თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საპრეზიდენტო კანდიდატებისა და მათი მომხრეების მხრიდან დარღვევების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნდა.
ექსპერტების მოსაზრებითა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის სავარძლისთვის ძირითადი ბრძოლა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ მიერ წარდგენილ კანდიდატ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრ გრიგოლ ვაშაძესა, და მის ყოფილ თანაპარტიელს, ამჟამად პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს შორის გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
„წინასაარჩევნო პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტუნარიან გარემოში წარემართათ. მათ შეძლეს საკუთარი პროგრამებისა და დაპირებების ამომრჩევლისათვის გაცნობა ამომრჩევლებთან უშუალოდ შეხვედრების გზით, თუმცა კამპანიას არ ჩაუვლია აგიტაციაში ხელშეშლის, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიური განცხადებების გარეშე. აგრეთვე, როგორც 2016-2017 წლებში, კვლავ აქტუალური იყო ფარული ჩანაწერების გავრცელება“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამჯერად მედია უფრო პოლარიზებული გახდა. ამასთან, მედიაში გავრცელებულ პოლიტიკურ რეკლამაში ისმოდა ქსენოფობიური მოწოდებები, აგრეთვე ეთნიკური შუღლის ტირაჟირება ხდებოდა.
პრობლემების ჩამონათვალი
წინასაარჩევნო კომპანიის დროს საია-მ დააფიქსირა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ ამომრჩევლისთვის ქრთამის მიცემის და „საგარანტიო სერტიფიკატის“ გადაცემის სავარაუდო ფაქტი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ჟურნალისტების მუშაობაში შესაძლო ჩარევის ფაქტი აღნიშნა - კონკრეტულად, „ქუთაისი პოსტის“ ოპერატორის მიმართ ქუთაისის საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს.
პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება >>
საია-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია საბავშვო ბაღის პედაგოგის დათხოვნაც, რადგან ამ შემთხვევაში პოლიტიკური ნიშნები გამოვლინდა.
შესაძლო დარღვევებს შორისაა შემოწირულობის შვიდი შემთხვევა, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატების - მიხეილ ანთაძის, ზვიად მეხატიშვილის, ზვიად ბაღდავაძის და ზვიად იაშვილის უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ (ყველა მათგანი „ძალა ერთობაშიას“ გაერთიანებაში შედიან) და პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი გორგაძის - დავით ბაქრაძის სასარგებლოდ.
„ტენდენციად გამოიკვეთა ე.წ. „ტექნიკური კანდიდატების“ დასახელება, რომელთა მიზანი არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერა და საარჩევნო სუბიექტებისათვის დამატებითი რესურსის (დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სარეკლამო დრო) მოპოვება იყო“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანთაძე, მეხატიშვილი, ბაღდავაძე და იაშვილი თავიდანვე არ მალავდნენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებად დარეგისტრირდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ გაერთიანებას მეტი საეთერო დრო და მეტი ადგილი საარჩევნო კომისიებში ჰქონოდა.
საია-მ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ხუთი სავარაუდო შემთხვევა დააფიქსირა. საუბარია მუნიციპალიტეტებში მომუშავე საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის მიცემულ დავალებაზე, რომელიც ზურაბიშვილის მომხრეების სიების მობილიზაციას და წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვას გულისხმობს.
ახალგაზრდა იურისტებმა ასევე მიუთითეს ზურაბიშვილის სასარგებლოდ საკომუნიკაციო საშუალებებისა და საინფორმაციო სერვისების გამოყენებაზე, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
გამოვლინდა ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჩინოსნების მხრიდან სავარაუდო უკანონო აგიტაციის ოთხი შემთხვევა (სოციალურ ქსელებში პირადი გვერდების დახმარებით).
სკანდალები, შავი პიარი და გახმაურებული საქმეები, ანუ რით ხვდება საქართველო არჩევნებს >>
არასამთავრობო ორგანიზაციამ სასულიერო პირების მხრიდან ზურაბიშვილის წინააღმდეგ აგიტაცია დააფიქსირა.
საია-მ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრებში ამომრჩევლებთან სისტემატიურად ერეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები.
ამჟამინდელი წინასაარჩევნო კამპანია საპრეზიდენტო კანდიდატებსა და სოციალურ ქსელებში პოლიტიკურ სუბიექტებს შორის სიძულვილისა და შეურაცხყოფების ენით გამოირჩეოდა.
კიდევ ერთი დაფიქსირებული დარღვევა - სააგიტაციო მასალების დაზიანება. მაგალითად, ვაშაძის სარეკლამო ბანერებზე წითელი საღებავით გაკეთებული წარწერა КГБ და საღებავი ბაქრაძის პლაკატებზე.
მიღებული ზომები
საია-მ ცესკო-სა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოადგინა ცხრა საჩივარი და განცხადება, სადაც საუბარია უკანონო აგიტაციის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, კანდიდატთა აგიტაციაში ჩარევის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და უკანონო შემოწირულობების შესახებ.
შვიდიდან მხოლოდ ერთი საჩივარი დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ აქტი შედგა. კიდევ ერთი საჩივარი მუნიციპალიტეტის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოში გაიგზავნა.