ხალხის მიერ არჩეული უკანასკნელი პრეზიდენტი – უფლებები და მოვალეობანი

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შემცირდება.

უკანასკნელ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღე რჩება და საპრეზიდენტო კანდიდატები მოსახლეობას დაპირებებს არ აკლებენ.

ამ მხრივ ყველაზე უფრო სიუხვით ოპოზიციური პარტიების კანდიდატები გამოირჩევიან.

ელოდება თუ არა ქვეყანას არჩევნების შემდგომ „პოლიტიკური დეჟავიუ" >>

მაგალითად, გრიგოლ ვაშაძე - გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პენსიის გაზრდას 400 ლარამდე გვპირდება, ხოლო მასწავლებლების ხელფასის – 1000 ლარამდე.

პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დავით ბაქრაძე არჩევის შემთხვევაში პენსიის გაზრდას 50 ლარით აპირებს.

საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური - Sputnik საქართველო
ცესკო მზადაა - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღე დარჩა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი კაზინოების და ყველა აზარტული დაწესებულების თბილისის ფარგლებს გარეთ გატანას აპირებს.

ერთი შეხედვით ყველა დაპირება საკმაოდ რეალური და დამაჯერებელია, მაგრამ საკითხავია, რამდენად შესაძლებელია მათი შესრულება, რადგან მას შემდეგ, რაც ახალი პრეზიდენტი საკუთარი მოვალეობების შესრულებას შეუდგება, ამოქმედდება განახლებული კონსტიტუცია და საქართველო მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადავა, რომელიც სახელმწიფო მეთაურის უფლებების მნიშვნელოვან შეკვეცას გულისხმობს.

Sputnik-საქართველო“ ეცდება მარტივ ენაზე განმარტოს, რა უფლებამოსილებები ექნება პრეზიდენტს.

სახელმწიფოს მეთაური

განახლებული კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი იტოვებს სახელმწიფოს მეთაურის წოდებას. იგი კვლავ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირია, მაგრამ აღმასრულებელი ფუნქციების გარეშე. ის არის სიმბოლური, წარმომადგენლობითი ფიგურა.

საქართველოს მომავალი პრეზიდენტი იქნება საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი სარდალი, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში.

საჭიროა მთავრობის თანხმობა

საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ სახელმწიფოს თანხმობით შეძლებს საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმართვას, შეთანხმებების გაფორმებას, სხვა ქვეყნების, ორგანიზაციების ელჩების და სხვა აკრედიტებული დიპლომატების აკრედიტაციის მიღებას.

პრეზიდენტი მთავრობის მიერ წარდგენის შემდეგ შეძლებს საქართველოს ელჩების და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნას და გათავისუფლებას.

სახელმწიფოს მეთაურს ასევე საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის უფლება ექნება.

ფარული ჩანაწერების ქვეყანა ანუ როცა ყველა ყველას უსმენს, მაგრამ ერთმანეთის არავის ესმის >>

პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით შეძლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას. ის ასევე შეძლებს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატები.

უფლებამოსილებათა შორის იქნება ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის დანიშვნა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნაში მონაწილეობის მიღება.

მთავრობის წარდგინებით და პარლამენტის თანხმობით პრეზიდენტს შეუძლია ტერიტორიული ორგანოების მუშაობის შეჩერება ან დათხოვნა, თუ მათი ქმედებებით ისინი საფრთხეს შეუქმნიან სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და სახელმწიფო ხელისუფლების კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებას.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელია

ერთპიროვნული უფლებები

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელით ერთპიროვნულად შეძლებს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმებების გაფორმებას.

პრეზიდენტი შეინარჩუნებს მოქალაქეობის მინიჭების, მსჯავრდებულთა შეწყალების, სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების გადაცემის, უმაღლესი სამხედრო, სპეციალური და საპატიო წოდებებისა და ასევე უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების უფლებას.

წელიწადში ერთხელ პრეზიდენტი პარლამენტში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მოხსენებით წარდგება.

პრეზიდენტი ვერ შეძლებს კანონპროექტების ინიცირებას. კონსტიტუციაში ეს ცვლილება ძალაში ჯერ კიდევ 2013 წელს შევიდა.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივა შეიძლება ეკუთვნოდეს მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, საპარლამენტო კომიტეტს, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, ან არანაკლებ 25 ათას ამომრჩეველს.

პრეზიდენტი და პარლამენტი

პრეზიდენტმა კვლავ ხელი უნდა მოაწეროს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ან ვეტოს უფლება გამოიყენოს. ასეთ შემთხვევაში დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწევთ მანამდე მიღებული კანონპროექტისა და პრეზიდენტის შენიშვნების განხილვა.

