ფულზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა – გამოსავალი ჭარბვალიანობის დასაძლევად?

© photo: Sputnik / Stringerგოგონა ბანკომატთან
გოგონა ბანკომატთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა გამოიწვია საბანკო სესხის ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ.

კიდევ ერთი ბარიერი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართულ ეკონომიკას დაუწესა – ბანკიდან სესხის აღების გართულებაა. პირადად ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები პერიოდულად იმეორებენ ხოლმე, რომ „საქართველოში ჭარბვალიანობაა“ და ეს მდგომარეობა ხელისუფლებამ უნდა გამოასწოროს. 24 ივლისს პირველი არხით გავრცელებულ ინტერვიუში ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილი, „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“ ქვეყნის ვალებში ჩაძირვაში დაადანაშაულა.
„ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა… ძალიან მძიმე იყო რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიღარიბის მდგომარეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაუარესდა… ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებს და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა მას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით…“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ჯერ კიდევ აპრილში მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოში არსებული საბანკო სისტემა ეკონომიკის მუხრუჭია. მოგვიანებით, სანამ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცებდნენ, სესხებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას და სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზია: ხალხს თან შემოსავალი უმცირდება, თან დაახლოებით 630 ათასი მსესხებელი ვალს ვეღარ ფარავს და ე.წ. „შავ სიაშია“. შესაბამისად, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25-30% არ არის ჩართული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

თი-ბი-სი ბანკის შენობა - Sputnik საქართველო
რამდენად ძვირია კრედიტი საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის რომან გოცირიძის თქმით, 2003 წელს გაცემული იყო 8.8 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი. ახლა არის 23 მილიარდი, რაც საბანკო სისტემის განვითარებას ადასტურებს.

„ქვეყანაში პრობლემა ჭარბვალიანობა კი არ არის, არამედ არის ვალგადაუხდელობის პრობლემა. ხალმა აიღო ვალი, ფული ისესხა, პატიოსნად იხდიდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ლარი გააუფასურა, ფასების ზრდა გამოიწვია და ადამიანებს არ დარჩათ ფული სესხის გასასტუმრებლად“, — მიმართა გოცირიძემ ბახტაძეს.

ასეა თუ ისე, ხელისუფლებამ რეგულაცია აამოქმედა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანმა საჭიროდ ჩათვალა ბანკიდან სესხის აღება და ბანკიც თანახმაა, რომ მას გარკვეული პირობებით ფული ასესხოს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა – ამას ხელი შეუშალოს.

ბენზინი - Sputnik საქართველო
არის თუ არა საქართველოში საწვავი ზედმეტად ძვირი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №65/04 პარლამენტმა 2018 წლის 17 აპრილს მიიღო და ძალაში 2018 წლის 7 მაისიდან შევიდა.

სებ-მა კომერციულ ბანკებს შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემაზე ლიმიტები დაუწესა. ბანკები, რომლებიც ამ ლიმიტს მიაღწევენ, დაკარგავენ უფლებას, გასცენ ნებისმიერი ტიპის სესხი მომხმარებლის შემოსავლების დეტალური შეფასების გარეშე. ახალი რეგულაციის მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

ეს ცვლილება პირველ რიგში შეეხო განვადებით რაიმე ნივთის შეძენის მსურველებს, ვისაც შემოსავალი კი აქვს, მაგრამ არ ერიცხება ბანკში და თანაც სტაბილურად. მაგალითად, თუ ადამიანი ხელოსანია და სამუშაოების შესრულებისას თანხას ხელზე იღებს. ბანკი აქამდე თანახმა იყო ამ ადამიანისთვის ფული ესესხებინა, 7 მაისიდან კი მაღაზიაში მყოფი ბანკის წარმომადგენელი განვადებაზე უარს ამბობს.

თბილისის სანაპირო - Sputnik საქართველო
ავტობიზნესი ახალი ბარიერების წინაშე

ერთ-ერთი სამშენებლო-სარემონტო ჯგუფის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ „საქართველოს ბანკმა“ 600-ლარიან მობილურ ტელეფონზე განვადება აღარ მისცა იმის მიუხედავად, რომ მანამდე გაცილებით ძვირ ნივთებზე განვადებით ხშირად უსარგებლია და არასდროს დაურღვევია გადახდის პირობები. „მხოლოდ თებერვლიდან აპრილის ჩათვლით „საქართველოს ბანკში“ ჩემ ანგარიშზე 15 000 ლარზე მეტი მაქვს მიღებული. ამის მიუხედავად ბანკმა მაისში განვადებაზე უარი მითხრა. სამაგიეროდ ჩემმა ახლობელმა, რომელსაც მხოლოდ 700 ლარი აქვს ყოველთვიური ხელფასი, იმავე ტელეფონის განვადებით გამოტანა შეძლო“.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადს 1.18 მილიონი ადამიანი იხდიდა, შესაბამისად, მათი შემოსავალი დადასტურებას ექვემდებარება. თუმცა, ამათგან 230 ათასის შემოსავალი წლიურად 1200 ლარზე ნაკლებია, 120 ათასისა კი 2400 ლარზე ნაკლები. ასეთი მცირე შემოსავალი სესხის გასაცემად არ კმარა. ამას გარდა, „საქსტატის“ მიხედვით, სულ დასაქმებულია 1.76 მილიონი ადამიანი. გამოდის, რომ კიდევ 580 ათასი შრომისუნარიანი ადამიანი, რომელიც დასაქმებულად ითვლება, თვითდასაქმებულია. ანუ საერთო ჯამში 930 ათას ადამიანს, ყოველ შემთხვევაში, რეგულარული შემოსავლის საფუძველზე, კრედიტის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
სტარტაპერების გადაუხდელ კრედიტებს სახელმწიფო დაფარავს

რეგულაცია ეხება იმ ბანკებს, რომელთა საზედამხედველო კაპიტალის მოცულობაში შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხების წილმა 25%-ს გადააჭარბა. ასევე, ბანკს აეკრძალა გასცეს საზედამხედველო კაპიტალის 15%-ზე მეტი მოცულობის იპოთეკური სესხები შემოსავლების დეტალური შეფასების გარეშე. ხოლო იმ იპოთეკურ სესხებში, რომლებიც შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა, სესხის მოცულობა არ შეიძლება იყოს უზრუნველყოფაში ჩადებული უძრავი ქონების ღირებულების 50%-ზე მეტი.

