მოკვდე რაიმეს გამო – იოლია, იცოცხლო – რთული

CC BY 2.0 / jimmy brown / Lady in Waitingქალი და სამყარო
ქალი და სამყარო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა უფრო ძლიერი, ლამაზი, მდიდარი? საბოლოოდ მნიშვნელობა ხომ მხოლოდ იმას აქვს, ბედნიერი ადამიანი ხარ თუ არა?

სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ინდოელ სულიერ მასწავლებელს – გურუსა და ფილოსოფოსს, ოშოს – ჩანდრა მოჰან ჯაინის, აგრეთვე ცნობილია, როგორც აჩარია რაჯნიში, ბჰაგვან შრი რაჯნიში (1931–1990). მისი ფილოსოფიისა და სწავლებების გამო წინააღმდეგობებით აღსავსე მოსაზრებები არსებობდა. სიცოცხლეში აკრძალული ჰქონდა შესვლა 21 ქვეყანაში. გარდაცვალების შემდეგ კი დამოკიდებულება ოშოს მიმართ ინდოეთსა და მთელ მსოფლიოში შეიცვალა.

ცეცხლოვანი სამყარო - Sputnik საქართველო
თუ ადამიანს სულს ვერ ანდობ, არც სხეული ანდო...

• მიზეზები ჩვენშია, გარეთ მხოლოდ გამართლებაა…

• რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა უფრო ძლიერი, ლამაზი, მდიდარი? საბოლოოდ მნიშვნელობა ხომ მხოლოდ იმას აქვს, ბედნიერი ადამიანი ხარ თუ არა?

• გიყვარდეს და დაე, სიყვარული შენთვის ისეთივე ბუნებრივი იყოს, როგორც სუნთქვა. თუ გიყვარს ადამიანი, მისგან ნურაფერს მოითხოვ; წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შორის დასაწყისშივე კედელს აღმართავ. ნურაფერს ელოდები. თუ რამე მოდის შენთან, მადლობელი იყავი. თუ არაფერი მოდის, ეს ნიშნავს, რომ არც უნდა მოვიდეს, ამის აუცილებლობა არ არის. უფლება არა გაქვს, ელოდო.

• არავის შეუძლია თქვენი განადგურება თქვენ გარდა; არავის შეუძლია თქვენი ხსნა თქვენ გარდა.

• ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, რომლის შეცვლის ძალაც შეგვწევს, თავად ჩვენ ვართ.

• როცა გეჩვენებათ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ინგრევა, დაიწყეთ ფიქრი იმაზე, რას ააშენებთ გამოთავისუფლებულ ადგილზე.

• გახსოვდეს: ყველაფერი, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება, უკვე იაფფასიანია!

Статуя человека в размышлениях - Sputnik საქართველო
ადამიანად ყოფნის საშინელება და ადამიანად ყოფნის სასწაული

• საუკეთესოს კი ნუ ეძებთ, არამედ საკუთარი ეძებეთ, საუკეთესო ყოველთვის არ გახდება თქვენი, სამაგიეროდ, თქვენი – ყოველთვის საუკეთესოა!!!

• რომ ადგეთ, უნდა დაეცეთ; რომ მოიპოვოთ, უნდა დაკარგოთ.

• მხოლოდ უბედური ადამიანი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ბედნიერია; მხოლოდ მკვდარი ადამიანი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ცოცხალია; მხოლოდ ლაჩარი ადამიანი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მამაცია. მხოლოდ ადამიანი, რომელმაც იცის თავისი სიმდაბლე, ცდილობს დაამტკიცოს, რომ დიდი ადამიანია.

• მიუძღვენით სიცოცხლე მშენიერს. არ მიუძღვნათ ის საზიზღრობას. თქვენ არც ისე ბევრი დრო გაქვთ, არც ისე ბევრი ენერგია, რომ უქმად დახარჯოთ. სისულელეა, ასეთი პატარა სიცოცხლე, ასეთი ენერგიის პატარა წყარო დახარჯო მრისხანებაზე, სიძულვილზე, ეჭვიანობაზე.

• ქმარი ოთახში ზის და გაზეთს კითხულობს. ამ დროს მასთან მიდის ცოლი და სილას აწნის.

– რისთვის? – აღშფოთებული კითხულობს ქმარი.

– იმისთვის, რომ უვარგისი საყვარელი ხარ.

გარკვეული დროის შემდეგ ქმარი მიდის ცოლთან, რომელიც ტელევიზორს უყურებს და კარგ ალიყურს სთავაზობს.

– რისთვის? – აყვირდა ქალი.

– იმისთვის, რომ იცი განსხვავება.

