სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ინაუგურაციის ცერემონიის კადრები.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ბატონის ციხეში გაიმართა. ცერემონიას 1,8 ათასი სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.

კვირას, 16 დეკემბერს თელავში, ბატონის ციხეში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა

ინაუგურაციის ცერემონია საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნა

შეიარაღებული ძალების სარდლის რაპორტის მიღების შემდეგ სამხედროები მზად იყვნენ ცერემონიის გასახსნელად

სალომე ზურაბიშვილმა ფიცი საქართველოს კონსტიტუციაზე ხელის დადებით მიღო

ჰიმნის შესრულებისა და დროშის აღმართვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტის რანგში პირველად მიმართა

ინაუგურაციას ხელისუფლების ყველა წევრი ესწრებოდა

ინაუგურაციას ესწრებოდა არაერთი გავლენიანი ადამიანი 50 სხვადასხვა ქვეყნიდან

ინაუგურაციის ცერემონიას სტუმრობდა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი

საპატიო სტუმრებს შორის იყო სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი

ინაუგურაციის ცერემონიის სტუმრები

პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II

სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოსვლისას

ქვეყნის სათავეში ზურაბიშვილი 2024 წლის შემოდგომამდე ედგება

პრეზიდენტის თანამდებობას სალომე ზურაბიშვილი 6 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, რაც საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება