სალომე ზურაბიშვილმა ლაშა ჟვანია და დიმიტრი გაბუნია თანამდებობებზე ოფიციალურად წარადგინა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გუნდის მთავარ ბირთვს მოგვიანებით წარმოადგენს.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ სამუშაო დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და საპარლამენტო მდივანი ოფიციალურად წარადგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქალთა სამოსში ინაუგურაციაზე შავი ფერი ჭარბობდა - Sputnik საქართველო
როგორ გამოიყურებოდნენ ინაუგურაციის სტუმარი ქალები

საქართველოს პრეზიდენტი ათონელზე რეზიდენციას მასმედიასთან ერთად დაათვალიერებს>>>

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ბატონის ციხეში გაიმართა. პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში მუშაობას დღეს შეუდგა.

ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია გახდა, რომელიც მანამდე საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი იყო, საპარლამენტო მდივანად კი ცნობილი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია დაინიშნა.

ზურაბიშვილის წინამორბედ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას აღნიშნულ თანამდებობებს, შესაბამისად, გიორგი აბაშიშვილი და ანა ნაცვლიშვილი იკავებდნენ.

„გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად, დიმიტრი გაბუნია – საპარლამენტო მდივნად, რადგან პარლამენტთან უკვე არის ძალიან ბევრი საქმე. ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება და კვირის ბოლოს გაგაცნობთ ადმინისტრაციის მთავარ ბირთვს. ამ დღეებში შევჯერდებით იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოგვიერთდებიან", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ლაშა ჟვანია საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. 1995-1997 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციები ეკავა. იყო საქართველოს კონსული (1998 წელი) ისრაელში. 2002–2003 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ხოლო 2003 წლის ნოემბრიდან – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2005 წლის მარტიდან დაინიშნა საქართველოს ელჩად ისრაელსა და კვიპროსში.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სამეფო მილოცვები: ელისაბედ მეორე და კარლ XVI ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებენ

ლაშა ჟვანია საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრია, იყო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. 2008 წლის 10 დეკემბრიდან 2009 წლის 21 აგვისტომდე ეკავა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობა.

იგი ბოლო დრომდე საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას კი ზურაბიშვილის შტაბში მუშაობდა.

საქართველო ახალ რეალობაში - ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუციური ცვლილებები>>>

რაც შეეხება გაბუნიას, ისიც აქტიურად იყო ჩართული ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის საქმიანობაში.

სახელმწიფო სამსახურში მუშაობა გაბუნიამ 1998 წელს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში დაიწყო.

2000 წლიდან მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „კორძაძე და სვანიძე – ადვოკატები“. 2005-2007 წლებში გაბუნია თბილისის საარბიტრაჟო პალატას ხელმძღვანელობდა. 2005 წლიდან დიმიტრი გაბუნია ხელმძღვანელობს საადვოკატო ბიუროს „გაბუნია და პარტნიორები“, რომელიც გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეებით იყო დაკავებული. 2009 წელს გაბუნიამ საქართველოში პირველი საადვოკატო სკოლა დააარსა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა მიიღო. თუმცა მას გამარჯვებაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაეხმარა.

ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის ხმების 59,52% მოიპოვა. მისი მოწინააღმდეგე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

 

ყველა ახალი ამბავი
0