„ბაბალეს“ საახალწლო სათამაშოები

© FB / Saakhalclo khelnaketi satamashoebi სოციალური საწარმო ბაბალეს ნამუშევრები
სოციალური საწარმო ბაბალეს ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური საწარმო „ბაბალე“ 2015 წლიდან ფუქნციონირებს. ერთ ოთახში დაწყებულმა საწარმომ რამდენიმე წელში საკამოდ დიდი წვილი შეიტანა შშმ პირების ცხოვრებაში. „ბაბალეს“ სივრცეში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები ქმნიან გასხვავებულ, ხარისხიან და საოცარ ნამუშვრებს.

 საწარმოს ხელმძღვანელი ლია ტაბატაძე  უფრო დეტალუად გვიამბობს „ბაბლეს“  შესახებ.

—  როდის გაგიჩნდათ საწარმოს შექმნის იდეა?

—  იდეა 2014 წელს გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ მე თავად ვარ შშმ ბავშვის მშობელი…  ჩვენ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები ვაკეთებდით ჭრელი წინდების თემას. 2012 წელს მსოფლიო გზავნილი  იყო „მინდა მუშაობა“, მაშინ გავაკეთეთ კლიპი, რომელშიც გიგო შიუკაშივლი მონაწილებდა. ვიდეო–რგოლი ეხებოდა დასაქმების პრობლემას და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ფიქრი შშმ პირების დასაქმებაზე. აღნიშნულმა გზავნილმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დავიწყე სიღრმისეული ფიქრი დასაქმების თემაზე. მივხვდი, რომ მთავარი ამოცანა ადამინის ცხოვრებაში რელიზებაა. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი რამ გავაკეთოთ იმისთვის, რომ საბოლოოო ჯამში მივიღოთ დამოუკიდებელი ადამიანი. დამოუკიდებლობას კი დასაქმება გასნაზღვრავს. ჩვენს ქვეყანაში ინტელექტუალური დარღვეევბის მქონე ადამიანების დასაქმების პრეცედენტი  არ არსებობდა, პირველი პრეცედენტი „ბაბალემ“ შექმნა და  მოახერხა რომ დაესაქმებინა მსგვსი ტიპის ადამიანები.

საახალწლო საჩუქრები - Sputnik საქართველო
საახალწლო საჩუქრები სხვადასხვა ტიპის ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის

ყოველ ახალ საქმეს სირთულეები ხვდება… 

2015 წელს გავხსენით სოციალური საწარმო „ბაბალე“.  რელურად ეს საწარმო თავისი ძალებით მუშაობს დღემდე, რაც საკამოდ რთულია – უნდა იფიქრო პროდუქციის რეალიზაციაზე  და ამით შეინახო  და გაუფრთხილდე იმ  მიზანს  და მისიას,  რაც ჩვენ გვაქვს. პირველი წლებში ბენეფიციარებთან მუშაობა რთული იყო:  პროდუქციის შექმნა, მისი გაყიდვა. ნელ–ნელა იქამდე მივედით, რომ უკვე პრეტენზია ხარისხსა და ბრენდზე გვაქვს. შიძლება ითქვას, რომ სრულიად სხვა საფეხურზე ავედით.  „ბაბალე“ თავის მისიას ასრულებს. 

ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ქმნიან ნამუშევრებს?

ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე ადამიანების გარდა,  ჩვენი ამოცანაა ახალგაზრდების დასაქმება.  სამხატვრო ააკადემიის რამდენიმე სტუდენტიც არის ჩვენთან დაკავებული და ერთობლივად ხდება მუშაობა.  ვცდილობთ ჩვენი სივრცე იყოს ჯანსაღი,  სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს.  ინტეგრაცია და სოციალიზაცია ბუნევრივად ხდება ერთ სივრცეში. ჩვენთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ოჯახების გაძლიერება და მხარდაჭერაა. 

საახალწლო საჩუქრები - Sputnik საქართველო
საახალწლო საჩუქრები: რჩევები
 

საიდან გაჩნდა სახელწოდება „ბაბალე“?

სახელზე ბევრი ვიფიქრეთ, გვინდოდა ყოფილიყო თბილი, პოზიტიური და მარტივად დასამახსოვრებელი. წინა  ქრისტიანული ხანის პერიოდში ბაბალე მზის სიმბოლო იყო, რომელიც ოჯახების და ბავშების მფარველი იყო. იდეაც აქედან გაჩნდა…  გვიხარია, რომ საზოგადოებამ ეს ბრენდი კარგად მიიღო. 

რა პროდუქციას  სთავაზობთ მომხმარებელს?

ძირითადად ხეზე, ტექსტილსა და თიხაზე ვმუშაობთ. ვქმნით  დეკორატიულ  ნივთებს – ზარდახშები, კალენდრები, ქოთანი, ჭიქა, ჭიქის დასადები და ა.შ. ჩვენს ნამუშევრებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება  საახალწლოდ და სააღდგომოდ…  გარდა ამისა, ვმუშაობთ სხვადასხვა  მიმართულებაზე, გვსურს ტურისტული ხაზიც განვავითაროთ. ახლა ვემზადებით ახალი წლისთვის და საკმაოდ დიდი არჩევნი გვაქვს — ანგელოზები, ნაძვის ხის სათამაშოები, დეკორატიული სანათები, ნაძვის ხე და ა.შ.

სანდრო ქანთარია - Sputnik საქართველო
11 წლის ხელოვანი: მინდა დამოუკიდებელი ვიყო და დედა ზედმეტად აღარ შევაწუხო...

მუშაობის პროცესი რთულია?

საქმე  გადანწილებული გვაქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ თითოეულმა ჩვენი შესაძლებლობები გამოვავლინოთ. ორ წლის  წინ მოსულ ადამიანებს, შეიძლება ითქვას, ჩვენ ვასწავლეთ ასე ვთქვათ ფუნჯის დაჭერა, მაკრატლის გამოყენება,  დროის მეენჯმენტი და ა.შ.  თუმცა,  დღეს  ისინი საკმაოდ გამოცდილები არიან, ბევრ რამეს აკეთებენ დამოუკიდებლად და შესაბამისად, მუშაობის მთლიან პროცესში არიან ჩართული. 

სამომვლო გეგმები გაგვიმხილეთ?

უკვე დაწყებული გავქვს მზადება 21 მარტის კამპანიისთვის – „გიგოს ფონდს“ ვაფუძნებთ. სხვათა შორის, ეს გიგოს იდეა  იყო. წლევანდელი მსოფლიოს გზავნილი არის — „ რა სარგებელი შეიძლება მოვუტანო საზოგადოებას“ და ჩვენც ამ იდეის ირგვლივ ვერთიანდებით.   გიგო იქნება მთავარი სახე,  ვინც ამის შესახებ ისაუბრებს  და სწორედ მისი ფონდი მოიტანს სარგებელს.  ფონდის მისია  კრიტიკულ ვითარებაში ბავშვებისთვის დახმარება იქნება.


ნინი რაზმაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0