პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიციხის საკნის გუსოსები
ციხის საკნის გუსოსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ექნებათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი 28 ოქტომბერს 08:00 საათიდან გაიხსნება, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან, გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემენ ხმას.

ცესკო - Sputnik საქართველო
ავღანეთში არჩევნები დასრულდა: როდის დათვლიან ხმებს

არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ექნებათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლები.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს“, - აცხადებენ უწყებაში.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 25-მა კანდიდატმა გაიარა, მათგან 19 - პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 6 - დამოუკიდებელი კანდიდატია.

გამოკითხვა: საპრეზიდენტო არჩევნებზე მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს ვაშაძეს >>>

ბოლო მონაცემებით, არჩევნებზე იმუშავებს 50 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 1 206 დამკვირვებელი და 187 დამკვირვებელი ექვსი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ასევე იქნებიან დამკვირვებლები ორი ქვეყნის საელჩოდან და 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

საპრეზიდენტო არჩევნებს გააშუქებს 842 ჟურნალისტი, რომლებიც მასობრივი ინფორმაციის 27 საშუალებას წარმოადგენენ.

ყველა ახალი ამბავი
0