ერვე ბაზენი - Sputnik საქართველო
ბედნიერებას არ ეძებენ, მას თავადვე ქმნიან

• ნუ მისცემ შენს ცხოვრებას, იყოს უბრალოდ მკვდარი რიტუალი. დაე, იყოს აუხსნელის წამები, საიდუმლო რაღაცები, რომელთაც ახსნასა და მიზეზს ვერ მოუძებნი. დაე, იყოს ისეთი საქციელი, რომლის გამოც ადამიანები იფიქრებენ, რომ ცოტა "ვერ ხარ". ადამიანი, რომელიც ასი პროცენტით ნორმალურია, ცოცხალი არ არის. ცოტა სიგიჟე ჯანსაღ აზრთან ერთად – ეს ყოველთვის დიდი სიხარულია.

• ადამიანებს სულ დაავიწყდათ, რომ უნდა იცხოვრონ. ვის აქვს ამის დრო? ყველა ვიღაც სხვას ასწავლის, როგორი უნდა იყოს, და არავინ არასდროს არ ჩანს კმაყოფილი. თუ ადამიანს ცხოვრება უნდა, ერთი რამ უნდა ისწავლოს: მიიღოს ყველაფერი ისეთად, როგორიც არის, და მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის. დაიწყეთ ცხოვრება. ნუ დაიწყებთ ცხოვრებისთვის მომზადებას, რომელიც მომავალში იქნება. სამყაროში ყველა ტანჯვა იმის გამო ხდება, რომ მთლიანად დაივიწყეს, რომ ცხოვრებაა საჭირო. თქვენ დაიწყეთ საქმიანობა, რომელსაც ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

• რა არის ცუდი იმაში, რომ უმიზეზოდ იცინო? რატომაა საჭირო სიცილისთვის მიზეზი? მიზეზი საჭიროა იმისთვის, რომ უბედური იყო. ბედნიერი რომ იყო, ამისთვის მიზეზი საჭირო არაა.

• სინამდვილეში, არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა ელოდოს ქალი მამაკაცის ინიციატივას. თუ ქალს უყვარს, მან პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას. თუ მამაკაცი არ გამოეხმაურა, ქალმა თავი დამცირებულად არ უნდა იგრძნოს.

• თუ ერთდროულად თავისუფლებაცა გაქვთ და სიყვარულიც, მეტი არაფერი გჭირდებათ. თქვენ გაქვთ ყველაფერი, რის გამოც სიცოცხლე გვეძლევა.

ადამიანი ამოუცნობი არსებაა - Sputnik საქართველო
სრულყოფილების ნაკლი, ქალის შენახული საიდუმლო და მეექვსე გრძნობა

• უბრალოდ, იყო ის, ვინც ხარ, ნიშნავს, იყო მშვენიერი.

• ადამიანების სიახლოვის ხარისხი დუმილის სიმყუდროვით განისაზღვრება.

• ორი დუმილი ორი ვერ დარჩება… ის ერთი ხდება.

• სამყაროში უდიდესი შიში სხვების მოსაზრებების წინაშე შიშია. იმ წამს, როცა ბრბოსი აღარ გეშინია, უკვე აღარ ხარ ცხვარი, შენ ლომი ხდები. შენს გულში უდიდესი ღრიალი – თავისუფლების ღრიალი გაისმის.

• თანამიმდევრული მხოლოდ ყალბი ადამიანები არიან. ნამდვილი ადამიანი წინააღმდეგობებითაა აღსავსე. ის სრულებით თავისუფალია; იმდენად თავისუფალი, რომ შეუძლია, დღეს ერთი იყოს, ხოლო ხვალ – სრულიად სხვა ადამიანი. ეს არჩევანი არ არის… მისთვის არ არსებობს ბარიერი. თუ მოისურვებს, საკუთარ თავში ჩაღრმავდეს, ჩაღრმავდება, თუ მოუნდება სხვებთან ურთიერთობა – ექნება. ის თავისუფალია. ის შეიძლება ხან ინტროვერტი იყოს, ხან ექსტრავერტი. ის თავისუფალია არჩევანში, რა გააკეთოს თავისი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში.

• ყველაფერზე შეიძლება გადაბიჯება, რაც განვლილია; ის, რაც დათრგუნულია, მას ვერ გადააბიჯებ.

• ჭეშმარიტი სიახლოვე მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ორ ადამიანს შეუძლია ერთმანეთს გაუგოს და ერთმანეთი მიიღონ ისეთი, როგორიც არიან.

• სული მარად ახალგაზრდაა, ის არასდროს ბერდება. რატომ? იმიტომ, რომ სული დროის მიღმაა.

მთები - Sputnik საქართველო
მარადიული მონატრება და სიცოცხლის სევდა – სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები...

