საქართველოს პრეზიდენტი ათონელზე რეზიდენციას მასმედიასთან ერთად დაათვალიერებს

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeპრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე
პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი ჯერჯერობით არ ჩქარობს გუნდის ფორმირებას, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენელმა.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამშაბათს მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციას დაათვალიერებს, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენელმა ლაშა ჟვანიამ.

ზურაბიშვილმა წინამორბედებისგან მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით არ მოისურვა ავლაბრის პრეზიდენტის სასახლეში მუშაობა. მან ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სასახლე აირჩია.

პრეზიდენტი ქართული საზოგადოების გაძლიერებას სოლიდარობაში ხედავს>>>

როგორც ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, ათონელზე რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელი სრულად არ არის დასრულებული, თუმცა უკანა მხარეს მდებარე ფლიგელი მთლიანად დასრულებულია და პრეზიდენტი საქმიანობას დროებით იქ დაიწყებს.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის სასახლის ბედი თბილისში - სამი ვერსია

„ხვალიდან უკვე ადმინისტრაციის ფლიგელი მოეწყობა. რამდენიმე საკითხია გადასაწყვეტი. ინტერნეტი გაყვანილია. ავლაბრის რეზიდენციიდან ნელ-ნელა გადმოვიტანთ კომპიუტერულ ტექნიკას. ნაწილობრივ ავლაბრის რეზიდენციაში შენარჩუნდებიან ის პირები, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის მუშაობისთვის. ყველაფერი ნელ-ნელა, წყნარი ნაბიჯებით არის გასაკეთებელი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობაში რაიმე პრობლემა არ შეიქმნას", – განაცხადა მან.

ამასთან, ჟვანიას განცხადებით, ზურაბიშვილს მისი დანიშვნის ბრძანებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია.

„მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია თანამშრომლებს შევხვდე. ასევე, ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ადმინისტრაციის დებულებაში ცვლილებებია შესატანი. ათონელის რეზიდენციას დავათვალიერებთ", – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისი განმარტებით, პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

საქართველო ახალ რეალობაში - ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუციური ცვლილებები>>>

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ან, ყველაზე გვიან, ორშაბათს იქნება ცნობილი. პრეზიდენტი თავისი გუნდის შემადგენლობას პირადად დაასახელებს. რამდენიმე თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა იხილება, აქ საუბარია მრჩეველთა ჯგუფის შერჩევაზე. პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, თუმცა ყველას, მათ შორის მეც, წინადადება გვექნება თავიდან ექვსი თვის პერიოდით ვიმუშაოთ და თუ გავამართლებთ იმედებს, მუშაობას გავაგრძელებთ", – განაცხადა ჟვანიამ.

რაც შეეხება ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციას, ის საგანგებოდ კეთილმოეწყო პრეზიდენტისთვის და ექსპლუატაციაში 2015 წლის აპრილში ჩაბარდა. ჯერ კიდევ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე იყო საუბარი, რომ ამ შენობაში იმუშავებდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ამ იდეაზე უარი თქვა და ავლაბრის სასახლეში დარჩენა გადაწყვიტა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0