საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე სტუმრებს შორის მრავალი ქალი იყო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ გამოიყურებოდნენ საზეიმო ცერემონიაზე მისული ქალები.

ქალთა სამოსში ინაუგურაციაზე შავი ფერი ჭარბობდა

ამიტომ სხვა ფერებში გაწყობილი სამოსი მომენტალურად იქცევდა ყურადღებას

ზოგიერთი სტუმარი საკმაოდ ექსტრავაგანტულად გამოიყურებოდა

ზოგს ცნობილი დიზაინერის სამოსი ეცვა

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე - ანუკი არეშიძე ინაუგურაციას ელეგანტური სამოსით ესწრებოდა

ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია საქართველოში ბოლოჯერ გაიმართა, ამიტომ არავის გაუშვია შანსი ელეგანტურად ჩაცმული გამოჩენილიყო

სტუმრებისათვის წითელი ხალიჩა არ ყოფილა, თუმცა ეს დაბრკოლებას არავის უქმნიდა

ღონისძიებაზე დასწრებით ყველა კმაყოფილი იყო

ინაუგურაციაზე მზიანი დღე და კარგი ამინდი იყო

მიუხედავად სითბოსი, ზოგიერთი ქალბატონი ცერემონიაზე საკმაოდ თბილად ჩაცმული მივიდა

ზოგიერთი სტუმარი ღონისძიებას დემისეზონური სამოსით დაესწრო

სალომე ზურაბიშვილი სიმბოლურ ფერებში გამოეწყო

მთავრობის წარმომადგენლები ცერემონიაზე უფრო მკაცრი სამოსით წარსდგა

სტუმრებისათვის განკუთვნილი ტრიბუნისკენ მიმავლებს პრესისათვის გამოყოფილი ადგილის გავლა უწევდათ

ამიტომ ცერემონიის ყველა სტუმარი ავტომატურად ხვდებოდა ვიდეო და ფოტოკამერების ობიექტივში

ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს საკუთარი თვალით ეყურებინათ ცერემონიისათვის, თუმცა ისინი იყვნენ პირველები, ვინც ინაუგურაციაზე მისული სტუმრები იხილეს

პარლამენტის დეპუტატი და მმართველი პარტიის წევრი ეკა ბესელია პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე

მკაცრი შავი ფერი დომინირებდა უცხოელ სტუმრებს შორისაც

ინაუგურაციის სტუმარი ქალების სამოსის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ როგორ იცვამ ქართული საზოგადოება

განსხვავებული სტილი, სხვადასხვა ზომისა და ნაჭრის კაბები, შუბები, პალტო და ქურთუკები - შეიძლება ითქვას, რომ ცერემონიაზე ერთმანეთის მსგავსად არავის ცმია

თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ თეთრი, წითელი და სხვა ნათელი ფერები მომენტალურად იქცევდა დიდ ყურადღებას

თუმცა შემთხვევით თვალის მოკვრისას შავი სამოსიც საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდა

ალბათ, ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ ვის რა ემოსა. ინაუგურაციის სტუმრების უმეტესობა საქმიანი დრეს-კოდის მიხედვით იყო ჩაცმული

ალბათ ოდესმე შავი ფერი შეწყვეტს დომინირებას და საზოგადოება უფრო ღია და ნათელ ფერებში შეიმოსება

ჯამში, ინაუგურაციამ კარგად ჩაიარა, ყველა სტუმარს შეუძლია თქვას, რომ თავად დაესწრო საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციას