დასახელდა მოზარდების სისხლიანი გარჩევის მიზეზი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის 51-ე საჯარო სკოლა
თბილისის 51-ე საჯარო სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმალვაში მყოფი ბრალდებულის მშობელი ამ უწყების თანამშრომელია

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლასთან მომხდარი მასობრივი ჩხუბი პნევმატური იარაღის გამო მოხდა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევა პარასკევს მოხდა. მძიმედ დაიჭრნენ 16 წლის მოზარდები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე — მეორე დღეს, რეანიმაციის განყოფილებაში. ამ დროისათვის ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია, მეორე იძებნება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
„აქამდე როგორ მივედით?“ - პრემიერ-მინისტრი შეძრწუნებულია თბილისში მომხდარი ტრაგედიით

საქმის მასალებიდან დგინდება, რომ პარასკევს, დილით შესვენებაზე საპირფარეშოში ორ მეცხრეკლასელს — თ.ჩ.-ს და  ა.ს-ს დახვდა ექვსი მეთერთმეტეკლასელი, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა. ამან მეცხრეკლასელების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გარდა ამისა, ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ.  მეცხრეკლასელმა ა.ს.-მ დაურეკა თავის არასრულწლოვან ნათესავს და დახმარება ითხოვა, რადგან მისი „დამჩაგრავები“ მასზე უფროსები იყვნენ. 

იმავე დღეს, დღის საათებში სკოლასთან მეცხრეკლასელის ნათესავი მივიდა. სკოლასთან ასევე მეთერთმეტეკლასელები და 15-მდე მათი მომხრე იმყოფებოდა.

მომხდარში გასარკვევად კონფლიქტის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე გადაინაცვლეს და ერთ-ერთ ეზოში შევიდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: ასეთი ტრაგედიის დროს ყველა ვართ შეძრწუნებული და შეშინებული

სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაზარდა. ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით სარალიძეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მეორე ბრალდებულმა ლევან დადუნაშვილს მკერდისა და ფეხის არეში დანით ორი ჭრილობა მიაყენა.

ორივე ბრალდებული მიიმალა.

მომდევნო დღეს სამართალდამცველებმა დადუნაშვილის სავარაუდო მკვლელი დააკავეს. მას უკვე ოფიციალურად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რაც თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ანალოგიური მუხლით დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება მეორე ბოროტმოქმედს, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობები სალარიძეს მიაყენა.

მეორე ბრალდებული მიმალვაშია. პროკურატურის ინფორმაციით, თუ უახლოეს დროს მისი დაკავება არ მოხდა, მასზე ძებნა გამოცხადდება, თუმცა, არსებული კანონმდებლობის გამო, გამოძიებას მისი სახელისა და გვარის დასახელება არ შეუძლია.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
მოზარდის მკვლელობა წყალტუბოში - მომხდარის ვერსია

პირველი სასამართლო მოსმენის თარიღი უცნობია, თუმცა პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების პერიოდში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვენ.

რაც შეეხება მკვლელობების იარაღებს, პროკურატურის ინფორმაციით, დანა, რომლითაც მოკლულია სალარიძე, დანაშაულის ადგილზეა ამოღებული, ხოლო დანა, რომლითაც დადუნაშვილია მოკლული, პოლიციაში მიიტანა მოწმემ, რომელიც ინციდენტის მონაწილე იყო.

დანა მას გადასცა ბრალდებულმა და მისი გადამალვა სთხოვა.

ბიჭი საკლასო ოთახის შესასვლელთან. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
51-ე სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ

მომხდარიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძებნილის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია და ის შეიძლება გამოძიებას არ გადასცენ.

პროკურატურაში აღნიშნულ ინფრომაციას უწოდებენ ტყუილს, რომელიც მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება.

„უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების, გ.ჯ-ს და გ.ბ-ს არცერთი ოჯახის წევრი ანდა ახლო ნათესავი არ არის პროკურატურის მუშაკი. აღნიშნული სიცრუის გავრცელებით  გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და განზრახ ცდილობს პროკურატურის და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უფროსკლასელი - Sputnik საქართველო
მოქმედების დროა - შსს მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევების შესახებ

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ პროკურატურაში მხოლოდ ინციდენტის მონაწილე ა. ს.-ის მშობელი მუშაობს. ის 2014 წლიდან ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობს.

„დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს. ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესაური კავშირი პროკურატურის მუშაკთან ვერცერთ საქმეზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე გამოძიებაზე და მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ნებისმიერი პროკურორი, რომლის მიმართაც შესაძლებელია არსებობდეს კითხვები გარკვეულ პირად მოტივებთან დაკავშირებით, იქნება აცილებული სისხლის სამართლის საქმიდან.  


ყველა ახალი ამბავი
0