელმსახურთა მითებს - ამ კითხვაზე პასუხი აქვს ალექსანდრ კუხტას, YouTube-არხის Батюшка ответит–ის ავტორს აქვს.

ერთი შეხედვით, ალექსანდრე ჩვეულებრივი, შემოქმედი ახალგაზრდა მამაა. დილა ე.წ. „ხრუშჩოვკის“ პატარა სამზარეულოში, პერსონალურ კომპიუტერთან იწყება. როდესაც მეუღლე სამსახურში მიდის, ალექსანდრე თავის პატარა შვილთან, მიშასთან ერთად რჩება.

ცოტაც, და კომპიუტერის ეკრანზე ალექსანდრეს ჯგუფის „კონტაქტებში“ გამოჩნდება ახალი შეტყობინება: „ვინ იცის, როგორ შეიძლება აიძულო თავი და დაჯდე სცენარის დასაწერად? მერამდენე დღეა ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის...“

სინამდვილეში ალექსანდრე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის 26 წლის მღვდელია, რომელიც ცდილობს YouTube–ზე საკუთარი ახალი რგოლისთვის სცენარის დაწერას ცდილობს – მოქმედებს თუ არა ეკლესიაში სანთლების შეძენა იმაზე, გაიგონებს თუ არა ღმერთი შენს ლოცვას?

YouTube - როგორც ქადაგების ასპარეზი

პირველი ვიდეორგოლი არხზე ალექსანდრემ სამი წლის წინ ატვირთა. იგი შთააგონა კოლეგის - ალექსანდრე მიტროფანოვის გამოცდილებამ, რომელსაც იმ დროისთვის YouTube-ზე უკვე ხუთი ათასი ხელმომწერი ჰყავდა.

„მაშინ რუსულ YouTube-ზე პრაქტიკულად არ იყვნენ სასულიერო პირები. ის ერთ-ერთი პირველი იყო“, - იხსენებს ალექსანდრე.

ეკლესიის იერარქები აცნობიერებდნენ ქრისტიანული ქადაგების ინტერნეტში გადატანის აუცილებლობას და ახალგაზრდა აქტიურ მღვდლებს უბიძგებდნენ კიდეც ამ მიმართულებით აქტიურობისკენ, მოძღვარი-ბლოგერებისთვის სპეციალური მითითებებიც კი შეიმუშავეს - რა უნდა გაეკეთებინათ ინტერნეტსივრცეში და რა არა, რის გაკეთება შეიძლებოდა და რისი - არა (შარშან მოძღვარი-ბლოგერების კონკურსიც კი ჩატარდა, რომელზეც ალექსანდრემ მეორე ადგილი დაიკავა; პირველ ადგილზე არავინ არ გასულა).

ალექსანდრემ მიტროფანოვის ვიდეო შეისწავლა, ქორწილზე ნაჩუქარი 200 დოლარით პრეისტორიული ვიდეოკამერა შეიძინა და ექსპერიმენტებს შეუდგა. პოტენციურ მსმენელთან უბრალო, გასაგები ენით დაიწყო საუბარი იმაზე, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნდა: რატომ არის ცუდი სექსი ქორწინებამდე და როგორია ეკლესიის დამოკიდებულება სვირინგებისა და ანიმეების მიმართ. ალექსანდრეს უნდოდა ასევე, თავისი მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ ქრისტიანობა არის აქტუალური დახმარება ყველაზე მწვავე თანამედროვე საკითხების მოსაგვარებლად და არა დამთრგუნველი სიბნელე. ვინაიდან სულიერ მამად იგი პატარა სოფლის ეკლესიაში მსახურობს (ზუსტ ადგილს არ ამხელს), მისი რეალური მრევლი -

მხოლოდ მოხუცები არიან, რომლებიც ინტერნეტით არ სარგებლობენ. ამიტომ ალექსანდრეს მოუწია, ინტერნეტაუდიტორიასთან საურთიერთოდ მათთვის საინტერესო სასაუბრო ენა გამოეყენებინა.

თავიდან ხელმომწერი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა გაიზარდა და ამჟამად 25 ათასს აღწევს (აღსანიშნავია, რომ ალექსანდრეს კოლეგას, რომლისგანაც მან მაგალითი აიღო, 5-დან 8 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს). მისმა ყველაზე პოპულარულმა რგოლმა 75 ათასი ნახვა დააგროვა. ეს იყო პასუხი სხვა მოძღვრის - ვსევოლოდ ჩაპლინის - გამონათქვამზე, რომელმაც რუსეთის კინოთეატრებში რეჟისორ ალექსეი უჩიტელის ფილმის „მატილდას“ ჩვენების აკრძალვა მოითხოვა. ფილმი აღწერს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის რომანს ბალერინა მატილდა კშესინსკაიასთან. თავის ვიდეოში ალექსანდრემ ჩაპლინს მოუწოდა, „არ გაასაღოს თავისი უმნიშვნელო აზრები ღვთის ნებად“.

„მაინც რით უნდა დაემუქროს ამ ადამიანის (ალექსეი უჩიტელის - რედ.) ფილმები რუსეთს? „მატილდა“ არ არის რუსეთის გამანადგურებელი იარაღი. რუსეთში გაცილებით ბევრი პრობლემაა, რომლის ფონზეც „მატილდა“ - მტვერია და სხვა არაფერი. აბორტები, კორუფცია, ცუდი გზები, ნარკოტიკები, ალკოჰოლი - აი პრობლემები!“, - აღნიშნავს ალექსანდრე თავის ბლოგში.