მაგალითად, ადამიანი ცხოვრობს სოფლად, მოჰყავს მოსავალი და გადაწყვიტა საქმის გაფართოება. თუ ბანკიდან სესხის აღებას მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვით გადაწყვეტს, ბანკი ამ მიწის ღირებულების მხოლოდ ნახევარ თანხას ასესხებს. დავუშვათ, მიწა შეფასდა 30 000 ლარად, ახალი რეგულაციით მას მხოლოდ 15 000 ლარის სესხების შანსი აქვს.

როგორც ვთქვით, ეროვნული ბანკი „ჭარბვალიანობას“ ასეთი რეგულაციებით ებრძვის.

მოვაჭრეები მშრალ ხიდზე - Sputnik საქართველო
დაგროვებითი პენსიის დეტალები: ვინ იხეირებს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივით

შედეგი ერთ თვეში

სებ-ის მიერ შემოღებული რეგულაციიდან უკვე ერთ თვეში გარკვეული ტენდენცია გამოიკვეთა.

„სულ სამი კვირაა, რაც ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ჩვენ ბანკზე დაყრდნობით, სამომხმარებლო სესხებზე დაახლოებით 50-70 პროცენტით შემცირებულია გაცემა. რაც შეეხება განვადებებს, შემცირება 30-50 პროცენტიანია“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ახალი საბანკო რეგულაცია სავაჭრო ცენტრებსაც შეეხო და მათი პროდუქციის რეალიზაცია 1/3-ით შეამცირა. ტექნიკის მაღაზიების განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მომხმარებელს შიდა განვადება შესთავაზონ, თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცესია და მისი განხორციელება უახლოეს მომავალში ვერ ხერხდება.

ტექნიკის მაღაზია „ტექნო ბუმის“ აღმასრულებელი დირექტორის ანზორ ქოქოლაძის შეფასებით, რეგულაციების ამოქმედებამ მაღაზიის გაყიდვებზე გავლენა უკვე მოახდინა.
„არაი თუმოროუში“ კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით საგრძნობლად დიდი ცვლილებები არ ყოფილა, თუმცა სამომავლოდ გამორიცხული არ არის ზოგიერთმა ობიექტმა მომხმარებელს საყოფაცხოვრებო ტექნიკა ახალი სტანდარტით – შიდა განვადებით შესთავაზოს.

სანამ ზაფხულია, ტექნიკის რეალიზაცია ისედაც შემცირებულია, შემოდგომიდან კი რეგულაციების შედეგი ბევრად უკეთ გამოჩნდება.

მონეტები - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო ვალი – რამდენად საგანგაშოა ეს ტვირთი

გვჭირდება თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი ფინანსური ინსტიტუტების რეგულირების საკითხს დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან რიგ საკითხებში შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით არსებული პოზიცია გაუგებარია.

„რეგულაციები უნდა იყოს ისევ მოქალაქეების დასაცავად, რათა მათ მიიღონ უფრო მეტად გონივრული გადაწყვეტილებები. თუმცა, რიგ საკითხებში მე მაკლია გათვლები. აუცილებელია დავთვალოთ რეგულაციების შედეგები“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადებით, შემოღებული რეგულაცია გამართლებულია.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
შეზღუდული მევახშეობა... ანუ ახალი წესები საკრედიტო ბაზარზე...

„კრედიტების შეზღუდვა ექსპორტ-იმპორტის ბალანსზე აუცილებლად დადებითად აისახება გრძელვადიან პერიოდში. ამიერიდან იმპორტი ნაკლებად დაფინანსდება საბანკო სექტორისგან. ხალხს სამომხმარებლო სესხებისა და განვადების მიღების საშუალება ნაკლებად ექნება და მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოთხოვნაც შემცირდება. ამან შესაძლოა შექმნას რაღაც პრობლემა კონკრეტული სექტორებისთვის, მაგრამ ეკონომიკაზე საბოლოოდ კარგად აისახება. ქვეყანაში უნდა დარჩეს ფული, ყველაფერი უცხოეთში არ უნდა გავიდეს“, – განუცხადა „რეზონანსს“ ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ კუკულაძემ.

ხელისუფლება აღებულ კურსს აგრძელებს. ახალ-ახალი რეგულაციების დაწესებით სულ უფრო მიუღწეველი ხდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. გასულ თვეში ეკონომიკის ახალმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ისიც განაცხადა, რომ „ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი თვითმიზანი არის რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ“. რამდენიმე დღეში კი დააყოლა „არარეალურია, რომ ჩვენ 10%-ზე მეტი ზრდა გვქონდეს და არც გვჭირდება“. არადა, ივნისში ეკონომიკური ზრდის ტემპი მხოლოდ 4% იყო. ჰოდა, სანამ ეკონომიკის მინისტრს მიაჩნია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა არ გვჭირდება, მორიგ რეგულაციებს და ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო შეფერხებას უნდა ველოდოთ…


თემურ იოსელიანი

ყველა ახალი ამბავი
0