არც ტკბილი და არც მწარე...

CC BY 2.0 / Flickr / Renaud Camus / Le Jour ni l’Heureროდენის „მოაზროვნე“
როდენის „მოაზროვნე“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ მისცა ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი, რისი ნიშანია ჭაღარა და რატომ არის ადამი პირველი იღბლიანი...

„სიბრძნის სიმფონია" დღეს ებრაულ სიბრძნეს გთავაზობთ.

• ღმერთმა ადამიანს იმიტომ მისცა ორი ყური და ერთი პირი, რომ ბევრი მოისმინოს და ცოტა ილაპარაკოს

მარკ ტვენი - Sputnik საქართველო
რატომ შეჭამა ადამმა ვაშლი...

• ყველა განიცდის ფულის არქონას, ტვინის არქონას — არავინ

• ადამიანი რომ ბერდება, უფრო ცუდად, მაგრამ უფრო მეტს ხედავს

• ჭაღარა სიბერის ნიშანია და არა — სიბრძნის

• თუ პრობლემის გადაჭრა ფულით შეიძლება, ეს პრობლემა არ არის, ეს ხარჯია

• ადამი პირველი იღბლიანია, რადგან სიდედრი არ ჰყავდა

• უფალმა დაგიფაროს ცუდი ქალებისგან, კარგებისგან კი თვითონ უშველე თავს

• შევიდა ღვინო — გამოვიდა საიდუმლო

სპარსული ხელოვნების ნიმუში - Sputnik საქართველო
ზოგჯერ რასაც კრძალავენ, სწორედ იგი გვჭირდება...

• ნუ იქნები ტკბილი — შეგჭამენ; ნუ იქნები მწარე — გადმოგაფურთხებენ

• გეშინოდეს თხისა — წინიდან, ცხენის — უკნიდან, სულელის — ყველა მხრიდან

• ცოდნა ბევრ ადგილს არ იკავებს

• თუ არ გინდა კისერზე დაგასხდნენ, თავს ძალიან დაბლა ნუ დახრი

• ყრუმ გაიგონა, როგორ მოყვა მუნჯი, რომ ბრმამ დაინახა, როგორ მირბოდა ძალიან სწრაფად კოჭლი

• კარგად დუმილი უფრო ძნელია, ვიდრე კარგად საუბარი

• სამყარო გაქრება არა იმის გამო, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ ბევრი არაადამიანია

ჩინეთის დიდი კედელი - Sputnik საქართველო
...მხოლოდ ღამე სრულდება განთიადით

• რა ტკბილიც არ უნდა იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ მოხარშავ

• გამოცდილება — ესაა სიტყვა, რომელსაც ადამიანები საკუთარ შეცდომებს უწოდებენ

• ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია: წვიმა სახლში შეგაგდებს, ცუდი ცოლი — სახლიდან გამოგაგდებს

• მამაკაცები მეტს გააკეთებდნენ, ქალებმა რომ უფრო ცოტა ილაპარაკონ

• შორიდან ყველა ადამიანი კარგია

ყველა ახალი ამბავი
0