პრეზიდენტი: ასეთი ტრაგედიის დროს ყველა ვართ შეძრწუნებული და შეშინებული

© FB/Георгий Маргвелашвилиსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილის განცხადებით, თითოეულ ადამიანს აკისრია პასუხისმგებლობა და უნდა დაფიქრდეს, რა საზოგადოებაში ცხოვრობს, რას ვუნაწილებთ, ვაძლევთ ერთმანეთს, აგრესიას, ზიზღს, თუ სიკეთეს.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პარასკევს, ხორავას ქუჩაზე, მოსწავლეებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

პრეზიდენტმა მომხდარ ფატთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

„მინდა მივუსამძიმრო მთელ საზოგადოებას. ასეთი ტრაგედიის დროს ყველა ვართ შეძრწუნებული და შეშინებული იმით, რაც თბილისში მოხდა. როგორც საზოგადოება, ჩვენ, სამწუხაროდ, აღმოვჩნდით აგრესიული და ძალადობრივი“, — ამბობს მარგველაშვილი.

რეანიმაციის განყოფილება საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
„ეს სადიზმია“ - საავადმყოფოს დირექტორი გარჩევისას დაჭრილი მოზარდის ჭრილობებზე

მისი განცხადებით, თითოეულ ადამიანს აკისრია პასუხისმგებლობა და უნდა დაფიქრდეს, რა საზოგადოებაში ცხოვრობს, რას ვუნაწილებთ, ვაძლევთ ერთმანეთს, აგრესიას, ზიზღს, თუ სიკეთეს.

„ამ ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს, ვინ ვართ და რა საზოგადოებაში გვინდა, რომ ვიცხოვროთ“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გუშინ, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთი სავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე მოსწავლეს ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად ის მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმე რჩება.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0