უკონკურენტოდ დარჩენილი კომერციული ბანკები და კრედიტის ფასი...

გამოწერა
Yandex newsTelegram
ვინ და რატომ ებრძვის კონკურენციას საფინანსო-საკრედიტო სფეროში, როგორ აღმოჩნდნენ კომერციული ბანკები უპირატეს მდგომარეობაში და რამდენად ძვირია კრედიტები საქართველოში, რა ტენდენციაა რეგიონის და ევროპის ქვეყნებში?

საბანკო სექტორის კრიტიკაში, კოლეგებს შორის, ბადალი არ მყავს! ხმამაღალა ნათქვამია და შესაძლოა, მავანთა გულისწყრომა გამოვიწვიო, მაგრამ მე, გულწრფელად ასე ვფიქრობ.

ხოდა მკითხველი უსათუოდ დამეთანხმება თუკი ყველა იმ პუბლიკაციას გაეცნობა, სადაც ქვეყნის საფინანსო სისტემას და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ვაანალიზებ. სტატიათა მოძიება რთული არ არის, ყოველი მათგანი აქ არის. კრიტიკის მთავარი მიზეზი კი ის საკრედიტო პოლიტიკაა, რომელიც ბოლო ორი ათეული წელია ჩამოყალიბდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კომერციული ბანკების, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეების მევალეა. რას ხმარდება თანამოქალაქეების ნასესხები თანხები და რის ფასად უმკლავდებიან ისინი მზარდ საკრედიტო წნეხს, რამდენი მილიონი ლარის ღირებულების მოძრავი თუ უძრავი ქონება წარიმართა საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, როგორ ახერხებენ კომერციული ბანკები მოგების მარჟა ყოველწლიურად შეინარჩუნონ სამციფრა ნიშნულზე, როცა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ბოლო რამდენიმე წელია, საშუალოზე დაბალია, ზოგადად, რა მოუტანა ქვეყანას ჭარბვალიანობამ? ამ კითხვებს  სხვადასხვა დროს მეტ-ნაკლები წარმატებით მრავალგზის ვუპასუხე. ამჯერად კი გადავწყვიტე მკითხველის ყურადღება კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთების მოცულობაზე გავამახვილო. ვეცდები ვუპასუხო კითხვას — რამდენად ძვირია საბანკო კრედიტები საქართველოში?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ამოიყვანს თუ არა ვალების უფსკრულიდან „შავ სიაში" მოქცეულ მოსახლეობას ახალი პრემიერი

პირველ რიგში დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე ან ოდნავ უკეთეს სურათს მივიღებთ, მაგრამ თუ დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ქართული საბანკო პროდუქტები ბევრად ძვირია. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი, ხომ არ არის ის ხელოვნურად გაზრდილი და რამდენად ობიექტური ეკონომიკური საფუძველი აქვს პროცენტების იმ განაკვეთებს, რასაც კომერციული ბანკები მომხმარებლებს სთავაზობენ?

სპეციალისტების განმარტებით, საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების მოცულობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. კერძოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე, ცენტრალური ბანკის მონეტარულ  და საზედამხედველო პოლიტიკაზე, ფინანსურ სისტემაში არსებულ კონკურენციაზე. საინტერესოა როგორია ვითარება საქართველოში, რეგიონში და ევროპაში.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
მევახშეობის „გედის სიმღერა“...

ჩვენში, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, კომერციული ბანკების სესხებზე  საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები კლებადი ტენდენციით ხასიათდება და თუ მაგალითად 1996 წელს 61.2 პროცენტი იყო, უკვე 2017 წელს  12.2 პროცენტი ფიქსირდება. უფრო დეტალურად კი შინამეურნეობეზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები უნდა ვნახოთ, სადაც ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით შემდეგი ვითარებაა: უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2017 წელს 11.7 პროცენტს შედაგენდა, ავტოსესხი – 17 პროცენტი, ლომბარდული სესხი – 23.45 პროცენტი, სამომხმარებლო სესხი 17.87 პროცენტი, უზრუნველყოფილი სესხი – 17.43 პროცენტი, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხი – 18 პროცენტი. ციფრები მეტყველია, თუმცა