• ეგო – მარადიული მათხოვარია, მას მუდამ რაღაც სჭირდება; ხოლო სიყვარული კეთილშობილია. ეგოს ესმის მხოლოდ ენა მივიღო", ენა გავცე" – ეს სიყვარულის ენაა.

• სხვისგან ნასესხები ნებისმიერი ჭეშმარიტება სიცრუეა. სანამ მას თავად არ განიცდი, მანამდე ის არასდროს იქნება ჭეშმარიტება.

• როცა პრიოვნება აგრესიული არ არის, ის დაუმარცხებელია.

• როცა დედასა და შვილს შორის ურთიერთობები არ ეწყობა, არ ეწყობა ბავშვის მთელი ცხოვრებაც. ეს ხომ მისი პირველი ნაცნობობაა სამყაროსთან, მისი პირველი ნაბიჯი. ყველაფერი დანარჩენი ამ გამოცდილების გაგრძელება გახდება. და თუ პირველი ნაბიჯი წარუმატებელი იყო, მთელი ცხოვრებაც წარუმატებელი ხდება…

• უკვე გვიანია უკან დაბრუნება, რომ ყველაფერი სწორად დაიწყო, მაგრამ ჯერ გვიანია არაა, წინ წახვიდე, რომ ყველაფერი სწორად დაასრულო.

• როგორიც არ უნდა იყო, უფლება გაქვს, იყო ისეთი, როგორიც ხარ.

• გამოდით თავიდან და შედით გულში. ნაკლები იფიქრეთ და მეტი იგრძენით. ნუ მიეჩვევით აზრებს, ჩაეფალით შეგრძნებებში… მაშინ გაცოცხლდება თქვენი გულიც.

• ნუ გაექცევი საკუთარ თავს, შენ არ შეგიძლია, სხვა ვინმე იყო.

მექსიკელი მწერალი, ფიპლომატი, ჟურნალისტი და სცენარისტი კარლოს ფუენტესი - Sputnik საქართველო
მე ვერ ავცდები ასჯერად სიკვდილს, ვინაიდან მხოლოდ სიცოცხლეს ვუცდი...

• თუ ადამიანს სიკვდილისა ეშინია, იცოდეთ – მან ცხოვრება ხელიდან გაუშვა.

• სანამ არ შეძლებთ თქვათ არა", თქვენს დიახ"–ს არანაირი აზრი არ ექნება.

• როდესაც ფიქრობთ, რომ სხვებს ატყუებთ, მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებთ.

• ერთადერთი დრო, რომელიც გაქვთ, ახლაა, ერთადერთი ადგილი – აქ.

• სამყარო შეიძლება ქაოსი იყოს, თუ ქაოსი თვითონ ხართ. სამყარო შეიძლება კოსმოსი იყოს, თუ კოსმოსი თვითონ ხართ. სამყარო შეიძლება მკვდარი იყოს, თუ შინაგანად მკვდარი ხართ და შეიძლება ცოცხალი იყოს, საოცრად ცოცხალი, თუ ცოცხალი ხართ. ეს თქვენზეა დამოკიდებული. რეალურად მხოლოდ თქვენ არსებობთ, მეტი არაფერი. დანარჩენი მხოლოდ სარკეა.

• არც ერთ ურთიერთობაში არ მიიღწევა დონე, რომელზეც პრობლემები არ იქნება. თუ ხედავთ ურთიერთობებს, რომელშიც პრობლემები არ არის, ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობები აღარ არის.

როდენის „მოაზროვნე“ - Sputnik საქართველო
არც ტკბილი და არც მწარე...

• თავისუფლება ეს ყველაფრის ნება არაა, არამედ პასუხისმგებლობა. თუ თავად არ აგებთ პასუხს საკუთარ თავზე, ვინმე სხვა დაიწყებს თქვენ მაგივრად პასუხისგებას, ეს კი მონობას ნიშნავს.

• მოკვდე ვინმეს ან რაიმეს გამო – ეს ყველაზე იოლი რამაა ამქვეყნად. იცოცხლო რაიმეს გამო – ეს ყველაზე რთულია.

• ადვილია, გიყვარდეს მტერი. ბევრად ძნელია, გიყვარდეს საკუთარი მეზობლები.

• თითოეული სასიყვარულო კავშირი – ეს საფრთხეა, რადგან ადამიანი საკუთარ თავს კარგავს.

• შენ არ შეგიძლია, გიყვარდეს ნაკლებად, არ შეგიძლია, გიყვარდეს მეტად – რადგან ეს რაოდენობა არაა. ეს ხარისხია, რომელიც არ იზომება.

 

ყველა ახალი ამბავი
0