სამეფო მილოცვები: ელისაბედ მეორე და კარლ XVI ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებენ

© photo: Administration of President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე საქართველოს 50-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ეწვია.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე და შვედეთის მეფე კარლ მე-16 საქართველოს პრეზიდენტობას ულოცავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წითელი და თეთრი – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის საუკეთესო ფოტოები>>>

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ბატონის ციხეში გუშინ გაიმართა. იგი საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

„მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია და ჩემი საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ შესანიშნავ ურთიერთობათა გაგრძელებას", – ნათქვამია ელისაბედ მეორის განცხადებაში.

ზურაბიშვილს პრეზიდენტად ინაუგურაცია შვედეთის მეფე კარლ მეთექვსმეტემაც მიულოცა.

„მისი უდიდებულესობა, მეფე კარლ მე-16 გუსტავი გულწრფელად ულოცავს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაციას", – ნათქვამია საქართველოში შვედეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის საუკეთესო მომენტები - ვიდეო - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის საუკეთესო მომენტები – ვიდეო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდნენ ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და მაღალი რანგის სტუმრები. ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სტუმრები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სხვ.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა მიიღო. თუმცა მას გამარჯვებაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაეხმარა.

ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის ხმების 59,52% მოიპოვა, მისი მოწინააღმდეგე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

 

ყველა ახალი ამბავი
0