ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

„ჩაიკა“, „ვოლგა“ და სხვა - საბჭოთა პერიოდის რარიტეტული მანქანები

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiev / გადასვლა მედიაბანკშიДевушки фотографируются возле автомобиля ГАЗ-21 "Волга"
Девушки фотографируются возле автомобиля ГАЗ-21 Волга - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ „ჩაიკა“ კაპიტალისტურ ქვეყნებში არ იყიდებოდა, გამოფენებზე მას იყენებდნენ „შოუსტოპერის“ სახით.

სსრკ-ს თითქმის არასდროს აწყობდა ადგილობრივი წარმოების ავტომობილების გამოფენას. სამაგიეროდ რუსეთში ახლა ხშირად იმართება ხოლმე რეტრო-ავტომობილების გამოფენა.

წარმოგიდგენთ საბჭოთა ავტომობილების ამსახველ ფოტოებს.

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიავტომობილი „ვოლგა“ გაზ-21
„ჩაიკა“, „ვოლგა“ და სხვა - საბჭოთა პერიოდის რარიტეტული მანქანები   - Sputnik საქართველო
ავტომობილი „ვოლგა“ გაზ-21

1958 წელს ბრიუსელში ავტოგამოფენა მოეწყო, სადაც ლეგენდარულმა „ვოლგა გაზ-21-მა“ მოტორშოუს გრანპრი მიიღო.

იქვე, ბრიუსელშივე გამოიფინა გორკის ავტოქარხნის ფლაგმანი  „ჩაიკა გაზ-13“. მიუხედავად იმისა, რომ „ჩაიკა“ კაპიტალისტურ ქვეყნებში არ იყიდებოდა, გამოფენებზე მას იყენებდნენ „შოუსტოპერის“ სახით.

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიავტომობილი „ჩაიკა“
„ჩაიკა“, „ვოლგა“ და სხვა - საბჭოთა პერიოდის რარიტეტული მანქანები   - Sputnik საქართველო
ავტომობილი „ჩაიკა“

ლონდონში 1960 წელს საბჭოთა ავტომშენებლებმა ევროპელები გამოფენილი მანქანების სიდიდითა და პროამერიკული დიზაინით გააოცეს. მეტად მოკრძალებული „ხოჭოებისა“ და „მინის“ ფონზე საბჭოური „ვოლგები“ და „მოსკვიჩები“ საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდნენ.

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშირარიტეტული საბჭოტა ავტომობილი „მოსკვიჩი“
„ჩაიკა“, „ვოლგა“ და სხვა - საბჭოთა პერიოდის რარიტეტული მანქანები   - Sputnik საქართველო
რარიტეტული საბჭოტა ავტომობილი „მოსკვიჩი“

60-იანების ბოლოს საბჭოთა კავშირს ძალიან სჭირდებოდა ვალუტა. ამიტომ ევროპაში „ზაპოროჟეც ზაზ-966“-ის გაყიდვასაც კი ცდილობდნენ. ეს ხმაურიანი და კომპაქტური მცირელიტრაჟიანი მანქანები სსრკ-შიც კი არ იყო კოტირებული, მაგრამ საექსპორტო ბაზრებისთვის მათ ლამაზი სახელი მოუგონეს - „იალტა“.

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიცნობილი „ზაპოროჟეცი“
„ჩაიკა“, „ვოლგა“ და სხვა - საბჭოთა პერიოდის რარიტეტული მანქანები   - Sputnik საქართველო
ცნობილი „ზაპოროჟეცი“

პარიზში, გამოფენაზე უნივერსალური „მოსკვიჩი-427“-ის გატანით, რომელიც ევროპაში კარგად იყიდებოდა, სსრკ-მ მხარი აუბა ევროპული სექსუალური რევოლუციის მონაბერს.

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიავტომობილი „ფიატი“
„ჩაიკა“, „ვოლგა“ და სხვა - საბჭოთა პერიოდის რარიტეტული მანქანები   - Sputnik საქართველო
ავტომობილი „ფიატი“

დაბოლოს, ავტომობილი „ლადა“, რომლის გამოშვების ლიცენზია სსრკ-მა იტალიური „ფიატისგან“ შეიძინა. ამიტომ იყო სწორედ, რომ მისი ევროპაში გაყიდვა თავდაპირველად აკრძალული იყო.

ყველა ახალი ამბავი
0