საახალწლო საჩუქრები სხვადასხვა ტიპის ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის

CC BY 2.0 / ProFlowers / Christmas pine tree in a houseსაახალწლო საჩუქრები
საახალწლო საჩუქრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წლისთვის საჩუქრის შერჩევის უნივერსალური რეცეპტი, რაღა თქმა უნდა, არ არსებობს. ამიტომ მთავარია იმ ადამიანის თვალით შევხედოთ პრეზენტს, ვისთვისაც ვაპირებთ მის შეძენას.

წარმოიდგინეთ იგი, გაიხსენეთ მისი ხასიათი, მიდრეკილებები, ინტერესები და მიხვდებით, რა გზითაც უნდა წახვიდეთ.

საჩუქარი ბავშვისთვის

ახალი წელი ბავშვებისთვის მართლაც რომ ჯადოსნური დღესასწაულია. ამიტომ პატარისთვის შერჩეული საჩუქარი ნამდვილი სიურპრიზი უნდა იყოს — ელვარე, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი.

კარგი იქნება, თუ სიურპრიზს რამდენიმე მცირე და განსხვავებული საჩუქრისგან შეადგენთ. ამით ბავშვს დიდ სიამოვნებას მიანიჭებთ.

© FL/ lambspinკინეტიკური ქვიშით ათასგვარი ფიგურის დამზადება არაჩვეულებრივი გასართობია პატარებისთვის
საახალწლო საჩუქრები სხვადასხვა ტიპის ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის - Sputnik საქართველო
კინეტიკური ქვიშით ათასგვარი ფიგურის დამზადება არაჩვეულებრივი გასართობია პატარებისთვის

თუ კოლოფში ზიზილ-პიპილებს ჩაყრით და ისე ჩადებთ საჩუქარს, მერე კი კაშკაშა ფერის ქაღალდში ორიგინალურად შეფუთავთ და ზედ ოსტატურად გამოსკვნილ ბაფთასაც დაამაგრებთ, პატარის აღფრთოვანებას საზღვარი არ ექნება და თქვენც დიდხანს არ დაგავიწყდებათ მისი ანთებული და გაბრწყინებული თვალები.   

და, ბოლოს, საჩუქრის შერჩევისას არ დაგავიწყდეთ ბავშვის ასაკის გათვალისწინება.

© FL/ John Karakatsanisთინეიჯერები კმაყოფილები დარჩებიან, თუ ამგვარ ყურსასმენს აჩუქებთ
საახალწლო საჩუქრები სხვადასხვა ტიპის ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის - Sputnik საქართველო
თინეიჯერები კმაყოფილები დარჩებიან, თუ ამგვარ ყურსასმენს აჩუქებთ

• სულ პატარებს სახატავი მოწყობილობა, ფერადი პლასტილინები, კინეტიკური ქვიშა, სათამაშოები და ტკბილეული გაახარებთ;

• მოზრდილებს — პლეერი, ყურსასმენები, გორგოლაჭები, სკეიტბორდი… მთავარია მან იგრძნოს, რომ საახალწლოდ „დიდური“ საჩუქარი მიიღო.

საჩუქარი ქალისთვის

საოცარია, მაგრამ ქალებს ბავშვებივით სჯერათ საახალწლო სასწაულებისა და მოუთმენლად ელიან ნაძვის ხის ქვეშ „ჯადოსნურად გაჩენილ“ სიურპრიზს. მაგრამ, პატარებისგან განსხვავებით, მათი გულის მოგება ბევრად რთულია. ამოცანა რომ გაგიიოლოთ, რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ.

თუ ქალი, ვისთვისაც საჩუქარს ეძებთ, არის:

•    მშვიდი ბუნებისა, თავშეკავებული და არასიტყვამრავალი — ნუ აჩუქებთ ისეთ რამეს, რაც ყველას აქვს. დაე, ეს ცოტა უცნაური და უჩვეულო პრეზენტი იყოს, მაგალითად, ეგზოტიკური, იშვიათი მცენარე ან ანტიკვარული წიგნი.

