შეზღუდული მევახშეობა... ანუ ახალი წესები საკრედიტო ბაზარზე...

CC BY-SA 2.0 / 401(K) 2012 / Moneyამერიკული დოლარი
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორი იქნება საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტი, რას მოუტანს საკრედიტო ბაზარს ახალი რეგულაციები, რა პერსპექტივა ექნება კერძო მევახშეობას და რას უქადის მომავალი სექტემბერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებს...

მევახშეობით დაკავებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებსა და მათი საკრედიტო რესურსებით მოსარგებლე მოქალაქეებს, ანუ გამსესხებლებსა და მსესხებლებს, მიმდინარე წელი დიდხანს არ დაავიწყდებათ.

ხანგრძლივი დროის მანძილზე, ჩვენში მოქმედი ვისთვის სარფიანი და ვისთვის დამაქცევარი თამაშის წესები, ერთ დღეს მიუღებელი აღმოჩნდა და ქვეყნის საფინანსო ბაზარზე ახალი წესრიგის დამყარება დაიწყო... პირველი მერცხალი დათქმულ დროს, საგაზაფხულოდ მოფრინდა, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციები 7 მაისიდან ძალაში შევიდა და კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისა და შესწავლის გარეშე სესხების გაცემა აეკრძალათ. მიზანი - ბრძოლა ჭარბვალიანობის წინააღმდეგ და მოქალაქეთა უფლებებზე ზრუნვა.

Флешмоб мыльных пузырей - Sputnik საქართველო
დაგროვების „ხიბლი“ და „რისკი“... ანუ როცა არჩევანი არ არის!

„ჩვენ შევამცირებთ ჭარბვალიანობას და ვიზრუნებთ, რომ მომავალში ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარ დადგეს…“, - ბრძანა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის რანგში. მალევე პირველ ფინანსისტს მხარი ქვეყნის პირველმა ბანკირმა აუბა. ითქვა, რომ კომერციული ბანკების გარდა, რეგულაციები საფინანსო-საკრედიტო ბაზრის სხვა სუბიექტებსაც დაუწესდებოდათ.

„გასული წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო საკმაოდ დიდი კანონი, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მსესხებლების უფლებების დაცვას ეხება. ყველამ იცის, რომ გარდა იურიდიული პირებისა და მეწარმეებისა, არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც საკრედიტო საქმიანობას ეწევიან და სწორედ ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯი. ჩვენი  ამოცანაა მსესხებლების უფლებების დაცვა იმ პრინციპებით, რომლებიც გვაქვს შემუშავებული. რაც შეეხება კონტროლს, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ფიზიკური პირი ან პირთა ჯგუფი რეგისტრაციის გარეშე ეწევა საკრედიტო საქმიანობას, ინფორმაცია მიეწოდება სათანადო უწყებებს, რომელთა მოვალეობა იქნება შესაბამისი ზომები მიიღონ…“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ლარის გადაცვლის პუნქტი - Sputnik საქართველო
ლარის ახალი „სტარტი“ და საზაფხულო „ამბიციები“...

ახლო წარსულის მოწოდება - საქმე ლაპარაკის ნაცვლად რეალობად იქცა და 20 აგვისტოდან კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, სესხის გაცემა ეკრძალებათ იმ კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებული არ არიან. საკანონმდებლო ცვლილებებით დარეგულირებულია საკრედიტო უზრუნველყოფის საკითხიც. კონკრეტულად, ფიზიკურ პირზე, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იყოს მისი ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. დაუშვებელია ფიზიკურ პირსა და ინდმეწარმეებზე სესხის გაცემა ავტომობილის, სარკინიგზო ტრანსპორტის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე საშუალებების, წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალების უზრუნველყოფით. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს, ან ადგილსამყოფლად გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. საგულისხმოა, რომ იპოთეკის მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსისთვის, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობისა და მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელნი არიან უშუალოდ იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები. საკანონმდებლო ცვლილებების კონკრეტულ დეტალებზე აღარ შევჩერდები, დაინტერესებული მკითხველი თავად გაეცნობა, ვიტყვი, რომ სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების ავტორი ფინანსთა სამინისტროა.

