პრეზიდენტის სასახლის ბედი თბილისში - სამი ვერსია

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი ვერსიით, პრეზიდენტის ფეშენებელური სასახლე შეიძლება გაიყიდოს

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლის შემდგომ ბედთან დაკავშირებით სამ ვერსიას განიხილავს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

რომელ ქვეყანაში განახორციელებს ზურაბიშვილი პირველ ვიზიტს >>

პრეზიდენტის სასახლის შემდგომი ბედის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა, რომ მუშაობას ათონელის ქუჩაზე ორბელიანების სასახლეში აპირებს.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალი პრეზიდენტის უფლებები და მოვალეობები

ერთ-ერთი ვერსიით, ავლაბრის სასახლეს დაერქმევა „რესპუბლიკის სასახლე“ და იქ მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების მიღებები გაიმართება.

მეორე ვერსიით, პრეზიდენტის სასახლეში გადავა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ამჟამად ბათუმში ფუნქციონირებს.

მესამე ვერსიით, მოხდება ამ ფეშენებელური შენობის პრივატიზება. მაგრამ ამაში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ეჭვი ეპარება.

„არ მგონია ამ სასახლის პრივატიზება სერიოზულად შეიძლება იქნას განხილული“, - ციტირებს თამარ ჩუგოშვილს Rustavi2.

კომპეტენციის ილუზია: სად იმუშავებს საქართველოს ახალი პრეზიდენტი >>

დეპუტატი მმართველი პარტიიდან გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის სასახლე არ გაიყიდება, იქ უმჯობესია მუზეუმი განთავსდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი ლევან კობერიძე ამ შენობაში ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციებისა და განხილვების გამართვას სთავაზობს.

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
ბრძანება არ გამოვა: საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეს დაუმორჩილებლობის სიმბოლო უწოდა

რაც შეეხება ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციას, ის საგანგებოდ კეთილმოეწყო პრეზიდენტისთვის და ექსპლუატაციაში 2015 წლის აპრილში ჩაბარდა. ჯერ კიდევ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ითქვა, რომ ამ შენობაში იმუშავებდა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ისურვა დარჩენა ავლაბრის სასახლეში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა.

მანამდე მედიაში გავრცელდა მონაცემები, რომელთა თანახმად 2015-2016 წლებში ავლაბრის სასახლის შენახვაზე საერთო ჯამში 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯა (კომუნალური ხარჯები, შენობის მოვლა-პატრონობა და პერსონალის ხელფასები).

ძვირად შესანახი სასახლე: პრეზიდენტს ანგარიში წარუდგინეს >>

ფეშენებელური სასახლის მშენებლობა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ 2004 წელს დაიწყო და ხუთ წელს გაგრძელდა. სააკაშვილის თქმით, მშენებლობა 13 მილიონი ლარი დაჯდა. თუმცა მედია და ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია გაცილებით მეტი ღირს, მინიმუმ რამდენიმე ათეული მილიონი. მხოლოდ გუმბათი 12 ტყვიაგაუმტარი შუშის ფრაგმენტისგან შედგება, თითოეულის ფასი 56 ათას დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0