ცესკო მზადაა - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღე დარჩა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნების დღეს ხმის მიცემას 3,5 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეძლებს, აქედან 14,8 ათასზე მეტი - უცხოეთში მყოფი მოქალაქეა

ცესკომ წარადგინა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შესრულებული სამუშაოს ანგარიში

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაწყებულია >>

სოციოლოგიური კვლევებისა და ექსპერტების განცხადებით, მთავარი კონკურენტები არიან „ნაცმოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს უჭერს გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, კანდიდატი პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დავით ბაქრაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 25-მა კანდიდატმა გაიარა, მათგან 19 - პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 6 - დამოუკიდებელი კანდიდატია.

ტურისტები სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
სუს-მა არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობა აღკვეთა

ამომრჩეველი

ხმის მიცემას შეძლებს 3 მილიონი 518 ათასი 890 ამომრჩეველი, მათი უმრავლესობა ქალია. უცხოეთში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საკონსულო აღრიცხვაზე 14 ათასი 808 საქართველოს მოქალაქე დადგა.

საარჩევნო უბნები

სულ საარჩევნოდ გაიხსნება 3698 უბანი. აქედან 61 უბანი მდებარეობს უცხოეთში (44 ქვეყანაში), მათ შორის ორი - ავღანეთში ქართველი სამშვიდობოების დისლოკაციის ადგილებში.

ქვეყანაში მდებარე უბნების თითქმის ნახევარი ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის ადაპტირებულია. 209 უბანზე ბიულეტენები იქნება ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე, 133 უბანზე - ქართულ და სომხურ ენაზე, კიდევ ოთხ უბანზე ბიულეტენები სამივე ენაზე იქნება წარმოდგენილი.

გარდა ამისა, უბნების უმრავლესობა შშმ-პირთათვის ადაპტირებულია. უბნები აღჭურვილია პანდუსებით, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სპეციალური წარწერებით და მხედველობადაქვეითებულ პირთათვის ლუპებით.

კომისიები და დამკვირვებლები

საარჩევნო კომისიებში იმუშავებს 43 215 ადამიანი, აქედან 21432 - პარტიების წარმომადგენელი, დანარჩენები - ცესკოს წარმომადგენლები.

სუს-მა არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობა აღკვეთა >>

ბოლო მონაცემებით, არჩევნებზე იმუშავებს 50 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 1 206 დამკვირვებელი და 187 დამკვირვებელი ექვსი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ასევე იქნებიან დამკვირვებლები ორი ქვეყნის საელჩოდან და 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

საპრეზიდენტო არჩევნებს გააშუქებს 842 ჟურნალისტი, რომლებიც მასობრივი ინფორმაციის 27 საშუალებას წარმოადგენენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0