ერთ-ერთი ბანკი - Sputnik საქართველო
უკონკურენტოდ დარჩენილი კომერციული ბანკები და კრედიტის ფასი...

დარგის სპეციალისტების და ანალიტიკოსების დიდი უმრავლესობა საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების დაწესებას პოზიტიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ თამაშის ახალი წესები ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებული საკრედიტო პოლიტიკის გატარებას, რაც დადებითად უნდა აისახოს ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონზე...

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „გადაწყვეტილება სწორია, გამართლებულია, მაგრამ უკვე დაგვიანებულია... დაკრედიტების ძველმა სისტემამ, ვგულისხმობ, როგორც სესხების გამცემ სუბიექტებს - იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, ისე კრედიტების გაცემის წესებს, დააზარალა ასიათასობით ადამიანი და უსახლკაროდ, ხშირ შემთხვევაში ერთადერთი საცხოვრისის გარეშე დატოვა ისინი.  არსებული უმძიმესი სოციალური ფონი სხვა მრავალ მიზეზთან ერთად, სწორედ იმ საკრედიტო პოლიტიკის შედეგია, რომელიც ჩვენში ბოლო საი ათეული წლის მანძილზე ჩამოყალიბდა. საკრედიტო რესურსები, ძირითადად, ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მოხმარდეს. ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ თანხა იმან უნდა ისესხოს, ვისაც მისი გასტუმრების უნარი აქვს... და თანაც იმდენი უნდა ისესხოს, რამდენსაც აუვა. როცა ამას მოქალაქეთა ერთი ნაწილი თავად ვერ ხვდება და ვერ აკეთებს, ხოლო მეორე ნაწილი ამით ხელს ითბობს, სახელმწიფომ თავისი სიტყვა უნდა თქვას და ბოლო დროის გადაწყვეტილებები, სწორედ ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ...“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ამოიყვანს თუ არა ვალების უფსკრულიდან „შავ სიაში" მოქცეულ მოსახლეობას ახალი პრემიერი

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამოქმედებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეგულაციები იმ საერთო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საკრედიტო ორგანიზაციების თუ კერძო მევახშეების მხრიდან თვითნებურ მოქმედებას მაქსიმალურად შეზღუდავს...   

ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია: „ეს ინიციატივა უფრო ადრე უნდა განხორციელებულიყო. ეს არის სწორი პოლიტიკა, რომელიც ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იგეგმება. პირადად მე კითხვები და შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს. ეს მიდგომა არის კომპლექსური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ტარდება შესაბამისი ორგანოების მხრიდან…“

ანალიტიკოსებთან ერთად, საფინანსო ბაზარზე თამაშის წესების გამკაცრებას პოზიტიურად აფასებენ დარგის სპეციალისტებიც. ისინი განსაკუთრელ მნიშვნელობას ანიჭებენ დაწესებული რეგულაციების ადმინისტრირებას...

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
მევახშეობის „გედის სიმღერა“...

ფინანსისტი შოთა გულბანი: „მევახშეობა სრულიად უკონტროლო და თავის ნებაზე მიშვებული ბაზარი იყო, კერძო პირები თავიანთი დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. მკაცრი კონტროლი და ადმინისტრირებაა საჭირო, რომ რეგულაციამ რეალურად იმოქმედოს, ამას სჭირდება მკაცრი ადმინისტრირება. იმედია, ეროვნული ბანკი და ყველა ის უწყება, რომელიც პასუხისმგებლობას ინაწილებს, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს…“

როგორი იქნება საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტი, რას მოუტანს საკრედიტო ბაზარს ახალი რეგულაციები და რა პერსპექტივა ექნება კერძო მევახშეობას მომავალში? პასუხი ამ კითხვებზე დროს მივანდოთ...

მანამდე კი გეტყვით, რომ სექტემბრის პირველივე დღიდან ახალი ეპოქა უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ლომბარდებისთვის დაიწყება, რეგულაციები მათთვისაც ამოქმედდება! უფრო დეტალურად, მომდევნო სტატიებში...

 

 

ყველა ახალი ამბავი
0