ხელმოსაწერად პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს ნებისმიერი მიღებული დოკუმენტი. თუ პრეზიდენტი კვლავ უარს აცხადებს დოკუმენტის ხელმოწერაზე, ამის გაკეთება პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია.

ცესკო მზადაა - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღე დარჩა >>

პრეზიდენტის პრეროგატივას ასევე ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნა წარმოადგენს. მას შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრების (მინიმუმ ¼) ან მთავრობის მოთხოვნით რიგგარეშე სესია ან მიმდინარე სესიაზე რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს.

პარლამენტი ვალდებულია საგანგებო სხდომაზე შეიკრიბოს, როგორც კი საქართველოს პრეზიდენტი სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.

პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, თუ საკანონმდებლო ორგანო მთავრობის გადადგომიდან ორ კვირაში მთავრობის ახალ შემადგენლობას არ დაამტკიცებს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ დასცინა

კონსტიტუციაში აღარ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს მთავრობას და წარმოადგინოს ნებისმიერი საკითხი განსახილველად, ასევე მთავრობის სხდომაზე მონაწილეობა მოითხოვოს.

არავითარი მოსამართლეები

საქართველოს პრეზიდენტის დამოკიდებულება სასამართლო სისტემასთან შემოიფარგლება საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრიდან სამი წევრისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14-დან ერთი წევრის დანიშნვის უფლებით.

პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნებით შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რომელიც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა შესაბამისი ორგანოს უფლება-მოვალეობები, შეთანხმების კონსტიტუციურობა, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რეფერენდუმი და სხვა.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევა და წარდგენა პარლამენტში ყოველთვის იყო პრეზიდენტის უფლება. ამ უფლებას სახელმწიფოს მომავალი მეთაური კვლავ შეინარჩუნებს.

პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების წარდგინებით შეუძლია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა ან თანამდებობიდან გათავისუფლება.

საგანგებო და საომარი მდგომარეობა

საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან უშუალო საფრთხის შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურმა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით უნდა გამოაცხადოს საომარი ან საგანგებო მდგომარეობა.

სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები დღეს გაიმართება >>

პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე შეუძლია.

ორივე შემთხვევაში საჭირო იქნება პარლამენტის თანხმობა.

თუ საომარი მდგომარეობის, სტიქიური კატასტროფების ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად პრემიერ-მინისტრი იღებს, საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი, მაგრამ პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის თანხმობით.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
შსს-სთვის ოპოზიციის ყველა გეგმა ცნობილია

პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ასევე იღებს გადაწყვეტილებებს სამშვიდობო მისიებში თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ. ამ შემთხვევაშიც მას პარლამენტის თანხმობა დასჭირდება.

ამავე პრინციპით პრეზიდენტი გადაწყვეტს საკითხს განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვეყანაში შემოყვანის, მათი გამოყენების ან გადაადგილების შესახებ.

სახელმწიფოს ახალი მეთაური იქნება ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე (საომარი მდგომარეობის დროს შექმნილი შეიარაღებული ორგანო). საბჭოში შევლენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური. თუმცა, პრეზიდენტს ექნება უფლება, საბჭოში დამატებით პარლამენტის ან მთავრობის ცალკეული წევრები მოიწვიოს.

იმპიჩმენტი

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუხებელია. თანამდებობაზე ყოფნისას მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება.

პრეზიდენტი თანამდებობის ისეთი პირია, რომლის თანამდებობიდან მოხსნა მხოლოდ იმპიჩმენტის გზით არის შესაძლებელი.

იმპიჩმენტის მიზეზი შეიძლება გახდეს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულის ნიშნების არსებობა.

იმპიჩმენტის პროცედურა შეიძლება ქვეყნის პარლამენტმა დაიწყოს. ამისათვის აუცილებელია პარლამენტის სრული შემადგენლობის დეპუტატთა არანაკლებ 1/3-ის თანხმობა.

ვის მისცემს ხმას არჩევნებზე საქართველოს პრეზიდენტი >>

შემდგომ საქმე უნდა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც საქმის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად ერთი თვე ექნება. თუ აღმოჩნდება, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია ან მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები აღმოჩნდა, პარლამენტი საკითხს ორ კვირაში განიხილავს და კენჭს უყრის. იმპიჩმენტს დეპუტატთა ხმების არანაკლებ 2/3 სჭირდება.

დაუშვებელია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, თუ ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

თუ პრეზიდენტი ვადაზე ადრე გადადგება, მის უფლებამოსილებას პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0