© FL/ Luzეგზოტიკური ჰელიკონია
საახალწლო საჩუქრები სხვადასხვა ტიპის ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის - Sputnik საქართველო
ეგზოტიკური ჰელიკონია

•    ემოციური, თავისუფალი და გახსნილი — საჩუქარმა წარუშლელი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს. ეს შეიძლება იყოს სპა-პროცედურების სალონის მოსაწვევი, პროფესიონალ ფოტოგრაფთან ფოტოსესია, უჩვეულო ადგილზე, ვთქვათ, ქალაქგარეთ, შალეს ტიპის სასტუმროში რომანტიკული საახალწლო ვახშამი მხოლოდ ორისთვის ან მეგობრების კომპანიაში… ან, იქნებ, სულაც თოვლმავლით ქროლვამ მიანიჭოს დაუვიწყარი სიამოვნება?

© FL/ Daniel Hardmanემოციურ, თავისუფალ და გახსნილ ქალბატონებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს სნოუმობილით ქროლვა
საახალწლო საჩუქრები სხვადასხვა ტიპის ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის - Sputnik საქართველო
ემოციურ, თავისუფალ და გახსნილ ქალბატონებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს სნოუმობილით ქროლვა

თუმცა გახსოვდეთ და არასდროს დაივიწყოთ ერთი რამ: ტრადიციული საჩუქრები ქალბატონებისთვის არავის გაუუქმებია და ამიტომ ნებისმიერ მათგანს გაახარებს ძვირფასი პარფიუმერია თუ სამკაული.

საჩუქარი მამაკაცისთვის

თუ გგონიათ, რომ კაცებს ქალებზე ნაკლებად უყვართ პრეზენტები? უყვართ და თანაც როგორ! ოღონდ იცოდეთ, ამ შემთხვევაშიც მოგიწევთ დასასაჩუქრებელი მამაკაცის ხასიათის გათვალისწინება.
თუ მამაკაცი არის:

•    ნაკლებად ემოციური, გულჩათხრობილი და სიტყვაძვირი — სჯობს არ გარისკოთ და რაიმე პრაქტიკული შეურჩიოთ საჩუქრად. ოღონდ არავითარ შემთხვევაში წინდები ან საპარსი კრემი! უყიდეთ მას, ვთქვათ, ანკესი, მონადირის აღკაზმულობა, რაიმე დეტალი ავტომობილისთვის (მაგალითად, სავარძლის გადასაკრავები ან სარკე), ინსტრუმენტების ნაკრები…

© FL/ Eric Lanningმეთევზის აღჭურვილობა საუკეთესო საჩუქარია ნაკლებად ემოციური მამაკაცებისთვს
საახალწლო საჩუქრები სხვადასხვა ტიპის ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის - Sputnik საქართველო
მეთევზის აღჭურვილობა საუკეთესო საჩუქარია ნაკლებად ემოციური მამაკაცებისთვს

•    ხალისიანი, ყველა წამოწყების მოთავე, ენამახვილი და მხიარული — ასეთს ყველაზე მეტად იუმორნარევი საჩუქარი გაახარებს, მაგალითად, სპეციალურად მის სახელზე ჩამოსხმული მედალიონი ან თასი წარწერით „წლის ვარსკვლავი“, გასული წლის ამსახველი და ორიგინალურ ჩარჩოში ჩასმული ფოტოკოლაჟი ასევე რაიმე შთამბეჭდავი წარწერით, მაისური სპეციალურად მისთვის შექმნილი პრინტით და სხვა.

© FL/ Dave Oჩარჩოში ჩასმული ფოტოკოლაჟი ორიგინალური საჩუქარი იქნება ხალისიანი და მხიარული მამაკაცისთვის
საახალწლო საჩუქრები სხვადასხვა ტიპის ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის - Sputnik საქართველო
ჩარჩოში ჩასმული ფოტოკოლაჟი ორიგინალური საჩუქარი იქნება ხალისიანი და მხიარული მამაკაცისთვის

გახსოვდეთ: პრეზენტმა, უპირველეს ყოვლისა, განწყობა უნდა აუმაღლოს და სიამოვნება მოჰგვაროს როგორც ადრესატს, ისე მჩუქებელს, რომელსაც დიდხანს ემახსოვრება მისი საჩუქრით გამოწვეული სიხარული.

ყველა ახალი ამბავი
0