ცხადია საინტერესოა, თუ რა ძირითადი კომპონენტებისგან შედგება ბანკის მიერ სესხზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთი. სპეციალისტები განმარტავენ — გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში ეს არის დეპოზიტებზე არსებული საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც 2017 წელს 4 პროცენტს შეადგენდა. ამას ემატება ლიბორი, ბანკთაშორის სესხებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, ანუ ის, თუ რა პროცენტში იზიდავენ თავად კომერციული ბანკები თანხებს უცხოურ ვალუტაში და ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2 პროცენტს შეადგენს. გასათვალისწინებელია მომსახურების პროცენტი, რომელიც დაახლოებით 2.5 პროცენტია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია რისკის პრემია, რომელსაც ბანკი გაიანგარიშებს მსესხებლის გადამხდელუნარიანობიდან გამომდინარე. საცალო სესხების დროს რისკის პრემია მნიშვნელოვნად ზრდის საპროცენტო განაკვეთს. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში კომერციული ბანკები ხელოვნურადაც ზრდიან რისკის პრემიის განაკვეთს, იმისათვის, რომ მაღალ პროცენტში გაიცეს სესხი.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
კიიიდო?!. ანუ რა სარგებლობა მოაქვს ეროვნულ ბანკს

ანალიტიკოსების შეფასებით, სასვებით ლოგიკურია მოსაზრება, რომ ქართულ საფინანსო ბაზარზე სერიოზული კონკურენტის გარეშე დარჩენილ კომერციულ საბანკო სექტორს, შესაძლებლობა აქვს პროცენტები მაღალ ნიშნულზე შეინარჩუნოს. კონკურენციის არსებობის შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაციები კლიენტების მისაზიდად, ბუნებრივად ცდილობენ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და საფინანსო პროდუქტების დივერსიფიცირებას. ამასთან ბიუჯეტი და მთლიანად ეკონომიკა ფორმირდება ძირითადად რამოდენიმე ასეული მსხვილი ბიზნესისგან, რომლებისთვისაც სასურველი ფინანსური რესურსების მოძიება შეღავათიან საპროცენტო განაკვეთში პრობლემას აღარ წარმოადგენს, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესი თითქმის გამოთიშულია პროცესებს და მაღალი რისკის გამო საბანკო და მითუმეტეს არასაბანკო სესხები მათთვის საკმაოდ ძვირია. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საბანკო სექტორში სესხებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს თავისი ობიექტური საფუძვლები აქვს…

დაახლოებით იგივე ვითარებაა ჩვენი რეგიონის ქვეყნების საბანკო სექტორში არსებულ საპროცენტო განაკვეთებზე. ევროპის ქვეყნებში რადიკალურად განსხვავებული სურათი გვხვდება და საპროცენტო განაკვეთები საბანკო სესხებზე საკმაოდ დაბალია, რასაც ერთი მხრივ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული ნულთან მიახლოვებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი განაპირობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროზონაში ბანკები ფულს თითქმის უპროცენტოდ იღებენ, ხოლო მეორე მხრივ ფინანსურ სექტორში კონკურენციის მაღალი დონეა.

ფული - Sputnik საქართველო
გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მევახშეობა რთულდება!..

ევროზონაში საშუალოდ ხუთ წლამდე სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი, უკანასკნელი მონაცემებით 4.9 პროცენტს შეადგენს. ბინის შესასყიდად გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი 1.8 პროცენტიაა, ხოლო სხვა სესხებზე საშუალოდ 2.8 პროცენტი ფიქსირდება.

დასკვნის სახით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე მნიშვნელოვნად განაპირობებს საბანკო სესხებზე პროცენტების დაწევას. კავკასიის რეგიონში ძირითადად გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებია და საბანკო სესხებიც შედარებით ძვირია. პარალელურად კი, განვითარებულ ქვეყნებში საპირისპირო სურათია. მარტივად რომ ვთქვათ, იაფი ფული იქ არის, სადაც ეფექტური მმართველობაა და კონკურენციაა საფინანსო სექტორში!

 

ყველა ახალი ამბავი
0