მისი თქმით, ასეთი რგოლი აუცილებელი იყო, რათა ადამიანებმა დაინახონ, რომ ჩაპლინის შეხედულება სულაც არ არის სრულიად რუსეთის ეკლესიის მოსაზრება და მღვდელმსახურთა წრეებში სხვა პოზიციაც არსებობს.

მართლმადიდებლური ბლოგის საფრთხეები და ცდუნებები

რა თქმა უნდა, ალექსანდრეს ჰყავს არაკეთილგანწყობილი ინტერნეტ–მომხმარებლებიც. მათ შორის ყველაზე უმანკო - ათეისტურად განწყობილი მოსწავლეები არიან, რომლებიც კომენტარებში უწერენ, რომ მღვდლებს არაფერი ესაქმებათ YouTube-ზე და რომ მას არც უნდა წამოეწყო ეს საქმე. ასეთი შეტყობინებების ავტორებს ალქესანდრე ხელის ერთი მოსმით გზავნის მომხმარებელთა შავ სიაში, თავად კი ჩვეულ საქმიანობას უფრო მეტი ენთუზიაზმით უბრუნდება.

გაცილებით აგრესიულები არიან ორთოდოქსული მართლმადიდებლები. მაგალითად, მართლმადიდებელი კაზაკები ზოგჯერ ბლოგერის პოვნითა და ცემით იმუქრებიან.

„არ მოვწონვარ იმის გამო, რომ თავს თანამედროვე, გასაგები ენით საუბრის უფლებას ვაძლევ და ისე არ ვსაუბრობ, როგორც ეკლესიაში“, - ამბობს ალექსანდრე.

უფრო პოპულარული ბლოგერებისგან განსხვავებით, ალექსანდრეს არ ჰყავს მენეჯერი, სტილისტი, ხმის რეჟისორი ან ოპერატორი, არც შემოქმედებითი ჯგუფის შესანახი ფული აქვს. ტექნიკას რაც შეეხება, აქვს მიკროფონი, ახალი კამერა (ხელმომწერის საჩუქარი), პლანშეტი და სტუდიური განათება, რომელიც თვალს ჭრის. გადაღებებისთვის ალექსანდრემ აირჩია ღვთისმსახურის კლასიკური ანაფორა და გულზე დაკიდებული ჯვარი.

ალექსანდრე ვიდეორგოლების გადასაღებად სტუდიას ქირაობს და საათობით დარბის კამერიდან ფონისკენ და უკან, ასწორებს ფოკუსს, კითხულობს ტექსტს სხვადასხვა

ინტონაციით (დაწყებული კეთილგანწყობილი ტონით, დამთავრებული თითქმის აგრესიულით) და ჟესტიკულაციის გამოყენებით.

მისი გვერდი YouTube-ზე არ შეიცავს რეკლამას, გარდა იმ რეკლამისა, რომელიც პირველ 15 რგოლს უსწრებს წინ. მღვდელმსახურს უკვე შესთავაზეს ჩინური ყურსასმენების, მართლმადიდებლური გამოცემების, მართლმადიდებელი ფსიქოლოგების მომსახურების რეკლამირება, მაგრამ რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ ის განაგრძობს ეკლესიაში მუშაობას მოკრძალებულ $400-ად თვეში და თავისუფალ დროს ვიდეორგოლების გადაღებას უთმობს.

მართლმადიდებლური „ჰაიპის“ კეთილშობილური მიზნები

YouTube-ზე გამოქვეყნების შემდეგ მღვდელმსახური ვიდეოს მართლმადიდებლურ ჯგუფებში აზიარებს. კომენტარებზე პასუხი და ხელმომწერთა კითხვები პიარის ნაწილია.

იწონებს თუ არა ეკლესია იოგას ვარჯიშს, როგორ გავთავისუფლდეთ სიგარეტის მოწევის ცოდვისგან, შეიძლება თუ არა პარტნიორთან სექსის დროს ღმერთზე ფიქრი - ასეთ კითხვებს იღებს ალექსანდრე ყოველდღე. მისთვის ეს მოსაწყენი, მაგრამ ყოველდღიური რუტინაა.

„გინდა ღმერთზე ისაუბრო, მაგრამ გიწევს იმის ახსნა, რომ თუ ზურგი გტკივა, მხოლოდ ლოცვა ვერ გიშველის და ექიმთან წასვლაა საჭირო. შენს თავზე ზედმეტიც არ უნდა აიღო, რადგან მე არც ექიმი ვარ, არც ფსიქოლოგი და არც ფსიქიატრი. ჩემი ამოცანაა - ადამიანები ქრისტესთან მივიყვანო“, - ამბობს ღვთისმსახური.

ალექსანდრეს ძალიან უნდა ვიდეორგოლის გადაღება აივ–ინფექციისა და შიდსის შესახებ, რათა გაფანტოს ზოგიერთი მღვდელმსახურის მითი იმის თაობაზე, რომ ეს დაავადებები არ არსებობს. მისი სიტყვებით, სინამდვილეში ეკლესია აღიარებს დაავადებების არსებობას და მათთან ბრძოლის მოწოდებით გამოდის.

ამაღლებული მიზნების გარდა, ბლოგერ მოძღვარს სავსებით მიწიერი მიზნებიცა აქვს: მეტი ყურადღება დაუთმოს ვაჟიშვილს და მეუღლეს და მოაგროვოს 100 ათასი ხელმომწერი თავის გვერდზე (მილიონზე არც კი ოცნებობს).

„ბლოგერობა უნდა გადავდო ახალგაზრდა მღვდელმსახურებს, რათა ისინიც გამოჩნდნენ YouTube-ზე. მათგან თითო-ოროლა ალბათ მილიონ ხელმომწერსაც შეაგროვებს“, - ამბობს მოძღვარი.

 

ყველა ახალი ამბავი
0