ბურჯანაძე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელია

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ ხალხი იმედგაცრუებულია მმართველი პარტიით

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისია და საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

პრემიერი: არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდება >>

მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წელს უნდა გაიმართოს. ბოლო არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოაყალიბა.

„ქვეყანაში ნადვილად პოლიტიკური კრიზისია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა და ცალკეული მინისტრები აცხადებენ, რომ კრიზისი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, სინამდვილეში კრიზისი არ არის. თუმცა მხოლოდ ის, რომ რამდენიმე თვის წინ მთავრობა გადადგა, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ნამდვილად სერიოზული კრიზისი იყო“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბურჯანაძემ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დაიწუნა

ბურჯანაძის თქმით, კრიზისის კიდევ ერთი მაჩვენებელია ფარული აუდიოჩანაწერების დაუსრულებელი „სერიალი“, რომლებსაც, ერთის მხრივ, ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს ტელეარხი Rustavi2, მეორეს მხრივ, მთავარი პროკურატურა. ეს ჩანაწერები ეხება მსხვილ კომპანია Omega Group-ს და გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს.

„რასაც ჩვენ ვხედავთ და გვესმის ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც გვაწვდიან ფარულ ჩანაწერებს ტერორის შესახებ, რომელსაც მთავრობა ახორციელებს ბიზნესმენებზე, დანაშაულებზე, რომლებსაც ხელისუფლება ხელს აფარებს, იმ არაფორმალურ და უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც ხელისუფლებაში ადგილი აქვს? "- აღნიშნა ბურჯანაძემ.

პარლამენტის ექს-სპიკერი დარწმუნებულია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ქვეყნის გადარჩენის“ ერთადერთი გზაა.

„ქართული ოცნება" ამბობს: დიახ, შესაძლოა, მე ვარ ცუდი ხელისუფლება, მაგრამ თუ არ ამირჩიეთ, დაბრუნდება სააკაშვილი (ყოფილი საქართველოს პრეზიდენტი) და „ნაციონალური მოძრაობა" (ყოფილი მმართველი პარტია). სწორედ ამ მიზნით დაიწყო კოჰაბიტაცია „ნაციონალური მოძრაობასთან". სწორედ ამ მიზნით შეინარჩუნეს „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, რათა საფრთხობელასავით მუდმივად აჩვენონ სააკაშვილი და მისი გუნდსი. ეს უნდა დასრულდეს. ეს უნდა დასრულდეს მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მირზა სუბელიანის ვენდეტა >>

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათის, რომ 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს.

„ხალხი ძალიან იმედგაცრუებულია და ხელისუფლება და „ქართული ოცნება" კატასტროფულ სიტუაციაში არიან. მათ ეს ესმით. და ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გადაარჩინონ სიტუაცია და ყველა შესაძლო ხერხით თავიანთი კანდიდატის გაიყვანონ. თუმცა, რაღაც მინიმალური სტანდარტების დაცვის შემთხვევაში შეუძლებელია, პირველ ტურში გაიმარჯვოს „ოცნების“ კანდიდატმა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს, პრეზიდენტის სავარძლისთვის ძირითად ბრძოლაში მონაწილეობენ ზურაბიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს უჭერს 10 ოპოზიციური პარტია, და მისი ყოფილი თანაპარტიელი, ახლა კი კანდიდატი პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დავით ბაქრაძე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0